x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
კოლუმბიელი მოკრივე რინგზე ნოკაუტისგან გარდაიცვალა(ვიდეო)
image კოლუმბიელი მოკრივე ლუის კინონესი საავადმყოფოში 5 დღიანი კომის შემდეგ, 30 სექტემბერს გარდაიცვალა.



25 წლის მოკრივე ასპარეზობის დროს მიღებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა.


კინიონესი 24 სექტემბერს ბარანკილაში 63, 5 კგ-მდე წონით კატეგორიაში ვენესუელელ მოკრივე ხოსე მუნიოსს შეებრძოლა. ბრძოლა ფინალურ, მერვე რაუნდში დასრულდა კოლუმბიელის მძიმე ნოკაუტით, რომელიც რინგიდან საკაცით გაიყვანეს.


ეს მოხდა მე-8 რაუნდის ბოლო წამებზე. კინიონესმა მარჯვენა ფლანგიდან ძლიერი დარტყმა ვერ აიცდინა . დარტყმის შემდეგ 25 წლის მოკრივე რინგზე გავარდა, გონება დაკარგა და გონზე ვეღარ მოვიდა.



მოკრივეს საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ ტვინის ტრავმული დაზიანების გამო ოპერაცია გაუკეთეს და ხელოვნურ კომატოზურ მდგომარეობაში ამყოფებდნენ.

image

კინონესმა პროფესიული კარიერა 2018 წელს დაიწყო. მოკრივეს აქამდე 10 მოგება (6 ნოკაუტით) ჰქონდა და მხოლოდ 1 წაგება დაუფიქსირდა, რომელიც უკანასკნელი აღმოჩნდა მის ცხოვრებაში.


-შენ ჩვენზე წინ წახვედი, ჩემო ძვირფასო ძმაო, ახლა შენ ხარ შენს ზეციურ მამასთან, რომელსაც ეთაყვანებოდი და ემსახურებოდი, მიყვარხარ, სამუდამოდ დარჩები ჩვენს გულებში", - დაწერა მოკრივეს ძმამ, ლეონარდო კინიონესმა სოციალურ ქსელში.



1
116
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
116
  
2022, 1 ოქტომბერი, 22:50
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1