x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
როგორ გამოიყურება პლუს - ზომის მოდელების სხეული რეალურად

image


ცნობილი ჟურნალების გარეკანზე ყველაფერი ისე არ გამოიყურება როგორც სინამდვილეშია. დღეს, მსურს დავანგრიო მითი პლუს - ზომის მოდელების "ლამაზი სხეულის" შესახებ და წარმოგიდგინოთ "ბოდიპოზიტივის" ერთგული დამცველები ყოველგვარი ფოტოშოპის, რეტუშისა და პროფესიონალური ფოტოსესიის გარეშე. მოდით, შევადაროთ სინამდვილეში როგორ გამოიყურებიან ჭარბწონიანი მოდელები გავლენიანი ჟურნალების ფოტოებსა და რეალურ ცხოვრებაში.





ეშლი გრემი


image


ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პლუს- ზომის მოდელი, ეშლი გრემი 91 კგ-ს იწონის. გოგონას თქმით, მას ძალიან უყვარს თავისი სხეულის ყოველი სანტიმეტრი, ყოველი ნაკეცი და სტრიები. ეშლის პროფესიონალური ფოტოების თვალიერებისას, მას ამ ყოველივეში სიამოვნებით ვეთანხმებით: ასეთი სხეული მართლაც რომ ნამდვილად თაყვანისცემის ღირსია, თუმცა სინამდვილეში, მოდელის სხეული არც იმდენად სრულყოფილია: პაპარაცების ფოტოებზე ნათლად ჩანს მოდელის "ფორთოხლის კანი".



image


ფელისიტი ჰეივორდი


image


ბრიტანელ პლუს - ზომის მოდელს, ფელისიტი ჰეივორდს რუბენსის ერთ-ერთი ნახატის გმირად გახდომა თავისუფლად შეეძლო. გოგონა ნახევრად შიშველ მდგომარეობაში გამოჩენას არ ერიდება და რეტუშირებულ ფოტოებშიც საკმაოდ "მადისაღმძვრელად" გამოიყურება, თუმცა ფელისიტის ფოტოები დამუშავებამდე ნაკლებად სექსუალურია..


image



ტეს ჰოლიდეი



image


ტეს ჰოლიდეი - მსოფლიოში ყველაზე ჭარბწონიან პლუს - ზომის მოდელად ითვლება. გოგონას წონა დაახლოებით 155 კილოგრამს შეადგენს. ასეთი წონისას ცელულიტი, ფენები და სტრიები - რასაც ჰქვია "must have"-ია, თუმცა მოდის ფოტოგრაფები და ტაბლოიდური ჟურნალის რედაქტორები სხვაგვარად ფიქრობენ და ფოტოების გამოქვეყნებამდე ტესის სხეულს შეძლებისდაგვარად ამუშავებენ. ასე რომ, მოდელის სხეული გავლენიანი გამოცემების ყდებსა და რეალურ ცხოვრებაში - ორი დიდი განსხვავებაა.


image



ისკრა ლოურენსი


image


ისკრა ლოურენსი - მომხიბვლელი ქერა ლამაზმანი და "ბოდიპოზიტივის" ერთგული დამცველია. მან ზუსტად იცის, როგორ უნდა იყოს საკუთარ თავთან, სხეულთან სრულ ჰარმონიაში და სიამოვნებით უზიარებს საკუთარ გამოცდლებასაც სხვა გოგონებს, მაგრამ გამოცემებისთვის გადაღებული და სოციალურ ქსელებში გავრცელებული ისკრას ფოტოები - ორი სრულიად განსხვავებული ამბავია. გოგონა ირწმუნება, რომ ის არაფერ შუაშია და რომ ყველაფერში დამნაშავე ფოტოგრაფები არიან, რომლებიც რატომღაც მის "საყვარელ" ცელულიტს რეტუშირებას უკეთებენ.


image



ანასტასია კვიტკო


image


ანასტასია კვიტკო ცნობილი თავისი მომხიბვლელი ფორმებისა და საკმაოდ თამამი ფოტოების წყალობით გახდა. ცოტა ხნის წინ კი, პაპარაცებმა მისი "გამოჭერა" მაიამის სანაპიროზე მოახერხეს. ახლა ჩვენ უკვე ზუსტად ვიცით, როგორ გამოიყურება "რუსი კიმ კარდაშინის" სხეული სინამდვილეში. კვიტკო, ტყუილი კარგი არ არის!


image



ჯორდან ვუდსი


image


ჯორდან ვუდსი პლუს - ზომის მოდელად საკუთარი მეგობრის, კაილი ჯენერის წყალობით გახდა: ვარსკვლავის კავშირებმა თავისი საქმე გააკეთა და ჯორდანი სწრაფადვე გახდა პოპულარული. დღეს, "ახალგამომცხვარ" მოდელს თაყვანისმცემლების მთელი არმია ჰყავს და მათ აბსოლუტურად არ აინტერესებთ რომ რეალურ ცხოვრებაში გოგონა საერთოდ არ ჰგავს იმ პიროვნებას, რომელიც ჟურნალების გარეკანზე პოზირებს.



0
1112
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1112