x
მეტი
  • 06.12.2022
  • სტატია:124133
  • ვიდეო:355529
  • სურათი:496805
როგორი იყო ცხოვრება 5300 წლის წინანდელ საქართველოში?
საქართველო მსოფლიოს უძველესი ქვეყანაა. ჩვენი უშუალო წინაპრები აქ უხსოვარი დროიდან სახლობდნენ, თუმცა უახლოეს პერიოდამდე ნაკლები ცნობები არსებობდა ადრეული პერიოდის ქართველების ყოფის შესახებ. საბედნიეროდ, ბოლო ჟამს ქართველი და ავსტრალიელი მეცნიერების ძალისხმევამ საშუალება მოგვცა უტყუარი ცნობები მოგვეპოვებინა ჩვენი 5300 წლის წინანდელი წინაპრების კვებითი რაციონის, ცხოვრების წესის და საარსებო პირობების შესახებ; ჭობარეთთან წარმოებულმა გათხრებმა მსგავს საკითხებს ნათელი მოჰფინა. აქ, სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ქართველი და ავსტრალიელი მკვლევარები 2009 წლიდან იკვლევენ მტკვარ-არაქსის კულტურის ერთ-ერთ ნამოსახლარს და შთამბეჭდავი ინფორმაციებიც დააგროვეს მის შესახებ.


უძველესი დრო


ძეგლის გათხრის დროს არქეოლოგებმა ერთ-ერთი სახლის ნაშთებს მიაგნეს, რომელიც ხანძარს ემსხვერპლა 5300 წლის წინათ. ხანძრისგან დაზიანებულ სახლს სოფლელები აღარ დაუბრუნდნენ, რამაც მეცნიერებს ფასდაუდებელი ნიმუშების აღმოჩენის შესაძლებლობა მისცა.


აღმოჩნდა, რომ უძველეს დროში ჩვენი წინაპრები მარცვლეულის დასრესას ხელით ახდენდნენ და საამისოდ ქვის ბრტყელ ფილას იყენებდნენ, რომელზეც ზემოდან ქვასვე ატარებდნენ. ქვებს შორის მოქცეული მარცვლეული ისრისებოდა, ხოლო მიღებულ ფქვილს შემდეგ პურის გამოსაცხობად იყენებდნენ.



მარცვლეულს ძველი ქართველები ინახავდნენ თიხის ჭურჭელში, რომლის გამოყენება წყლის და ღვინის შესანახადაც შეიძლებოდა. თიხის ჭურჭელი, რომელსაც თავს მჭიდროდ უხუფავდნენ, მარცვლეულს შესანიშნავად იცავდა მღრღნელებისგან.


მაგრამ მაინც რა მარცვლოვანი კულტურები გამოიყენებოდა საჭმელად იმ პერიოდის საქართველოში?


აღმოჩნდა, რომ ჩვენი წინაპრები საჭმელად ხორბალს და სხვა მაღალკულტურულ მარცვლოვნებს იყენებდნენ. მკვლევარებმა აქ რამდენიმე სახეობის ქერი, ხორბალი და შვრია აღმოაჩინეს. საკვებ რაციონში ასევე დიდი ადგილი ეკავა ნაცარქათამას. მკვლევარებმა აქ კიდევ აღმოაჩინეს ისეთი საკვები მცენარეები, როგორებიცაა წიწიბურა, მჟაუნა, ნიახური, კაკალი და თხილი. თუმცა იმ პერიოდში არანაკლებ იშვიათად საკვებად გამოიყენებოდა ხორცი, რძე და თევზიც.


ძველი


უძველესი ქართველები ცხოვრობდნენ ტერასულად გაშენებულ ნახევრად მიწურ ნაგებობებში, რომლებიც ბანური ტიპის სახურავებით იყო გადახურული. ბანი ეყრდნობოდა ძელებს და ასევე მყარ კედლებს.


მეცნიერების განცვიფრება გამოიწვია ყალიბმა, რომელიც ლითონის ნაკეთობების დასამზადებლად იყო განკუთვნილი. ლითონებად იყენებდნენ კალას და სპილენძს და ასევე მათ მინარევს - ბრინჯაოს.


ოლდ


გათხრებისას მოპოვებული ჩონჩხებიდან ერთ-ერთის მუცლის არეში ღორის სოლიტერი აღმოუჩინეს, რაც იმას მოწმობს, რომ გარდაცვლილმა ადამიანმა ცუდად შემწვარი ან ცუდად მოხარშული ხორცი მიირთვა. შესაბამისად აქედან ის ღორის სოლიტერით დაავადდა, რამაც საბოლოოდ იმსხვერპლა კიდეც.


ძველი ერა


ერთ-ერთი მიცვალებულის სამარეში ასევე აღმოჩნდა სამკურნალო მცენარეებით სავსე თიხის ჭურჭელი, რომელიც მაშინ გარდაცვლილს საფლავში ჩაატანეს. ეს აღმოჩენა მკვლევარებს იმის თქმის საფუძველს აძლევს, რომ შესაძლოა სამკურნალო მცენარეების საფლავში ჩატანება მაშინ ფართოდ გავრცელებული ტრადიცია იყო.


ქართულ სახლს ოთახის ცენტრში ჰქონდა კერა შუაცეცხლით. კერა იყო წმინდა ადგილი, სადაც ცეცხლი არასოდეს ქრებოდა. ჭურჭელი ძირითადად თიხის იყო, ხოლო კედლებზე ცხოველების ტყავები ეკიდა. თუმცა ტყავი არ იყო ერთადერთი, რასაც ჩასაცმელად ან საძინებლის მოსართავად იყენებდნენ. ძალიან აქტიური გამოყენება ჰქონდა სელის, კანაფის და შალის ნაწარმსაც, რომელსაც შავ, ვარდისფერ და ცისფერ ფერებად ღებავდნენ.


სოფელი ზღვის დონიდან 1650 მეტრზე გახლდათ გაშენებული. რატომ აირჩია ადამიანმა მაინცდამაინც ასეთი სიმაღლე თავისი მკაცრი კლიმატით?


როგორც აღმოჩნდა, 5300 წლის წინანდელ საქართველოში გაცილებით უფრო თბილოდა, ვიდრე დღეს და ამიტომ ამ სიმაღლეზე ცხოვრება განსაკუთრებულ დისკომფორტს არც ქმნიდა. ირგვლივ უხვად ხარობდა კაკალი, თხილი და სხვა მცენარეული, რასაც ფართო გამოყენება ჰქონდა საკვებად. ამიტომ აქ ცხოვრება არ იყო მძიმე და რთული.


ასეთი იყო ცხოვრება 5300 წლის წინანდელ საქართველოში, როცა ჩვენი წინაპრები იმგვარ ტექნოლოგიებს და ცოდნას ფლობდნენ, რაც ზოგიერთი ჩვენი მეზობლისთვის მხოლოდ მე-20 საუკუნეში გახდა ხელმისაწვდომი. ხშირად ჩვენ ჯერ კიდევ ვერ ვაცნობიერებთ ბოლომდე, თუ რა დიდებული წინაპრების შთამომავლები ვართ.

1
1142
4-ს მოსწონს
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
1142
  
8 ოქტომბერი, 22:41
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1