x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134485
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
"თქვენი შვილი ცუდად იქცევა, ეჩხუბება მეზობლებს" - წერილი პუტინის მშობლების საფლავზე
image

რუსეთის ქალაქ სანქტ-პეტერბურგში, სადაც რუსეთის ფედერაციის მოქმედი პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მშობლები განისვენებენ საკმაოდ უცნაური შემთხვევა დაფიქსირდა. სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია და ფოტოსურათი, სადაც ჩანს რომ მათ საფლავზე, წერილი დატოვეს. მასზე ავტორის ვინაობა მითითებული არ არის, თუმცა საყვედურნარევი შენიშვნებია ასახული. როგორც გაირკვა, საფლავზე ნაპოვნი ანონიმური წერილის შინაარსი სახალისოც არის და მწარე სიმართლეც.

.

რუსული სოციალური ქსელი "ტე­ლეგ­რამ არ­ხით" ვრცელ­დე­ბა ფო­ტო­სუ­რა­თი, რო­მელ­ზეც ჩანს, რომ რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის მშობ­ლე­ბის საფ­ლავ­ზე და­ტო­ვე­ბუ­ლია წე­რი­ლი, რო­მელ­შიც მშობ­ლებს სთხო­ვენ, მი­ი­ღონ შე­სა­ბა­მი­სი ზო­მე­ბი.


წე­რი­ლი სკო­ლის რვე­უ­ლი­დან ამო­ღე­ბულ ფურ­ცელ­ზე ეწე­რა.


ფოტო, რომელსაც ახლა გთავაზობთ, ვირუსულად მოედო სოციალურ ქსელს და უამრავი მომხმარებელი გაახალისა. მასში ნაჩვენებ წერილში საუბარია იმაზე, რომ ვლადიმერ პუტინმა არ იცის ისტორია, არ სცემს პატივს მეზობლებს. ამის შესახებ პედაგოგები შენიშვნას აძლევენ მის მშობლებს.

.

წერილში წერია, რომ პუტინი ცუდად იქცევა, აცდენს ისტორიის გაკვეთილებს, ეჩხუბება მეზობლებს.


"ძვირფასო მშობლებო! თქვენი შვილი ცუდად იქცევა! აცდენს ისტორიის გაკვეთილებს, ეჩხუბება მეზობლებს, იმუქრება სკოლის აფეთქებით. მიიღეთ ზომები!" - წერია წერილში.

..

image

„გაუჭირდებოდა ეფესბეს ამის გაკეთება!? ეს თავად დასჭირდა ალბათ, რადგან ფრონტზე ბარდაგის შექმნას არ აპატიებს რუსეთი პუტინს და გენერლების დაუცველობას. ასე არაა შენ, რომ გინდა, ომსა და ფრონტს თავის კანონები გააჩნია, შენ, რომ ზიხარ დაცულად კრემლში, ჯარისკაციც დედამ გაზარდა. შედეგად ნაწილობრივი მობილიზაცია პოლიტიკურ შეცდომას წარმოადგენდა. რაში სჭირდება ფრონტის გაგებაში რუსეთს მობილიზაცია ცა დაუცველი ფრონტისა(რა, რუსეთს ისრაელზე ნაკლები საავიაციო-სარაკეტო სისტემა გააჩნია!? მიეცი ისრაელს ცა დაუცველი ფრონტი და გაჩვენებს რამდენ ხანში შეაჩერებს მოწინააღმდეგეს. სადაა მასე ბარდაგს, რომ ქმნი!? ეს იქნება ხვალეს საკითხი რუსეთისა, არდგომა და ხვალეო)!? ეგ სხვაა ძმაო და ამას რუსეთი არ უჭამს პუტინს და ახლა პოლიტიკურ ამბიციას უყენებს კადიროვი, რაც სწორია მეომრისა, თუ პოლიტიკის გაგებაში, რადგან კადიროვიც აგებს პაუხს იქ გაგზავნილი ჯარისკაცის წინაშე (ანუ ეუბნება ვერ მართავ ქვეყანასო). გეოპოლიტიკური ცენტრის გაგებაში იქ ფრონტის გაწელვა პოლიტიკანობაში და ვაჭრობა, ეს სიბეცეა პოლიტიკოსისა. სადაც ნებელობაა საჭირო იქ ნებელობა მოითხოვს კომპეტენციას და არა ბინძური პოლიტიკანობის თამაშს, რომელიც გათვლილია სხვადასხვა ფაქტობის დაფიქსირებაზე. კი, აქ ჰიბრიდული ომია ევრატლანტიკის პოლიტიკანობისა, მაგრამ ომის კანონები გადასწონის ყველაფერს, რაც ორთავე მხრიდან ნაკლებ მსხვერპლს ეფუძნება. გიხაროდეთ!“ - წერს კომენტარებში ერთერთი ქართველი მომხმარებელი.

0
50
1-ს მოსწონს
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
50
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0