x
image
დავითი ჩუთლაშვილი
რეალურად როგორ გამოიყურებიან უცხოპლანეტელები? - ბრიტანელი მეცნიერი ამ თემაზე პირველად ალაპარაკდა

წარმოიდგინეთ, რომ კაცობრიობამ თავი დააღწია ომებს, შიმშილს და უბედურებებს, მოიპოვა უკვდავება, შემდეგ კი ავაგეთ ძალიან სწრაფი კოსმოსური ხომალდი და გავგზავნეთ შორეული ვარსკვლავის სისტემისკენ. მოგზაურები ხომალდში მრავალწლიანი ყოფნის შემდეგ ჩაფრინდნენ უცხო პლანეტაზე და იქ ნახეს… ადამიანები.


როგორც კემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორი, ასტრობიოლოგი საიმონ მორისი აცხადებს, მსგავსი სცენარი იმაზე ბევრად უფრო დასაშვებია, ვიდრე ეს ვინმეს წარმოუდგენია.


მორისის სიტყვებით, ადამიანის ევოლუციის მსგავსი ევოლუცია სამყაროს უამრავ წერტილში განხორციელდა და თანაც ყველგან ზუსტად ერთნაირი სცენარით.


ის ფაქტი, რომ მსგავსი საცხოვრებელი გარემო და მსგავსი ცხოვრების წესი სხვადასხვა ორგანიზმებს ერთმანეთს ამსგავსებს, არ არის ახალი და ეს ყველამ კარგად იცის, ვინც ამ საკითხში მეტნაკლებად ჩახედულია. მაგ. დელფინი გასაოცრად ჰგავს თევზს, მიუხედავად იმისა, რომ ძუძუმწოვარია და ადამიანს ან ანტილოპას უფრო ენათესავება, ვიდრე ზღვათა სამყაროების რომელიმე წარმომადგენელს; მახრას ფეხი აგებულებით დაუჯერებლად ჰგავს თხუნელას ფეხს, მიუხედავად იმისა, რომ პირველი მწერია, მეორე კი - ძუძუმწოვარი და ა. შ. იმის დაშვება, რომ მოაზროვნე არსებას აუცილებლად უნდა ჰქონდეს ორი ფეხი, ორი ხელი, გრძელი ცერა თითი შეპირისპირებული სხვა თითებთან, პროპორციული თავის ქალა ყბების თხელი ძვლებით, სუსტი კუნთებით და მცირე ზომის კბილებით (რადგან თერმულად დამუშავებული საკვების მისაღებად ძლიერი ყბები და ეშვები საჭირო აღარ არის), სრულიად შესაძლებელია.



თუმცა, უცხოპლანეტელებს მაინც შეიძლება გააჩნდეთ სხვადასხვა ნიშნები, რითაც დედამიწელებისგან იქნებიან განსხვავებულები. მაგალითად, მათ შეიძლება ჰქონდეთ ლურჯი ფერის თმა ან ღია მწვანე ფერის თვალები, განსხვავებული მოყვანილობის ტუჩები და ა. შ. მაგრამ მთლიანობაში ისინი ისეთივე ადამიანები იქნებიან, როგორებიც ჩვენ ვართ. ოქტოპუსების მსგავსი უცხოპლანეტელები საცეცებით თუ ეშვებით (როგორც მათ ჰოლივუდი ხშირად გამოსახავს) დიდი ალბათობით არ არსებობენ და მსგავსი წარმოდგენები უცხოპლანეტელებზე რეალობას არის აცდენილი.


მორისი ღრმად არის დარწმუნებული, რომ სამყაროში მრავლად არსებობენ უცხოპლანეტელები, რომლებსაც დღისით-მზისით ქუჩაში ადამიანებისგან ვერ გამოარჩევ და ვერასოდეს ვერ მიხვდები, რომ ისინი ათასობით სინათლის წლის მოშორებით დაიბადნენ.


მორისი ერთადერთი ბრიტანელი მეცნიერი არ არის, რომელსაც მიაჩნია, რომ მოაზროვნე არსებები მთელ სამყაროში მაქსიმალურად ჰგვანან ადამიანებს. ამ აზრს იზიარებს ასევე არიკ კერშტენბაუმიც, რომელმაც უცხოპლანეტელების ევოლუციის საკითხს მთელი წიგნი მიუძღვნა.


“იმის გამო, რომ ევოლუცია არის სიცოცხლის არსებითი მექანიზმი ყველგან, პრინციპები, რომლებსაც ვაწყდებით დედამიწაზე, სამყაროს სხვა ნაწილებშიც აუცილებლად უნდა გვხვდებოდეს, ” - განუცხადა კერშტენბაუმმა Quanta-ს.


თუმცა სტივენ ჰოუკინგს მიაჩნდა, რომ უცხოპლანეტელებთან კონტაქტს მაქსიმალურად უნდა მოვერიდოთ, იმის მიუხედავად, გვგვანან თუ არა ისინი გარეგნობით. შესაძლოა, სამყაროში არსებობდნენ უცხოპლანეტელები, რომლებიც ტექნოლოგიურად ადამიანებზე მილიონობით წლით წინ არიან წასულები. მათი გარეგნული მსგავსება ადამიანებთან და მათი განვითარებულობა ვერ იქნება იმის გარანტია, რომ ისინი ლმობიერები იქნებიან ჩვენს მიმართ. გავიხსენოთ, თუ რა გაუკეთეს ტექნოლოგიური თვალსაზრისით ბევრად უფრო განვითარებულმა თეთრკანიანმა კოლონიზატორებმა განვითარების დაბალ საფეხურზე მყოფ ინდიელებს სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე. მათ ისინი უბრალოდ ამოჟლიტეს.


უცხო

0
538
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
538
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0