x
image
დავითი ჩუთლაშვილი
პლანეტის ყველაზე მშრალ ადგილას წვიმა 2 მილიონი წელია არ მოსულა
მსოფლიოს ყველაზე მშრალი ადგილი არის ერთ-ერთი ხეობა ანტარქტიდის კონტინენტზე, სადაც ბოლო 2 მილიონი წლის მანძილზე წვეთი წვიმა არ ჩამოვარდნილა.


ეს არის რეგიონი, რომელიც ფართობით 4800 კვადრატული კილომეტრია, რაც თითქმის ორჯერ აღემატება დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტს - ტერიტორიულად ერთ-ერთ ყველაზე დიდ მუნიციპალიტეტს საქართველოში.


აქ არ არის არც წყალი, არც თოვლი და არც ყინული. ყველაფერი ბოლომდე გამომშრალია.


ამ წარმოუდგენელ სიმშრალეს განაპირობებს ქარები, რომლებიც აქ მთებიდან უბერავს და რომლებიც იმდენად არის გაჯერებული სინესტით, რომ გრავიტაცია მათ ხეობიდან შორს ტყორცნის. ადამიანებისთვის განსაცვიფრებლად ხეობა თითქოს ბუნებრივ კაფსულაში იმყოფება, რომელიც მას ყოველთვის მშრალს ტოვებს კონტინენტზე, რომელიც მარადიული ყინულით არის დაფარული.



აქ ერთ-ერთ განსაკუთრებულ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს ბონის ტბა, რომელიც 5 მეტრამდე სისქის საუკუნო ყინულითაა გადაკრული. მეცნიერებმა ტბაში მუმიფიცირებული სელაპები აღმოაჩინეს. ტბა ოკეანის წყალზე 3-ჯერ უფრო მარილიანია და მის ძირში 25 გრადუსამდე გამთბარი წყალია.


მსოფლიოში მეორე ადგილს ყველაზე მშრალ ადგილებს შორის იკავებს ატაკამას უდაბნო, რომელიც ჩილეს და პერუს შორის მდებარეობს. აქ ძალიან მცირე რაოდენობით არიან ცოცხალი ორგანიზმები. ძირითადად მხოლოდ ყველაზე პრიმიტიული ბაქტერიები სახლობენ. მეტეოსადგურების ნაწილი აქ საერთოდ ვერ აფიქსირებს ნალექებს, ხოლო სხვა მეტროსადგურების თანამშრომლები ხანდახან წელიწადში 1 მილიმეტრამდე ნალექებს აფიქსირებენ.


ანტარქტიდის კონტინენტზე მდებარე მშრალი ხეობა იმდენად განსხვავდება დედამიწაზე არსებული სხვა ადგილებისგან, რომ აქ მოხვედრილი ადამიანი თავს ჩვენს პლანეტაზე ვერც კი აღიქვამს. მითუმეტეს რომ ირგვლივ არანაირი სულიერის ჭაჭანება არ არის.


არადა, ერთ დროს მთელი დედამიწა ასეთი იყო - მილიონობით წლის მანძილზე ყინულითა და თოვლით დაფარული და უდაბური, სადაც არსად ერთი ხავსი ან მღიერაც კი არ ხარობდა. და ეს ადგილი ჩვენ თითქოს იმ პერიოდს გვახსენებს.


უდაბნო

1
972
1-ს მოსწონს
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
972
  
2022, 1 ოქტომბერი, 22:48
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1