x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
"გაეკიდეთ NATO- ს შემოთავაზებულ მატარებელს და შეახტით... ოღონდ იქით აქეთ გაიხედ-გამოიხედეთ, ვაგონი არ შეგეშალოთ სხვას არაფერს შეახტეთ!" - გოგა ხაინდრავა გიორგი ვაშაძეს მიმართავს
image

გოგა ხაინდრავა პოლიტიკოს გიორგი ვაშაძის გუშინ გაჟღერებულ ინიციატივას სოციალური ქსელით ეხმაურება და წერს:


"კიკუ ვაშაძემ რუსეთთან მშვიდობის 100-წლიანი გეგმა გაგვაცნო - თითო ჰაიმარსი, აბრაამსი და პატრიოტები კიკუებს. ავანგარდში - "გირჩი შარვალჩახდილები". ფლანგებზე - "ლიაკა რაზმითურთ" და "ელისაშვილ- ოქრუაშვილ-ქაცარავა" უკრაინული გამოცდილებით. რეზერვში - "ლელო". გვეშველა მეგობრებო!ურაა!"


"ყურადღება! შეგონება კიკუ ვაშაძესგან! თუ რუსეთთან 100 წლიანი მშვიდობის გეგმა A-მ ვერ იმუშავა, სათადარიგო გეგმა B-ე: გაეკიდეთ NATO- ს სპეც.წარმომადგენლის ხ.კალომინას შემოთავაზებულ მატარებელს და შეახტით. ოღონ იქით აქეთ გაიხედ-გამოიხედეთ, ვაგონი არ შეგეშალოთ სხვას არაფერს შეახტეთ!"



შეგახსენებთ, რომ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელ ხავიერ კოლომინასთან შეხვედრის დაწყებამდე ასეთი განცხადება გააკეთა:


"სამი რამ, რაც სჭირდება საქართველოს და რასაც პრორუსული „ქართული ოცნება“ არ აკეთებს, ეს არის „ჰაიმარსები“, პატრიოტები და „აბრაამსის“ ტანკები, ასეთ შემთხვევაში რუსეთი ვერასდროს თავის არსებობის ისტორიაში შემდეგი 100 წლის განმავლობაში ვერ გაბედავს ვერანაირ აგრესიას საქართველოზე.სამწუხაროდ, იქ, სადაც „ქართული ოცნება“ ამას არ აკეთებს, თავს ვალდებულად ვთვლი, რომ ჩვენს ნატო-ს წარმომადგენლებთან დავაყენო ეს საკითხი“.



0
488
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
488
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0