x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134427
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508502
ასკილის ჯადოსნური თვისებები! - ეს სტატია აუცილებლად უნდა წაიკითხო!
ასკილი ძველ საქართველოში მაგიურ მცენარედ იყო მიჩნეული. ჩვენს უძველეს წინაპრებს სწამდათ, რომ ამ ულამაზეს ველურ მცენარეს შესწევდა უნარი, სახლში ბოროტი სულები და ჭინკები არ შეეშვა. ამიტომ ასკილისგან ჭიაკოკონობის ღამეს რთავდნენ ალაყაფის კარს. ძველი ქართველების წარმოდგენით ასკილის ტოტი ავ სულებს და ჭინკებს შეაკავებდა და სახლში არ გააჭაჭანებდა.


ასკილს მართლაც შესწევს უნარი, დაიცვას ადამიანი, ოღონდ რა თქმა უნდა არა ჭინკებისა და ავი სულებისგან, არამედ დაავადებებისგან, რაც თითოეულ ჩვენთაგანს მთელი ცხოვრების მანძილზე ემუქრება. ეს გასაოცარი მცენარე, რომელიც ვარდისებრთა ოჯახს წარმოადგენს, ნამდვილი საბადოა სხვადასხვა სასარგებლო ნივთიერებების და ვიტამინების. რას აღარ იპოვით აქ: C, B1, B2, P, K ვიტამინებს, უამრავ მინერალს და კაროტინს. ასკილს აქვს მიკრობების და ანთების საწინააღმდეგო, სედატიური, სისხლდენის შემაჩერებელი, შარდმდენი და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მომწესრიგებელი ფუნქცია.


მოკლედ, რა არის, ასკილი რომ არ უხდებოდეს და არ კურნავდეს?


მაგრამ იმისათვის, რათა ასკილმა თავისი უნიკალური სასარგებლო თვისებები არ დაკარგოს, აუცილებელია, დროულად შევაგროვოთ ის და კარგად გავამშრალოთ. ასკილის მშრალი და გამხმარი ნაყოფი კარგად ინარჩუნებს სასარგებლო თვისებებს.



ნუ დაკრეფთ ასკილის ნაყოფს მწვანეს. დააცადეთ დამწიფება. თუმცა ნურც ძალიან გვიან ნუ დაკრეფთ. ასეთ შემთხვევაში ყინვა დააზრობს და ნაყოფი ძველებურად სასარგებლო ვეღარ იქნება. სასურველია, ჩრდილში თუ გავაშრობთ, ოღონდ ისეთ ადგილას, სადაც ნესტი არ არის. ასეთ დროს მისი დაობების საფრთხე ნაკლებად იარსებებს.


ასკილის ნაყენი ძალიან კარგია თაფლთან და ლიმონთან ან გრეიპფრუტთან ერთად. ერთ ჭიქა ნაყენს ერთი სადილის კოვზი თაფლი უყავით და გრეიპფრუტის ან ლიმნის ნაჭერი დაამატეთ. მსგავსი “კოქტეილი” უებარი დამხმარე საშუალებაა გრიპის, გაციების, ქრონიკული ბრონქიტის, ფილტვის და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების და კუჭის წყლულის დროს, თუმცა ასკილის იმედად ტრადიციულ მედიცინასა და მედიკამენტებით მკურნალობაზე უარს ნუ იტყვით! გახსოვდეთ, რომ ასკილის ნაყენი გამოჯანმრთელებაში დაგეხმარებათ, თუმცა მას სასწაულების მოხდენა არ ძალუძს. მას შეუძლია, გაგიძლიეროთ იმუნური სისტემა, მაგრამ მედიკამენტებით მკურნალობა და ექიმის მითითებების შესრულება მაინც აუცილებელია.


ასკილი

3
241
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
241
  
2022, 6 ოქტომბერი, 3:44
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 1 ოქტომბერი, 22:53
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 30 სექტემბერი, 1:44
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 3