x
მეტი
  • 02.02.2023
  • სტატია:125352
  • ვიდეო:355904
  • სურათი:498235
რუსი ჟურნალისტი, რომელიც პირდაპირ ეთერში უკრაინაში სპეცოპერაციის" საპროტესტო პლაკატით გამოვიდა, შინაპატიმრობიდან გაიქცა

image
პირველი არხის ყოფილი რედაქტორი მარინა ოვსიანიკოვა ქალიშვილთან ერთად შინაპატიმრობიდან გაიქცა. ამის შესახებ RT-ს მისმა ყოფილმა ქმარმა იგორ ოვსიანიკოვმა განუცხადა:

“გუშინ ღამით ჩემმა ყოფილმა მეუღლემ დატოვა ის ადგილი, რომელიც სასამართლომ მას შინაპატიმრობა შეუფარდა და ჩემს 11 წლის ქალიშვილთან ერთად გაურკვეველი მიმართულებით გაუჩინარდა."

მას ასევე გაიხსენა, რომ ქალს გაზაფხულიდან სურდა ქვეყნის დატოვება. ამასთან, მის ქალიშვილს პასპორტი არ აქვს. გარდა ამისა, ოვსიანიკოვმა აუკრძალა ბავშვის საზღვარგარეთ გამგზავრება.

შეგახსენებთ, რომ მარინა ოვსიანიკოვამ საერთაშორისო პოპულარობა მოიპოვა საინფორმაციო გადაცემის პირდაპირ ეთერში გასვლით პლაკატით, რომელიც მოუწოდებდა უკრაინაში “სპეცოპერაციის" შეწყვეტისკენ და ხალხს სთხოვდა არ დაეჯერებინა სახელმწიფო მედიის პროპაგანდისთვის.

აგვისტოში, ოვსიანიკოვა 9 ოქტომბრამდე შინაპატიმრობაში მოათავსეს, როგორც პროფილაქტიკური ღონისძიება რუსული არმიის შესახებ ყალბი პიკეტის გამო. ამ ბრალდებით მას 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

0
210
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
210
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0