x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ქრისტეს თანამედროვე გამოსახულების პროტოტიპი

ალექსანდრე VI (ერისკაცობაში როდრიგო დე ბორჯია (ბორხა) ) – II რომის პაპი იყო, ესპანელი ბორჯიების გვარიდან. ითვლება, რომ ის ყველაზე სასტიკი და დაუნდობელი პაპი იყო, მათ შორის, ვინც ამ თანამდებობაზე ოდესმე ყოფილა. თუმცა, სწორედ მისი წყალობით, მსოფლიო კულტურის ისტორიაში, არაერთი ფასდაუდებელი ნიმუში შეიქმნა. გარდა ამისა, მან გარკვეული გავლენა იქონია იმ პერიოდის მოვლენების მსვლელობაზე...


image


ალექსანდრე VI დაოჯახებული იყო და მას, ამავდროულად, არაერთი საყვარელი და უკანონო შვილი ჰყავდა. ის წამლავდა საკუთარ მტრებს და ორგიებს აწყობდა ვატიკანში... თუმცა, როგორც აღვნიშნეთ, უსაქმოდაც არ მჯდარა... მისი ხელშეწყობით, XV საუკუნეში არაერთი პროექტი განხორციელდა. თუმც, მათ შორის, ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველასთვის ცნობილი მაინც ერთია:

imageდღეს, თანამედროვე ადამიანების წარმოსახვაში, ქრისტე, უმეტესწილად, ევროპული გარეგნობის, ღია წაბლისფერი, სწორი თმის და ღია კანის მქონე ადამიანი იყო. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ეს აღწერილობა ძალიან ესადაგება ჩეზარე ბორჯიას გარეგნობას. მსგავსება იმდენად დიდია, რომ ზოგიერთი ექსპერტის აზრით, თანამედროვე ეკლესიებში ქრისტეს ფრესკები და ხატები, სწორედ ჩეზარეს გარეგნობის მიხედვით არის შექმნილი. იმის გათვალისწინებით, თუ როგორი მჭიდრო კავშირი ჰქონდა ალექსანდრე VI სახელოვნებო სამყაროსთან, სავსებით შეიძლებოდა, რომ მიქელანჯელოს ქრისტეს გამოსახულების პროტოტიპი, მისი ვაჟი ჩეზარე ყოფილიყო, რომელიც XV საუკუნიდან მოყოლებული, უფლის გამოსახულების კლასიკად ითვლება.

imageიდეა იმის შესახებ, რომ ქრისტეს თანამედროვე გამოსახულებებიდან, ერთ-ერთი, ჩეზარე ბორჯიას პორტრეტს ძალიან ჰგავს, პირველად ალექსანდრე დიუმას გაუჩნდა. ეს აზრი იმდენად სარწმუნო ჩანდა, რომ ის, ბიბლიის თეორეტიკოსებს შორის, მაშინვე გავრცელდა.

როგორც დიუმა ხსნიდა, თავდაპირველად, ქრისტეს ხატებზე არაევროპული გარეგნობა ჰქონდა და ამ ფაქტით ძალიან უკმაყოფილო იყო პაპი ალექსანდრე VI. ამიტომ, მან უფრო «ევროპული» გარეგნობის ქრისტეს ხატის შექმნა გადაწყვიტა და მხატვარს ქრისტეს პორტრეტის შექმნა დაავალა, რომლის მოდელი მისი ვაჟი — ჩეზარე უნდა ყოფილიყო. ხოლო, მას შემდეგ, რაც ქრისტეს ახალი გამოსახულება მზად იყო, პაპმა იმ სემიტური ხელოვნების ნიმუშების განადგურება ბრძანა, რომელზეც ქრისტე იყო გამოსახული, რითაც ქრისტეს ახალი ხატის პოპულარიზაციას შეუწყო ხელი.


image

არხის სხვა სიახლეები:


* ტიბეტელი ბერები ადამიანის სულზე და სიკვდილის შემდგომ მდგომარეობაზე

* მობილიზაციას გაქცეული რუსები და ქვეყნები, რომლებმაც ისინი მიიღეს

* ორგიები დედათა მონასტერში

* 7 ცნობილი "ფეიკი", რომლისაც ჯერ კიდევ, ყველას სჯერა

* 3 მემკვიდრეობა და "ექსპრეს"–თავსატეხი (პასუხები აქვს)

* ყველაზე დიდი დრამა პუტინისთვის

* XX საუკუნის 10 ყველაზე დაუნდობელი ლიდერი

* ჩვენი პლანეტის ყველაზე საოცარი ცხოველები – ტოპ 15



6
270
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
270
  
2022, 2 ნოემბერი, 1:10
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Hot24.pw
2022, 18 ოქტომბერი, 23:00
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 14 ოქტომბერი, 22:52
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 12 ოქტომბერი, 23:06
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 7 ოქტომბერი, 23:14
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 1 ოქტომბერი, 22:56
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 6