x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134479
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508532
„უამრავი რუსია, ჩემი ასაკის ორი ქალი გულდაწყვეტილი ამბობს, თბილისში ბინა ვერ იყიდეს" - თინა ხიდაშელი
image

თავ­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი, ორ­გა­ნი­ზა­ცია "სა­მო­ქა­ლა­ქო იდე­ის“ თავ­მჯდო­მა­რე, თინა ხი­და­შე­ლი წერს, რომ ტაშ­კენ­ტში იმ­ყო­ფე­ბა, სა­დაც ბევ­რი რუ­სია. ხი­და­შე­ლი ყვე­ბა იმის შე­სა­ხებ, თუ რაზე სა­უბ­რო­ბენ ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­მაც რუ­სე­თი და­ტო­ვეს.

'

"ყვე­ლა ამა­ზე წერთ და აგერ ჩემს ამ­ბავ­საც გა­გი­ზი­ა­რებთ. ამ­ჟა­მად ტაშ­კენ­ტში ვარ, სას­ტუმ­რო­ში. რა თქმა უნდა, უამ­რა­ვი რუ­სია აქაც. ჩემს გვერ­დით სა­უზ­მე­ზე ორი და­ახ­ლო­ე­ბით ჩემი ასა­კის ქალი სა­უბ­რობს გულ­და­წყვე­ტი­ლი, რომ ამ­დე­ნი დღე გა­ვი­და თბი­ლის­ში ბინა ვერ იყი­დეს, რომ ახა­ლი სა­ა­გენ­ტო ჩარ­თო დღეს და იმე­დი აქვთ, კვი­რის ბო­ლომ­დე გაფ­რინ­დე­ბი­ან.

.

და თუ თბი­ლის­ში ვე­რაფრს ნა­ხა­ვენ, იქ­ნებ სო­ხუმ­ში გავ­ჩერ­დეთ დრო­ე­ბი­თო, მაგ­რამ მათ სა­უ­ბარ­ში მე­ო­რე ნა­წი­ლი იყო უფრო სა­გუ­ლის­ხმო. რო­გო­რი სი­ნა­ნუ­ლით შეს­ჩი­ოდ­ნენ ერ­თმა­ნეთს. ხარ შენ­თვის, იხდი გა­და­სა­ხა­დებს, პირი ამო­კე­რი­ლი გაქვს, თავი დახ­რი­ლი და ისე და­დი­ხარ და მა­ინც რომ მო­გი­წევს ემიგ­რა­ცია, ამ ტრა­გე­დი­ას რა ქვი­აო.

.

და აგერ ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თია იმა­ზე მსჯე­ლო­ბენ მე ხომ იქ აღა­რა­სო­დეს ჩა­ვალ, სა­ნამ ის არის, აგერ ოლია და მისი მე­ზობ­ლე­ბიც ამას ამ­ბო­ბენ, კი­დევ რამ­დე­ნი და ვისი პრე­ზი­დენ­ტი უნდა იყოს ნე­ტავ, ხალ­ხს იქ აღარ და­ედ­გო­მე­ბაო. აი ასე, ვზი­ვარ და ვის­მენ და ხან ახია თქვენ­ზე და უნდა გა­ე­როზ­გეთ ღირ­სი იქ­ნე­ბო­დით, მინ­და ვუ­თხრა, ხან და­ვამ­შვი­დო, სულ ხომ არ იქ­ნე­ბა, დაბ­რუნ­დე­ბით-თქო და ვარ ასე და­ზაფ­რუ­ლი", - წერს თინა ხი­და­შე­ლი.

1
439
1-ს მოსწონს
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
439
  
2022, 30 სექტემბერი, 1:40
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1