x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133854
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508144
ჩაფხუტი-ჯანმრთელობის დაცვის სამსახურში მდგარი საშუალება, რომელიც ათასობით ადამიანს იცავს ტრავმისაგან და სიკვდილისგანაც კი
image მას შემდეგ რაც რაინდების ეპოქაში ვიღაც ჭკვიან ადამიანს აზრად მოუვიდა შეექმნა დამცავი მუზარადი, ბრძოლაში მეომრის თავი მეტად დაცული გახდა, მუზარადებმა საუკუნეების მანძილზე ფორმაც შეიცვალა, იერიც, წონაც და გამძლეობაც.


მოდით ამჯერად ომს და მეომრის ჩაფხუტებს თავი დავანებოთ და სპორტის მოყვარულებისათვის აუცილებელ ჩაფხუტებზე გავამახვილოთ ყურადღება.
ჩაფხუტებს დღეს დიდი მოთხოვნა აქვს, მას იყენებენ ბაიკერები, ველოსიპედით გადაადგილების მოყვარულები, გასართობი საზღვაო სკუტერის თუ სახმელეთო სკუტერის მძღოლები, გარდა ამისა სკეიტბორდის, გორგოლაჭებიანი ფეხსაცმლის და სეგუეის მომხმარებლები.


ვინ მოთვლის რამდენი ადამიანი გადაურჩენია მძიმე ტრავმისაგან ჩაფხუტმა, ბაიკერებს მაღალი სიჩქარე იზიდავთ, რაც ტრავმის რისკებს ზრდის, ტრავმა კი განსაკუთღებით საშიშია როცა ქალა-ტვინის ტრავმა ხდება, ასეთ დროს ლეტალური გამოსავლის ალბათობა ძალიან მაღალია.


ევროპაში ნებისმიერი მოქალაქე ჩემს მიერ ჩამოთვლილ ტრანსპორტზე არავინ დაჯდება დამცავი ჩაფხუტის გარეშე, ესაა უსაფრთხოების დაცვის მიღბული წესი და ნორმა, რომელიც ჯერ კიდევ უცხოა ქართველებისათვის.



რამდენიმე დღის წინ ქუთაისის გზაზე ჩავუარე ახალგაზრდა ბაიკერ გოგოს, რომელსაც არც ჩაფხუტი ეხურა, არც სამუხლეები ეკეთა, არც ხერხემლის დამცავი ბაიკერის კოსტუმი ეცვა და არც ხელთათმანები ჰქონდა, არა და საკმაოდ სრაფ მანევრებს აკეთბდა გასწრებისას.


წარმოიდგინეთ ამდენი მწერის თვალებში მოხვედრას რა შედეგი მოჰყვებოდა რომ არა ჩაფხუტის დამცავი ფუნქცია.


image
ბაიკერის ჩაფხუტი ავარიის შემდეგ ასე გამოიყურება.
image
აი რატომ უნდა ატაროთ ჩაფხუტი.
image
ჩაფხუტმა და მისმა შიდა დამცავმა ფენამ ბაიკერი სიკვდილს გადაარჩინა.
image
ამ დალეწილმა ჩაფხუტმა გაგიკვირდებათ, მაგრამ 5 წლის მოზარდი ველოსიპედისტი ქალა-ტვინის ტრავმისაგან დაიცვა.
image
მოთხილამურე სიკვდილს გადაარჩინა ამ ჩაფხუტმა.
image
წარმოიდგინეთ რა დაემართებოდა ამ ბაიკერის სახეს ჩაფხუტის გარეშე.
image
ბაჰრეინში მიმდინარე ტურში ავტომრბოლელი რომენ გროჟანი ამ ჩაფხუტმა იხსნა დაღუპვისაგან.
image
ა, ჩაფხუტის პატრონი ბოძს შეასკდა, მაგრამ ნაკაზრის გარეშე გადარჩა ამ ჩაფხუტის დახმარებით.
image
ჩაფხუტმა თქვენი ჭირი წაიღო, მაგრამ მფლობელი იოლად გადარჩა.
image
ყინულზე ბაიკით გადაადგილება მიუღბელია, მაგრამ პატრონის სიცოცხლე ჩაფხუტმა დაიცვა.
image
ამ ჩაფხუტის პატრონი უჩაფხუტოდ ნეიროქირურგიულ განყოფილებაში მოხვდებოდა უეჭველი.
image












0
130
4-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
130