x
მეტი
  • 06.12.2022
  • სტატია:124133
  • ვიდეო:355529
  • სურათი:496805
რატომ თხრიან ინდონეზიელები გარდაცვლილ ნათესავებს ყოველ 3 წელიწადში ერთხელ? - მიზეზი გაგაოგნებთ!
image



ყოველ სამ წელიწადში ერთხელ ინდონეზიის კუნძულ სულავესზე "მანენეს" ფესტივალი იმართება, რომლის ფარგლებშიც ტორაჯას წარმომადგენლები გარდაცვლილ ნათესავებს საფლავებიდან თხრიან და ახალ ტანსაცმელში აწყობენ. ეს რიტუალი ას წელზე მეტია არსებობს. აღლუმზე მონაწილეები მიცვალებულთა ცხედრების გარშემო სეირნობენ და მათთან ერთად ფოტოებს იღებენ. ფესტივალის სახელი ტორაჯას ენიდან - "ცხედრების განწმენდის ცერემონიად" ითარგმნება.


image


ტანა-ტორაჯას მთიანი რეგიონის ადგილობრივი მოსახლეობისთვის დაკრძალვა "ცხოვრებაში" ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა. უმეტესობა მთელს სიცოცხლეს ფულის შეგროვებაში ატარებს, რათა შემდეგ ლამაზად და პომპეზურად დაიკრძალოს. ზოგიერთ შემთხვევაში, დაკრძალვა გაურკვეველი დროით, რამდენიმე კვირიდან რამდენიმე წლამდეც კი იწევს, რათა ოჯახმა ლამაზი და ექსტრავაგანტული ცერემონიის ჩასატარებლად ფულის დაგროვება მოასწროს.


image



დაკრძალვა ტორაჯას ხალხისთვის ახლობლებთან გამომშვიდობების ბოლო შანსი არ არის, როდესაც ადამიანი გარდაიცვლება, მის ცხედარს ქსოვილის რამდენიმე ფენაში ახვევენ რათა სხეული არ დაიშალოს, ხოლო ყოველ სამ წელიწადში მიცვალებულთა ახლობლები ცხედრებს თხრიან, მათ ეთაყვანებიან, გვამები "წესრიგში" მოჰყავთ და ახალ სამოსს არგებენ.


image


ფესტივალის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ელემენტი - კუბოს შეცვლა და შეკეთებაა, რომელიც სხეულის დაშლის შესაჩერებლად კეთდება. ტორაჯას ხალხი კუნძულ სულავესის მაღალმთიანეთში ცხოვრობს. ეს ადგილები იმდენად მიყრუებულია რომ ზოგიერთი სოფელი გარე სამყაროსთან 1970-იან წლებამდე ყოველგვარი კავშირის გარეშე არსებობდა, სანამ ისინი საბოლოოდ, ჰოლანდიელმა მისიონერებმა არ აღმოაჩინეს.



image


თორაჯას შორის ასევე გავრცელებულია მეოთხე თაობის ნათესავებზე დაქორწინების ტრადიციაც. ადგილობრივების რწმენით სიკვდილი სიცოცხლის დასასრული კი არ არის, არამედ მისი მხოლოდ ერთ - ერთი ეტაპია.


image


დაკრძალვა ადამიანის სულების სამყაროში გადასვლის საკვანძო მომენტად ითვლება, ამიტომ ზოგიერთი ცერემონია ერთ კვირამდეც კი გრძელდება, რომლის სცენარსაც წინასწარ დეტალურად ამუშავებენ, ასევე ტორაჯას რწმენით, გარდაცვლილის სული მშობლიურ სოფელში ყოველთვის უნდა დაბრუნდეს, ამის გამო ბევრი ადამიანი საკუთარ სახლს იმის შიშით ვერ ტოვებს რომ სიკვდილი მათ შორ მანძლზე ყოფნის დროს მოუსწრებს და მათი სხეულის უკან დაბრუნებას ვეღარ შეძლებენ.


image





0
517
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
517