x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134368
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508447
NASA აპირებს 1,6 მილიონი კმ/სთ სიჩქარით მოძრავი კოსმოსური ხომალდების აგებას
მსგავსი კოსმოსური ხომალდით მოგზაურობა მარსამდე სულ რაღაც ორიოდე დღეს გასტანს და მისი აგება ჩანს მხოლოდ დროის საკითხია. ფაქტია, რომ დღეს არსებული ქიმიური ძრავების სიმძლავრე კოსმოსური მოგზაურობებისთვის საკმარისი არ არის. ქიმიური ძრავით კოსმოსში დიდ სისწრაფეს ვერ განავითარებ. მაქსიმუმი, რასაც აღნიშნული ძრავით კაცობრიობამ მიაღწია, “ვოიაჯერ 1”-ია თავისი ქართული “ჩაკრულოთი” ოქროს დისკზე, რომელიც კოსმოსში საათში 56, 000 კილომეტრის სისწრაფით გადაადგილდება. კოსმოსური მოგზაურობებისთვის ეს სისწრაფე თითქმის არაფერია. ცნობისათვის, მზიდან უახლოეს ვარსკვლავამდე 41 ტრილიონ კილომეტრზე მეტი მანძილია. ანუ კოსმოსურმა ხომალდმა ამ სისწრაფით რომ იმოძრაოს, მას 120, 000 წელზე მეტი დასჭირდება უახლოეს ვარსკვლავამდე მისაღწევად. ამიტომ NASA ცდილობს, შექმნას ახალი ტექნოლოგიები, რაც კოსმოსურ მოგზაურობას უფრო სწრაფს გახდის. დღეს აქ სწორედ ორ რევოლუციურ ტექნოლოგიაზე მუშაობენ, რამაც კოსმოსური ხომალდების სისწრაფე ათეულებჯერ უნდა გაზარდოს.


NASA ამჟამად ორ კონცეფციას ამუშავებს. პირველი ეს არის იონური ძრავა, ხოლო მეორე - ანტიმატერიული ძრავა. კლასიკურ იონურ ძრავებს დიდი გაწევა არ აქვთ, თუმცა ამჟამად არსებობს შანსი ისეთი იონური ძრავის დამზადებისა, რომელსაც 1 მეგავატი გაწევის წარმოებას შეძლებენ.


NASA მაღალენერგეტიკულ ლაზერს იყენებს, რათა მკვეთრად გაუმჯობესებული ლითიუმ-იონური ძრავა წარმოებაში ჩაუშვას. 4 თვის მანძილზე ინტენსიური კვლევები გაგრძელდება. პარალელურად ცდებს ატარებს პენტაგონიც, რომლის ინჟინრები ცდილობენ, დაამზადონ იონური ძრავა, რომელიც რამდენიმე ასეული მეგავატის სიმძლავრის გაწევის წარმოებას შეძლებს.


ამრიგად, კოსმოსური ფრენების მომავალი მრავლისაღმთქმელია. NASA-ში იმედი აქვთ, რომ 250 წლისთვის უკვე შეძლებენ ძრავის აგებას, რომელიც საათში 1, 6 მილიონ კილომეტს განავითარებს.



მაგრამ… აღნიშნული ძრავითაც კი მზის სისტემიდან უახლოეს ვარსკვლავამდე მისაღწევად კოსმოსურ ხომალდს უხეში გათვლებით სულ მცირე 3000 წელი მაინც დასჭირდება.


ნასა

0
225
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
225
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0