x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134529
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508587
ახალგაზრდა რუსმა რეპერმა, უკრაინაში ომის გასაპროტესტებლად, თავი მოიკლა
რამდენიმე საათის წინ, უკრაინის ომის კონტექსტში, სულისშემძვრელი შემთხვევა მოხდა რუსეთში.

რეპერმა ივან პეტუნინმა გადაწყვიტა უარი ეთქვა ომში წასვლაზე და ომის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად თავი მოიკლა. შემთხვევა კრასნოდარში მოხდა.
ახალგაზრდამ თვითმკვლელობამდე მცირე ხნით ადრე, ვიდეო ჩაწერა, ხოლო შემდეგ მაღალსართულიანი სახლიდან გადმოხტა. ვიდეო გლობალურ სოციალურ ქსელებში უკვე ვირუსული გახდა.
"მკვლელობის ცოდვას მე ვერ დავიდებ და არ მინდა. არ ვარ მზად, მოვკლა რაღაც იდეალების გამო. მე არ მაქვს უფლება ავიღო ავტომატი და ვესროლო ადამიანებს, " - ამბობს ვიდეომიმართვაში მუსიკოსი.
ივან პეტუნინი 27 წლის იყო. ის პოპულარული საკუთარი ალბომით გახდა, რომელიც 2018 წელს გამოუშვა.
image
0
101
შეფასება არ არის
ავტორი:ლელუ
ლელუ
101
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0