x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
რა არის თვითმარქვია სინდრომი?
image


მსოფლიოს გარშემო არსებობენ წარმატებული ადამიანები, რომლებიც თვლიან, რომ არ არიან სათანადოდ სრულფასოვნები, კომპეტენტურები, განათლებულები და ფიქრობენ, რომ წარმატებას “შემთხვევით" მიაღწიეს.

თვითკრიტიკულობა და თავმდაბლობა მართალია აღსანიშნავი თვისებებია, თუმცა რაც ადეკვატურ საზღვარს ცდება - ამ დროს დისბალანსია გონებაში.

ამერიკელმა ფსიქოლოგმა პოლინ როუზ კლენსმა პირველად აღწერა - “თვითმარქვია სინდრომი". ამ სინდრომის თანახმად, ნებისმიერი ჩვენი წარმატება თუ წინსვლა მხოლოდ გარემო პირობებით, იღბლითა და შემთხვევითობითაა განპირობებული.


19 საუკუნის მეორე ნახევარში ფსიქოლოგი დააკვირდა სტუდენტ გოგონებს და შეამჩნია, რომ მიუხედავად მათი მაღალი აკადემიური მოსწრებისა, არ იყვნენ საკუთარ თავში დარწმუნებული, მათ ჰქონდათ დაბალი თვითშეფასება. მაგალითად, მათ ეშინოდათ ახალი საქმეების დაწყების მაშინაც, როცა თავს ნამდვილად მშვენივრად გაართმევდნენ. როუზმა ამ ფენომენს უწოდა სინდრომი შიშის თანხმლებით.

მოგვიანებით, სოციოლოგებმა ჯესიკა კოლეტმა და ჯეიდ ეიველეისმა აღნიშნეს, რომ “თვითმარქვია სინდრომით" ქალები უფრო “ავადდებიან". ამის ერთ-ერთი მიზეზი გენდერული შეზღუდვებია, სოციუმიდან გამომდინარე.

სიკვდილის შიშის შემდეგ მეორე ადგილზეა საზოგადოების წინაშე გამოსვლის შიში, მიუღებლობის შიში (რას იფიქრებენ, რას იტყვიან).

დღეისთვის “თვითმარქვია სინდრომის" 5 ტიპს გამოყოფენ:

1) პერფექციონისტი 2)“სუპერადამიანი" 3) “ბუნებით გენიოსი" 4)“ სოლისტი" 5) “ექსპერტი"

1. “ პერფექციონისტი''

იდეალისტი, რომელსაც სურს ყველაფერი ზედმიწევნით იდეალურად შესრულდეს, უნაკლოდ. ასევე მიეკუთვნება განსაკუთრებით ჯიუტი და ახირებული ადამიანები, რომელთაც სურთ ყველაფერი მათ მიერ შესრულდეს თან უნაკლოდ. ისინი მუდმივად სრულყოფილებისკენ მიისწრაფვიან, ვერ ტკბებიან ბოლომდე წარმატებით, საკუთარ თავში ეძებენ ნაკლს და ამბობენ უკეთესად შეიძლებოდა, მათთვის დამახასიათებელია არასრულფასოვნების კომპლექსი და თვითშეფასება აქვთ დაქვეითებული.

2. “სუპერადამიანი"

მიაჩნია, რომ მისი შესაძლებლობები უსაზღვროა. აკეთებს იმაზე მეტს, ვიდრე საჭიროა, თუმცა მაინც არ არის კმაყოფილი, ასევე სხვების საქმეებსაც იტვირთავს. საქმეზე ნაკლებად ორიენტირებულია, ვიდრე აღიარებაზე.

3. “ბუნებით გენიოსი"

ამ ადამიანისთვის სისუსტე სამარცხვინოა, მისთვის წარუმატებლობა არ შეიძლება. არ უყვარს თავისი უფროსი, მუდამ ჰგონია, რომ მასზე უკეთესად აკეთებს და გააკეთებს, რომ საქმეს დამოუკიდებლად მშვენივრად გაუძღვება. პერფექციონისტის მსგავსად მუდამ დარდობენ, რომ რაღაც უფრო სწრაფად, უფრო მარტივად და უფრო ჭკვიანურად ვერ გააკეთა.

4. “სოლისტი"

დახმარების თხოვნა ჰგონია, რომ მისი უნჭობისა და არაპროფესიონალიზმის აღიარებაა. ასეთი ადამიანები დამოუკიდებლობის მანიით მეტისმეტად არიან შეპყრობილები. სხვებისთვის დახმარების თხოვნას- უკაცრიელ ადგილას დაღუპვა ურჩევნიათ. სინამდვილეში ის არც ამპარტავანი და არც ეგოისტია. მუდამ გამალებით ცდილობს დამალოს შინაგანი “ბნელი მხარე". ასეთ დროს ბევრი წარუმატებელი შემთხვევა უგროვდება და ფიქრობს, რომ ხელმოცარულია, მისი არასრულფასოვნების განცდა პიკს აღწევს.

5. “ექსპერტი"

მუდამ ცდილობს ზუსტად გამოთვალოს რა იცის კარგად და რა არა. შიში აქვს, რომ ჩათვლიან დილეტანტად და გაუნათლებელ თანამშროლად. ფიქრობს, რომ ამომწურავად ვერ ისწავლის, როგორც მას უნდა. ასეთი ადამიანი არასდროს შეავსებს აპლიკაციას, სანამ კარგად არ შეისწავლის და დარწმუნდება აკმაყოფილებს თუ არა სრულიად მოთხოვნებს. “ექპერტს" არ უყვარს კომპლიმენტები, ფიქრობს, რომ არ დაუმსახურებია, ან სხვების მხრიდან ირონიად თვლის.

იხილეთ თქვენთვის საინტერესო სტატიები

image1)ამერიკის 15 ყველაზე გარყვნილი ქალი მასწავლებელი, რომლებიც მოსწავლესთან სექსუალურ ურთიერთობაში ამხილეს

2)რატომ ეშინიათ 4 ციფრის აზიაში?

3)დეპრესიისგან თავის დაღწევის ხელოვნება

0
37
1-ს მოსწონს
ავტორი:ლადო_25
ლადო_25
37
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0