x
მეტი
  • 06.12.2022
  • სტატია:124133
  • ვიდეო:355529
  • სურათი:496805
მიგრაციული კრიზისი: რატომ არ ჩაკეტა საზღვარი პუტინმა?
ამჟამინდელი მონაცემებით, უკანასკნელი ერთი კვირის მანძილზე საქართველო-რუსეთის საზღვარი გადმოკვეთა და ჩვენს ქვეყანაში შემოაღწია 100, 000-ზე მეტმა რუსმა მიგრანტმა. საზღვარზე კილომეტრებიანი რიგებია. რუსები საუბრობენ, რომ 150, 000 რუბლის გადახდა უწევთ იმისათვის, რათა საქართველოში შემოაღწიონ, მაგრამ ამ მიგრაციულ ცუნამს დასასრული მაინც არ უჩანს.


საქართველოს ხელისუფლება ფულს არის დახარბებული. ღარიბაშვილს სურს, რომ აგვისტო-სექტემბერში ქაღალდზე მაღალი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდეს. მეორეს მხრივ კი საქართველოს ხელისუფლებას არ სურს რუსეთის გაღიზიანება. საქართველოს ხელისუფლების ნაწილს დაბალი ინტელექტუალური კოეფიციენტიდან გამომდინარე გულუბრყვილოდ სწამს, რომ რუსეთს თუ “არ გავაღიზიანებთ, ” ის შეგვეშვება და “აღარ გაგვწირავს, ” ხოლო მეორე ნაწილი დიდი ალბათობით პირდაპირ თანამშრომლობს რუსულ სპეცსამსახურებთან და დავალებებსაც მათგან იღებს.


მოკლედ, ასეა თუ ისე, საქართველო თავს არიდებს რუსეთთან საზღვრის ჩაკეტვას და ლტოლვილების ეს უზარმაზარი მასა თანდათან საქართველოში იყრის თავს.


საქართველოს ხელისუფლების პოზიცია გარკვეულია, მაგრამ ბევრს ლოგიკურად უჩნდება კითხვა, რატომ არ კეტავს საზღვარს თავად პუტინი? მისთვის ხომ ხალხის ეს მასა (ძირიდად მამრობითი სქესის ახალგაზრდები) პოტენციური სამხედროები არიან, რომლებმაც მისივე გეგმით უნდა ჩაიცვან ფორმები და მისი იმპერიის აგრესიული პოლიტიკის ინტერესების დასაცავად უნდა იომონ? რატომ არ ეწინააღმდეგება დეზერტირობის ასეთ აშკარა შემთხვევებს რუსი დიქტატორი? რატომ ატარებს ზედმეტის შეკითხვების გარეშე ამდენ ადამიანს საქართველოს მიმართულებით?



საქმე იმაშია, რომ საქართველო ყოველთვის იყო რუსეთის იმპერიის უკმაყოფილო ელემენტების გადმოსახლების ადგილი; ხშირად რევოლუციონერებს და უკმაყოფილო ელემენტებს მოსკოვიდან და პეტერბურგიდან საქართველოში გადმოასახლებდნენ ხოლმე. საქართველოში დღესაც არ არის ცხოვრების ის დონე, რაც არის მოსკოვსა და სანკტ-პეტერბურგში, იქ ცხოვრების გაცილებით უფრო მაღალი დონეა, იქ სამუშაოც მეტია, სამუშაო პირობებიც უკეთესია, ხელფასიც მეტია, სექსიც მეტია, ყველაფერი მეტია და ამიტომ მოსკოვიდან და სანკტ-პეტერბურგიდან საქართველოში საცხოვრებლად გადმოსვლა რასაკვირველია ჯილდო კი არა, სასჯელია. ამიტომ პუტინი თანახმაა, რომ ვისაც არმიაში სამსახური არ სურს, ისინი დაისაჯონ და საქართველოში გადმოვიდნენ საცხოვრებლად. მან იცის, რომ საქართველოში ძირითადად მოდის მოსკოვის და სანკტ-პეტერბურგის მოსახლეობა, ანუ მოსახლეობა, რომელმაც იცის ფეისბუკი, იუ თუბი, ტვიტერი, რომელსაც აქვს ინფორმაციები და რომელიც ნაკლებად არის მისი პროპაგანდის გავლენის ქვეშ. ეს ხალხი მან ომში რომც წაიყვანოს, იქ მას ისინი ნაკლებად გამოადგებიან, რადგან მათი მნიშვნელოვანი ნაწილი თავისი ფეხით ჩაბარდება უკრაინელებს ტყვედ, რაც ისევ რუსული არმიისთვის იქნება სამარცხვინო და თავშისახლელი.


სამაგიეროდ ეს ადამიანები რუსეთში რომ დარჩნენ, შეიძლება აჯანყდნენ და პუტინის ხელისუფლება დაამხონ!


მათი საქართველოში გამოგზავნით პუტინი ერთდროულად ორ კურდღელს იჭერს: ჯერ ერთი, თავიდან იცილებს უკმაყოფილო ელემენტებს და მეორეც, ზრდის რუსულენოვანი მოსახლეობის რიცხვს საქართველოში. ამ ხალხთან ერთად რუსი დიქტატორი აუცილებლად გამოგზავნის საკუთარ აგენტებს, რომლებიც სადაზვერვო და დივერსიულ საქმიანობასაც გასწევენ და პარალელურად საქართველოს ხელისუფლებაში ინფილტრირებული აგენტების დახმარებით საქართველოს მოქალაქეობასაც დაჩქარებული წესით მიიღებენ, ბევრად უფრო იოლად და მარტივად, ვიდრე არააგენტი რუსები. რამდენიმე წელიწადში საქართველოში რუსეთი შემოჭრას თუ დააპირებს, ეს აგენტები ქუჩაში გამოვლენ და იტყვიან, რომ საქართველოს “ფაშისტი” ხელისუფლება მათ “ჩაგრავს” და რუსულ ენაზე საუბარს უკრძალავს, რაც პუტინის არმიის შემოჭრის საბაბი თავისუფლად შეიძლება გახდეს.


ეს არის ის ძირითადი მიზეზები, რის გამოც პუტინი რუსი მიგრანტების საქართველოში შემოსვლას არ ზღუდავს. მან კარგად იცის, რასაც აკეთებს. ახლა საკითხავი ის არის, ჩვენ თუ ვიცით, რას ვაკეთებთ და რაიმე კონკრეტული გეგმა თუ გვაქვს?


რუსები

2
204
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
204
  
30 სექტემბერი, 1:39
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

29 სექტემბერი, 18:39
დაწყნარდი ნუ პანიკობ, პუტინი მაგ ნაგავს აქ არ მოაკითხავს, იმითაც კმაყოფილია რომ იქედან მოიშორა. ჭკვიანმა ქართველებმა უკვე აუღეს ალღო და ფინანსურად წეწავენ მაგ დეზერტირებს. შენ იმაზე იდარდე გეიროპა და ევროკავშირი რომ ინგრევა. გასაქცევი არსად არ გექნება.
https://www.youtube.com/watch?v=ZsGAhRNlJoU
0 1 2