x
მეტი
  • 06.12.2022
  • სტატია:124133
  • ვიდეო:355529
  • სურათი:496805
რას მოიმოქმედებს ხვალ პუტინი? - ბრიტანული დაზვერვის მონაცემები
image

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი 2022 წლის 30 სექტემბერს ფედერალურ ასამბლეასთვის გზავნილი აქვს მომზადებული.


ასეთ ინფორმაციას ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო დაზვერვის მონაცემების საფუძველზე აქვეყნებს.


ბრიტანული დაზვერვის მოხსენებაში ნათქვამია, რომ არსებობს "რეალური შესაძლებლობა" იმისა, რომ პუტინმა გამოსვლის დროს გამოაცხადოს ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის, ზაპოროჟიეს და ხერსონის ოლქების რუსეთთან მიერთების შესახებ.




30 სექტემბერს პუტინის სავარაუდო მიმართვის შესახებ ფედერალური ასამბლეისადმი, ჯერ კიდევ გასულ კვირას წერდა РИА Новости ინფორმატორ წყაროზე დაყრდნობით.



თუმცა ეს ინფორმაცია ოფიციალურად არ დადასტურებულა.


ამასობაში წყაროს ცნობით სახელმწიფო სათათიროდან, 30 სექტემბერს შესაძლოა ახალი რეგიონების რუსეთის ფედერაციაში მიერთების პროცედურა მოხდეს და ამ ღონისძიებაში პუტინმაც მიიღოს მონაწილეობა.


ამ ფონზე ცნობილი გახდა, რომ მოსკოვში ჩავიდნენ დონეცკის, ხერსონისა და ზაპოროჟიის რეგიონების ხელისუფლება.


კირილ სტრემოუსოვმა, ხერსონის ოლქის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ, Telegram-ზე "ისტორიული გადაწყვეტილების მიღების" შესახებ დაწერა. მან პოსტს ფოტო დაურთო.სადაც ამ ამ რეგიონების ხელმძღვანელობი არიან აღბეჭდილები.( დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელის, ლეონიდ პასეჩნიკის გამოკლებით.)


image


ეს, რა თქმა უნდა, უკვე ისტორიაა, მაგრამ ბედნიერი დასასრულით... ძალიან მალე ჩვენ გავხდებით რუსეთის ფედერაციის ახალი სუბიექტები", - წერს ის.

1
334
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
334
  
30 სექტემბერი, 1:46
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1