x
მეტი
  • 06.12.2022
  • სტატია:124133
  • ვიდეო:355529
  • სურათი:496805
რაზე მეტყველებენ ფრენბურთელების ხელის თითები, რომლებიც ჟესტების ენით თანაგუნდელს ასე უხსნიან სამოქმედო გეგმას

imageჟესტების ენა მხოლოდ სპეცრაზმელებისთვის არაა მოფიქრებული, ჟესტების ენით საუბრობენ სმენა დაქვეითებული და ლაპარაკის უნარ შეზღუდული შშმ პირებიც, მაგრამ გაგიკვირდებათ და ფრენბურთშიც, განსაკუთრებით პლაჟის ფრენბურთში ძალიან გავრცელებული და მიღებულია ჟესტების ენით საუბარი.


სურათზე კალათბურთელი კანადელი ფრენბურთელი მელისა ხამენა-პარადესია, რომელიც ამ ჟესტით თანაგუნდელს უჩვენებს თუ რომელ მხარეს აპირებს ბურთის ბლოკირებას.


ამ სურათზ გერმანელი ფრენბურთელებია კეთრინ ხოლტვიკი და ილკა სემმლერი არიან, კეტრინის ჟესტი მეწყვილეს უჩვენებს ბურთის დარტყმა განახორციელოს მოწინააღმდეგის მოედნის ცენტრში, მოთამაშეებს შუა დარჩენილ მონაკვეთზე.
image
ბრაზილიელი ლილიანა მეწყვილეს უთითებს თუ რომელ მხარეს არაა საჭირო ბურთის ბლოკირება.
image
"მე დავაფარებ მოჭრილ ბურთს"-ამას ამბობს ბრაზილიელი ტაიანა ლიმას ჟესტი.
image
პოლონელი კინგა კოლოსინსკას ჟესტი, გაშლილი ხელის გული და საჩვენებელი თითი მეწყვილეს ეუბნება: ვიმოქმედებ სიტუაციის შესაბამისად.
image
რუსი ოლგა ხომიაკოვას ჟესტი საკმაოდ რთულია, ესაა რამდენიმე მოქმედების კომბინაცია, ბლოკირება, ბლოკირების წინ მდებარეობის შეცვლა, ადეს გადმოცდენილი ბურთის კონტროლი.
image
ბევრი გუნდი ქმნის უკვე არსებულის გარდა საკუთარი გუნდისთვის ჟესტებს, რათა მოწინააღმდეგემ ვერ ამოიცნოს მათი მოქმედების გეგმა ყველასთვის ცნობილი ჟესტით. საუბარია მოწინააღმდეგე გუნდის მხარდამჭერის მიერ დანახული ჟესტის კარნახზე მისი მხარდაჭერილი გუნდისათვის.
ფოტოზე ამერიკელი უოლშ ჯენინგსია.
image
ხშირად პლაჟი ფრენბურთელთა გუნდის წევრები იძულებული არიან, თავად მოიფიქრონ თავიანთი ჟესტები, რადგან ხშირად რეჟისორები მოთამაშეებს ფართო კადრით იღებენ, კადრი კი სათამაშო მოედნის დიდ ეკრანზე გადის, რა დროსაც ტრადიციული ჟესტებიც ჩანს და მოწინააღმდეგე მარტივად შიფრავს მოწინააღმდეგის მოქმედების გეგმას.
ბრაზილიელი ტანიტა ალტუნესი სხვებისთვის უცნობი ჟესტით უჩვენებს მეწყვილეს მოქმედების გეგმას.
image





0
740
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
740