x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
როჯერ უოტერსმა Pink Floyd-დან პუტინს წერილი მიწერა
imagePink Floyd-ის თანადამფუძნებელმა როჯერ უოტერსმა საზოგადოებას გაუზიარა ღია წერილი, რომელიც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს მიწერა, სადაც მოუწოდებს გადაწყვიტოს და დაასრულოს ომს უკრაინაში, რომელიც რუსებმა თებერვლის ბოლოს დაიწყეს.



მან აღნიშნა, რომ თუ პუტინი გამოაცხადებს, რომ მოსკოვს სხვა ტერიტორიული პრეტენზია არ აქვს, გარდა ყირიმის, დონეცკისა და ლუგანსკის რუსულენოვანი მაცხოვრებლების უსაფრთხოებისა, მაშინ "ეს ასევე დაეხმარება".


მან ასევე დაადასტურა, რომ აშშ და ნატო სხვა ქვეყნებში იჭრებიან. ”მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ თქვენც იგივე უნდა გააკეთოთ”, - დასძინა მუსიკოსმა სოციალურ ქსელში.


უოტერსმა ხაზგასმით აღნიშნა, იმედოვნებს, რომ მიიღებს პასუხს, რომელიც შეიძლება იყოს მშვიდობისკენ გადადგმული ნაბიჯი.



შეგახსენებთ, რომ მანამდე უოტერსმა ღია წერილი მისწერა ოლენა ზელენსკაიას, უკრაინის პირველ ლედის და პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მეუღლეს, სადაც დაგმო დასავლეთის ქვეყნების მიერ უკრაინისთვის მიწოდებული იარაღი და მოუწოდა ორ ქვეყანას მოლაპარაკებების დაწყება, რაც გამოიწვევდა ცეცხლის შეწყვეტას.


მან ასევე წერილში უკრაინელები მოიხსენია "ექსტრემალურ ნაციონალისტებად", რომელმაც საკუთარი ქვეყანა დააყენეს ამ კატასტროფული ომის გზაზე", ზელანსკაიასთან მიწერილ წერილში უოტერსმა ფაქტობრივად კრემლის პოზიცია გააჟღერა.


ზელენსკაიამ საპასუხოდ უოტერსს დაავალა, რუსეთის ფედერაციას მოთხოვოს მშვიდობა და არა ეძებოს იგი უკრაინაში.


ორიოდე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ Pink Floyd-ის თანადამფუძნებელმა, როჯერ უოტერსმა პოლონეთში, მომდევნო წლის 21 და 22 აპრილს დაგეგმილი კონცერტები გააუქმა.


გადაწყვეტილების მიზეზი არის საზოგადოების აღშფოთება იმ პოზიციის გამო, რომელიც უოტერსმა უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით დააფიქსირა.არის საუბარი იმაზე, რომ პოლონეთში როჯერ უოტერსი პერსონა "ნონ -გრანტად" გამოაცხადონ.


ღონისძიების მასპინძელი დარბაზის წარმომადგენელი აცხადებს, რომ უოტერსის მენეჯერს გადაწყვეტილების მიზეზი არ განუმარტავს.


როჯერ უოტერსის რუსებისადმი და პუტინისადმი სიმპატია დიდი ხანია ცნობილია, მაგალითად 2018 წელსაც გააკრიტიკა უკრაინა და ხოტბა შეასხა რუსებს, აღნიშნა"რას ერჩით რუსებს, ვის რას უშავებსო."


0
182
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
182
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0