x
რა არის ასოცირების შეთანხმება
image

ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმება მოიცავს საქართველოს ურთიერთობას ევროკავშირთან. შეთანხმებას ხელი მოეწერა 2014 წლის 27 ივნისს და შემდგომ რატიფიცირებული იქნა საქართველოს, ევროპარლამენტისა და ევროკავშირის წევრი 28-ვე ქვეყნის მიერ. ეს აქტი საქართველოსთვის არის გეოპოლიტიკური მნიშვნელობის, მისი ევროპული იდენტობისა და სტრატეგიული საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტის დადასტურება, ევროკავშირთან მჭიდრო კავშირების განვითარებისთვის. შეთანხმების პოლიტიკური და ეკონომიკური მიზნები ფუნდამენტურია საქართველოს მომავლისთვის, როგორც დამოუკიდებელი და უსაფრთხო ევროპული სახელმწიფო.

მთელი ასოცირების შეთანხმება ეფუძნება საერთო ვალდებულებას ევროკავშირის თანამედროვე, დემოკრატიული პოლიტიკური ღირებულებებისადმი, პრეამბულაში აღიარებულია, რომ „საერთო ღირებულებები, რომლებზეც ევროკავშირი აგებულია არის - დემოკრატია, ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების პატივისცემა და კანონის უზენაესობა“. მეორე მუხლში აღნიშნულია, რომ ეს არის შეთანხმების არსებითი ელემენტები. მოცემული მუხლი უკავშირდება 419-ე მუხლს, სადაც აღნიშნულია, რომ ამ პრინციპების დარღვევის შემთხვევაში შეთანხმება შეიძლება შეჩერდეს. სწორედ ეს საკითხებია პრიორიტეტული პოლიტიკური დიალოგის დროს, რომელიც ტარდება რეგულარული შეხვედრების საშუალებით, სხვადასხვა მინისტრთა და მაღალი თანამდებობის პირთა დონეზე.

არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების უზრუნველსაყოფად განიხილება ინსტიტუციეების გაძლიერება, მას შემდეგ რაც აღმოიფხვრება ეუთოსა და ოდირის მიერ გამოვლენილი ყველა ხარვეზი. 2015 წლის ივნისში ევროკავშირი-საქართველოს ადამიანის უფლებათა დიალოგში, ევროკავშირმა მოუწოდა საქართველოს, 2016 წლის არჩევნებამდე გაითვალისწინოს ეუთო ოდირის რეკომენდაციები.


2013 წელს ვროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა ყოფილმა კომისარმა თომას ჰამარბერგმა მოამზადა ანგარიში „საქართველო გარდამავალ პერიოდში“, სადაც ის რჩევებს აძლევს მთავრობას. ეს მოიცავს ადამიანთა უფლებების პატივისცემას, განსაკუთრებით ეროვნული უმცირესობებისადმი. ის ასევე ითხოვდა დღის წესრიგში დამდგარიყო საკითხები: ეფექტიანობის გარანტია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულებაზე, სასამართლო სისტემაში ანტიდისკრიმინაციის შესახებ ცნობიერების ამაღლება, ადმინისტრაცია და სამართალდამცავი ორგანოები სამოქალაქო საზოგადოების ჩათვლით იქნებოდნენ დამკვირვებლები ამ პროცესში.

საქართველოს კონსტიტუცია საკმაოდ ახალია, რადგან ძალაში შევიდა 1995 წელს. სამოქალაქო ომის ფონზე, ეთნოპოლიტიკური დაძაბულობა და მმართველობის ტოტალიტარულიდან დემოკრატიულ სისტემაზე გადასვლის პროცესი რთულად წარიმართა და კონსტიტუცია არაერთხელ შეიცვალა. პირველი მნიშვნელოვანი ცვლილება 2004 წელს განხორციელდა, რის შედეგადაც გაიზარდა პრეზიდენტის უფლებამოსილება, საგრძნობლად შემცირდა პარლამენტის პოლიტიკური და საკანონმდებლო უფლებამოსილება. 2010 წელს, საკონსტიტუციო ცვლილებები განხორციელდა, მოხდა საპრეზიდენტოდან ნახევრად საპარლამენტო სისტემაზე გადასვლა, რომელიც ძალაში შევიდა 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ. მთავარი მიზანი იყო შექმნილიყო პროპორციული საარჩევნო სისტემა, რომელიც შეამცირებდა ერთი პარტიის მმართველობის რისკს.

როგორც ევროსაბჭოს წევრი სახელმწიფოები, საქართველოც იცავს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპულ კონვენციას და ვალდებულია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებს დაემორჩილოს. ამ ნორმების დაცვა ასოცირების შეთანხმების „არსებითი ელემენტია“, რომლის დარღვევამ შეიძლება გამოიწვიოს შეთანხმების შეჩერება.

როგორც ახალგაზრდა დემოკრატიულმა ქვეყანამ, საქართველომ პროგრესი განიცადა დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოყალიბებაში და ის კვლავ იბრძვის დემოკრატიული ინსტიტუტების გასაძლიერებლად.

0
18
4-ს მოსწონს
ავტორი:მანანა ფრიდონაშვილი
მანანა ფრიდონაშვილი
18
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0