x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
"ტყუილები უნდა დასრულდეს" - სოლოვიოვმა და სიმონიანმა მობილიზაციის შესახებ რიტორიკა შეცვალეს
image

სოლოვიოვმა და სიმონიანმა მობილიზაციის შესახებ რიტორიკა შეცვალეს. ასევე, ტელეწამყვანმა უამრავი არასასიამოვნო კითხვა დასვა ჯარის უზრუნველყოფის შესახებ.



ვლადიმირ სოლოვიოვის გადაცემა „სრული კონტაქტის“ ამონარიდი განიხილვის საგანი გახდა ინტერნეტში. ვიდეოში წამყვანი აკრიტიკებს რუს ბიზნესმენებს, რომლებსაც არ სურთ რუსეთის არმიის დახმარება. ის ასევე ცდილობს გაიგოს, სად წავიდა დრონებისთვის გამოყოფილი თანხა და რატომ დასჭირდა 2 მილიონიან რუსეთის მობილიზებურ არმიას 300 000 წვევამდელი.


27 სექტემბრის გადაცემაში ვლადიმირ სოლოვიოვი აღშფოთებული იყო იმის გამო, რომ, მისი აზრით, სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის თანამშრომლებისა და თანამდებობის პირების მუშაობა ცუდია..



image

მას ასევე აინტერესებს, რატომ არ არის საკმარისი დრონები და სად დაიხარჯა თანხა, რომელიც პირადად მან და მისმა მეგობრებმა დრონების შესაძენად შეაგროვეს.


მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთში ბევრი მდიდარი ბიზნესმენია, რომლებსაც შეუძლიათ დაეხმარონ რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალებს, მაგალითად, სამხედრო თანამგზავრების შეძენით. ”თუ ჩვენ ავიღებთ ჩვენი ოლიგარქების იახტების მთლიან ტონაჟს, მაშინ ნებისმიერი დიდი სახელმწიფოს საზღვაო ფლოტს შეშურდება მათი”, - ბრაზობს ის.


სოლოვიოვის თქმით, ახლა რუსეთი "სულ სხვა ფაზაშია" და "დე ფაქტო" ომშია ნატოსთან.


მან ასევე „გაიარა“ წვევამდელთა ეკიპირება და აღჭურვილობა. ჟურნალისტმა აღნიშნა, რომ მათ არ აქვთ ტყვიაგაუმტარი ჟილეტები, ჩაფხუტი, ფეხსაცმელი, ტანსაცმელი და სხვა საჭირო ნივთები.


„სამოქალაქო საზოგადოებამ უნდა იყიდოს შორტები და წინდები?"-ბრაზობს ის.


მას არც პუტინის მეორე მეხოტბე, RT-ს მთავარი რედაქტორი მარგარიტა სიმონიანი ჩამორჩა, რომელმაც ასევე გააკრიტიკა სამხედრო კომისარიატების მუშაობა.


მან ხმაურიანი სიტყვა წარმოთქვა ტყუილის შედეგებზე და მოუწოდა სამთავრობო უწყებებს და კოლეგებს შეწყვიტონ ტყუილების გავრცელება.


სიმონიანის კრიტიკა გაჟღერდა საავტორო გადაცემაში "Ч.Т.Д"-ში.

მან სამხედრო აღრიცხვის და გაწვევის პუნქტების თანამშრომლებს მიმართა, რომლებიც შეცდომით იწვევენ ომში, რომ ისინი ასეთი მუშაობით „მტრების წისქვილზე ასახმენ წყალს“.


”თქვენ უფრო წარმატებულად მუშაობთ მტერზე, ვიდრე გაქცეულები, ” - თქვა მან.


მარგარიტა სიმონიანმა სიმართლის თქმისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ „ადამიანებმა უნდა შეწყვიტონ ტყუილები“.


„ჩვენ უნდა შევწყვიტოთ ტყუილი. ყველა დონეზე, ზოგადად ყველგან, ჩვენს ქვეყანაში“, - თქვა მან. ვიდეოს ბოლოს მან რუსებსაც ურჩია, რომ არა მარტო სიცრუისგან დააღწიონ თავი, არამედ ბრაზისგანაც"


0
1325
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1325
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0