x
მეტი
  • 08.12.2022
  • სტატია:124200
  • ვიდეო:355543
  • სურათი:496911
დარეჯან მეფარიშვილი: "თქვენ რომ გიცავდით ამის გამო გადაუარა ჩემს ოჯახს! - თქვენგან კი მადლობაც არ მიმიღია.."

image
"10 წლის იუბილეს ზეიმობენ, 10 წელი ვებრძოლეთ და 10 წელია ბოროტება დავამარცხეთო.
- ზოგმა პოსტზე მომნიშნა - მადლობა მათ.
- ზოგმა "ჩათში" მომწერა - გილოცავ ბოროტების დამარცხების 10 წლისთავს.
- მეგობრებო, ჩემდა სამწუხაროდ, როგორც, მაგალითად, ბანკის ვალების ჩამოწერის "სპისოკში" არ "ჩააგვირისტეს" ჩემი გვარი, როგორც ქოცური პროექტი
- უფასო ბინა ჩვენი გუნდის ჟურნალისტებს (რომელთა შორის ბევრი ვანო მერაბიშვილის აგენტი იყო)- ამცდა, ასევე არ მეხება 10 წლის იუბილეც.
- მე გაცილებით ადრე, გასული საუკუნის 90-იანებიდან ვებრძოდი იმ ბოროტებას, თქვენ რომ მოიყვანეთ ხელისუფლებაში 2003 წელს და რიგით მეორე სახელმწიფო გადატრიალებას ვარდების რევოლუცია დაარქვით!
- აი, ამ დროს მისი მხარდამჭერები მწყევლიდით და მაგინებდით!
- მერე თქვენ რომ გაგამწარათ, ზოგს ბიზნესი აგახიათ და ზოგს ქონება, ისე, თითქოს, მილიონები სულ პატიოსანი შრომით, ოფლისღვრით გქონდათ მოპოვებული და მე მომადექით, დაგვიცავიო, თქვენ რომ გიცავდით ამის გამო გადაუარა ჩემს ოჯახს! - თქვენგან კი მადლობაც არ მიმიღია, არაფერს ვამბობ, მაგალითად, ჩემი საყვარელი ყვავილების, იასამნების მორთმევაზე.
- ჰოდა, ისევ თქვენ იზეიმეთ იუბილეები, მე აყვავებული ეკონომიკის სიტკბოს გამოვცდი და ბაზარში წავალ და იქვე, სადმე შევირბენ კოვიდ ტესტი უნდა გავიკეთო, რაცხა ძალიან აყვავებულად მამცივნებს."- წერს დარეჯან მეფარიშვილი
0
181
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
181
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0