x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
მსოფლიოში ყველაზე დიდი უდაბნოები

image

1. ანტარქტიდის უდაბნო

ნტარქტიდის უდაბნო, რომლის ფართობი მოიცავს 13, 829-ს, დედამიწაზე ყველაზე დიდი უდაბნოა. მოგეხსენებათ, რომ ანტარქტიდა პლანეტის ყველაზე ცივი, ამავდროულად მშრალი ადგილია. მისი ტერიტორიის 98%-მდე დაფარულია ყინულით. ზამთარში უდაბნოში ჰაერის ტემპერატურა -65ცელსიუს გრადუსს აღწევს, ხოლო ზაფხულში -40 ცელსიუს გრადუსს.ანტარქტიდაში მხოლოდ მეცნიერები ცხოვრობენ.



2. საჰარა

image


ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი უდაბნო აფრიკაშია. საჰარა არის ყველაზე დიდი ქვიშიანი ადგილი მსოფლიოში. რომლის ფართობია- 8, 600, 000კვ.კოლომეტრი. საინტერესოა, რომ უდაბნო 10 ქვეყნის ტერიტორიასთან ახლოსაა გავრცელებული. მალი, ალჟირი, ეგვიპტე, ჩადი, ტუნისი, მავრიტანია, მაროკო, სუდანი, ლიბია და ნიგერია. უდაბნოსთვის დამახასიათებელია მტვრის ქარიშხალი, რომლის დროსაც მისი სიჩქარე 50 მ/წამს აღწევს.მცენარეულობა წარმოდგენილია ხეებითა და ბუჩქებით, ფესვთა სისტემით, რომლებიც ღრმად აღწევენ 2 ათეულ მეტრამდე.



3. არაბეთის უდაბნო

image

არაბეთის უდაბნოში სუბტროპიკული კლიმატია. იგი მოიცავს დაახლოებით 2330 ათას კვადრატულ კილომეტრს. გადაჭიმულია 7 სახელმწიფო ტერიტორიაზე : ერაყი, ომანი, არაბეთის გაერთიანებული საემიროები, საუდის არაბეთი, იორდანია, იემენი და ქუვეითი. უდაბნოში ხშირად შეიმჩნევა ქვიშის ქარიშხალი. აქ შესაძლებელი გახდა, გაზის, ნავთობის, ფოსფატებისა და გოგირდის საბადოების აღმოჩენა.



4.გობი

image

გობი ჩინეთის უდიდესი უდაბნოა და ასევე მდებარეობს მონღოლეთში. ფართობი 1300 კვადრატული კილომეტრია. უდაბნო მოიცავს 5 გეოგრაფიულ რეგიონს : ტრანს-ალთაი გობი, მონღოლური გობი, ალაშანი, გაშუნ-გობი და ძუნგარია. გობი ყველაზე დიდი უდაბნოა აზიაში. უპირატესად ცივ უდაბნოდ ითვლება, რის შედეგად ხანხადან შეიძლება მოთოვოს კიდეც. საშუალო წლიური ტემპერატურა- +1გრადუსიდან + 9 ცელსიუს გრადუსამდეა.

0
194
1-ს მოსწონს
ავტორი:ლადო_25
ლადო_25
194