ფეხბურთი ინდონეზიაში სტადიონზე 129 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის არიან ბავშვები და ქალები (ვიდეო) 2022, 2 ოქტომბერი, 12:54 ![]() ინდონეზიაში საფეხბურთო მატჩზე მომხდარი არეულობის შედეგად ათობით ადამიანი დაიღუპა. ამ საშინელი ტრაგედიის მონაცემებს ადგილობრივი პოლიცია ავრცლებს. ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მორიგი ტურის ფარგლებში ერთმანეთს კლუბები "არემა" და "პერსბაია" შეხვდნენ. მასპინძლები პრინციპულ მატჩში 2-3 დამარცხდნენ. საფინალო სასტვენის შემდეგ "არემას" უკმაყოფილო გულშემატკივრები მოედანზე გამოცვივდნენ, რის შემდეგაც დაიწყო ქაოსი და არეულობა. სამართალდამცავები იძულებულები გახდნენ ცრემლსადენი გაზის გამოყენებინათ, შემდეგ კი სროლა დაიწყო, რა დროსაც წარმოიშვა ჭყლეტვა. ასევე ვარაუდობენ, რომ "არემას" რამდენიმე ფეხბურთელს, რომლებიც იმ დროს ჯერ კიდევ მოედანზე იმყოფებოდა, თავს დაესხნენ. ![]() დგილობრივი ჯანდაცვის ოფიციალური პირის თქმით, უმეტესობა გარდაიცვალა "ქაოსის, ხალხმრავლობის, გადათელვის და გაგუდვის შედეგად". ინდონეზიის პრეზიდენტმა, ჯოკო ვიდოდომ ქვეყანაში ყველა საფეხბურთო მატჩის გადადების და გამოძიების დაწყების ბრძანება გასცა. ფიფას წესების თანახმად, პოლიციამ არ უნდა ატაროს არც უნდა გამოიყენოს ცეცხლსასროლი იარაღი ან "ცრმლსადენი გაზი". ინდონეზიის უშიშროების მინისტრმა სოციალურ ქსელში განაცხადა, რომ სტადიონი 38000 მაყურებელს იტევს, თუმცა 42000 ბილეთი გაიყიდა. 97 2-ს მოსწონს
|