x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
ვინ აძლევს სიგნალს კაცობრიობას სამყაროს სიღრმიდან: მეცნიერებმა ამოხსნეს საიდუმლო
image
არნახული რაოდენობის სიგნალები -ეგრეთ წოდებული სწრაფი რადიოაფეთქებები (Fast radio bursts - FRB) დააფიქსირეს ჩინეთში დამონტაჟებულ FAST ტელესკოპზე (ხუთასი მეტრიანი დიაფრაგმის სფერული რადიოტელესკოპი) მომუშავე ასტრონომებმა. მისმა თეფშმა, მსოფლიოში ყველაზე დიდმა, 30 საფეხბურთო მოედნის ფართობისამ, გასულ წელს 82 საათის განმავლობაში მიიღო 1800 "შეტყობინება, იგივე FRB მოკლე იმპულსების სახით. ერთი წლის წინ ტელესკოპმა მიიღო 1650 ცალი შეტყობინება. ორივე შემთხვევაში „რადიოოპერატორებმა“ წყაროები აღმოაჩინეს. ისინი შორეულ გალაქტიკებში იმყოფებინა. იქამდე მანძილი 1, 5 და 3 მილიარდი სინათლის წელია.


მეცნიერებს არ შეუძლიათ ახსნან ყველა რადიოსიგნალების ანუ FRB-ის ბუნება. მათი თქმით, დღეს ცნობილი სამყაროს არცერთ ობიექტს არ შეუძლია დამოუკიდებლად წარმოქმნას ასეთი უცნაური სიგნალები ბუნებრივი გზით. წყარომ, რომელიც ჩვენგან მილიარდნახევარი სინათლის წლით არის დაშორებული მიიღო სახელწოდება FRB 20201124A და წაროქმნა იდეა. ნანკინის უნივერსიტეტის ასტრონომიისა და კოსმოსური მეცნიერების სკოლის მეცნიერებმა ვან ფაინის ხელმძღვანელობით FRB 20201124A-ს ქცევასთან დაკავშირებულ კონკრეტულ მონაცემებზე დაყრდნობით, შემოგვთავაზეს ახსნა - რთული, მაგრამ საკმაოდ მეცნიერული და არა უცხოპლანეტური. ასტრონომებმა გადაწყვიტეს, რომ სიგნალები იგზავნება ორმაგი ვარსკვლავით. ამ ინფორმაციას იტყობინება ჟურნალი Nature.


image




ჩინელების თქმით, მათ მიერ აღმოჩენილი წყაროს ერთ-ერთი ვარსკვლავი არის მაგნეტარი, ნეიტრონული ვარსკვლავი, რომელსაც აქვს ძლიერი მაგნიტური ველი და დროდადრო შთანთქავს მეზობელი ვარსკვლავის მატერიას.



მეზობელი არის ძალიან მასიური და ცხელი ლურჯი ვარსკვლავი - ეგრეთ წოდებული Be ვარსკვლავი, გარშემორტყმული დისკით - ისევე როგორც სატურნი. ის სწრაფად ბრუნავს და თავის მატერიას ირგვლივ ფანტავს. დისკი ასევე შედგება აირისებრი ნივთიერებისგან. მაგნეტარი დროდადრო დაფრინავს დისკზე, საიდანაც სწორედ ამ FRB-ებით სიგნალს აგზავნის. სიგნალები განსხვავებულია, რადგან დისკი არაერთგვაროვანია, ხოლო Be ვარსკვლავები ცვალებადი და პულსირებადია.


ჩინეთის გარდა, სიგნალებს იჭერს მრავალი სხვა უდიდესი რადიოტელესკოპი, ავსტრალის ძლიერი ტელესკოპი Australian Square Kilometre Array Pathfinder (ASKAP), ევროპული ძალიან გრძელი საბაზისო ინტერფერომეტრიის ქსელი - European Very Long Baseline Interferometry Network-ი.


გასაკვირია, მაგრამ ჩინური ჰიპოთეზის გაჩენამდე, ბევრი საკმაოდ სერიოზული ასტრონომი, არ გამორიცხავდა რომ FRB-ები ხელოვნური წარმოშობისაა. ანუ, ისინი წარმოადგენენ ზოგიერთი მაღალგანვითარებული არამიწიერი ცივილიზაციის ტექნოლოგიური აქტივობის პროდუქტებს. ოდესღაც ტერმინი "სიგნალები უცხოპლანეტელებისგან" FRB-სთვისაც კი გამოიგონეს.თუმცა, ეს შეიძლება სიმართლეც აღმოჩნდეს.


ჩინური ახსნა "რადიოსიგნალების" შესაძლო ბუნების შესახებ, რა თქმა უნდა, გააბრაზებს ანომალიების თაყვანისმცემლებს - მათ, ვისაც უცხოპლანეტელების სჯერა. განვითარებული არამიწიერი ცივილიზაციების არსებობის არგუმენტები შემცირდა. მაგრამ იმედი რჩება: ჯერ არ არის ცნობილი, რამდენად შეესაბამება მაგნეტარის და Be ვარსკვლავის იდეა რადიოსიგნალების იდეას.



0
404
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
404
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0