x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
10 უცნაური და შოკისმომგვრელი საქორწილო ტრადიცია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან

image
ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაული ყველა ადამიანის ცხოვრებაში ალბათ ქორწილია. სხვადასხვა ქვეყანას აქვს მისი აღნიშვნის საკუთარი ადათ-წესები. წარმოგიდგენთ მსოფლიოს სხვადასხვა ხალხის ყველაზე შთამბეჭდავ და უცნაურ ტრადიციებს:

1. ლიბია

ლიბიაში ქორწილის დღესასწაული 8 დღე გრძელდება. მე-6 დღეს საქმრო თავის პატარძალს საჩუქრების კალათას ჩუქნის, რომელშიც სხვადასხვა ქსოვილი და საკმეველია. პატარძალმა აუცილებლად უნდა დაათვალიეროს ყველა საჩუქარი და შემდეგ რომელიმე ნათესავი უნდა დაეხმაროს მათ გამოცდაში.image

2. კენია

კენიაში ქორწილის წინაპირობაა პატარძლის ორსულობა. საინტერესოა ისიც, რომ ქორწილის შემდეგ ქმარი ვალდებულია 3 თვის განმავლობაში ჩაიცვას ცოლის ტანსაცმელი, რათა სრულად განიცადოს ქალის ყველა გაჭირვება.
image

3. ბალი

ბალიში ტარდება კბილების მოქლიბვის რიტუალი. მიჩნეულია, რომ კბილების მოქლიბვით, ადამიანი სრულწლოვანებამდე აღწევს. როგორც კი ახალგაზრდა გოგონები ამ პროცედურას იტარებენ, მამა მათზე პასუხისმგებელი აღარაა.image

4. უზბეკეთი

უზბეკეთში პატარძალთან პირველ საქორწინო ღამეს მისი ახლობლები ატარებენ, ქმარს კი მეორე ღამე ერგება. სამაგიეროდ ქორწინების შემდეგ, ახლადგამომცხვარი მეუღლეები ერთად 40 დღის განმავლობაში არიან.image

5. ბედუინები

საქორწინო სუფრაზე ბედუინები შემწვარ აქლემს მიირთმევენ. მაგრამ ეს არ არის უბრალო კერძი, აქლემს უტენიან ცხვარს, რომელიც, თავის მხრივ შევსებულია ქათმით, ქათამში თევზია, თევზში კი კვერცხები. image

6. საჰარა

საჰარაში გოგონები აუცილებლად ჭარბწონიანები უნდა იყვნენ, ითვლება, რომ თუკი გოგონა მსუქქანი არაა, მისი ქორწინება უბედური იქნება.image

7. ჩინეთი

ჩინეთში მცხოვრებმა ტუძიას ხალხმა ქორწილამდე ერთი თვით ადრე უნდა იტიროს, უფრო სწორად, პატარძალმა უნდა იტიროს. ჯერ ახალდაქორწინებული 10 დღე მარტო ტირის, შემდეგ 10 დღე დედასთან ერთად, მერე ნათესავებთან ტირის, მოგვიანებით კი შეყვარებულებიც უერთდებიან. ისინი ამბობენ, რომ თუ პატარძალი საკმარისად ტირის ქორწილამდე, მაშინ ქმართან მთელი ცხოვრება მხიარული და უღრუბლო იქნება.image

8. ნიკობარი

მსოფლიოში ყველაზე უჩვეულო საქორწილო ტრადიციების სიაში მესამე ადგილზეა ნიკობარის კუნძულები. აქ კაცი ვალდებულია მთელი თვე გააკეთოს ყველაფერი, რასაც მისი საცოლე მოინდომებს. image

9. ცენტრალური აფრიკა

აქ, საქორწინო ცერემონიის შემდეგ, ახალდაქორწინებულები მიდიან სახლში, სადაც პატარძალი იწყებს ქმრის ცემას. ეს შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე ღამე, სანამ მთელ აგრესიას არ ამოანთხევს.
image

10. პაპუასები

ქორწილამდე პაპუასმა უნდა მისცეს თავის პატარძალს 20 ნიჟარა, 20 ღორის ტყავი და სამოთხის ჩიტი. საქორწინო ცერემონიაზე კი ატარძალი თავზე ღორის მუცელს იდებს.image




0
275
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
275
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0