x
მეტი
  • 01.12.2022
  • სტატია:124017
  • ვიდეო:355496
  • სურათი:496585
„ვერტმფრენი პურს ჩვენამდე ვერ ყრიდა... ხრამში ცვიოდა.. საკვებად ბალახის ბოლქვი... დამწვარი კუჭი“ - ირმა ინაშვილი
image.

სოხუმის დაცემიდან 29 წელი გავიდა. უმრავლესობამ იცის, რომ ირმა ინაშვილი იმ პერიოდში დამწყები ჟურნალისტი იყო და საქართველოს პირველ არხზე მუშაობდა. ინაშვილი იმ ქართველ ჟურნალისტთა რიცხვში შედის, ვინც აფხაზეთის ომში გადასაღებად იყო წასული. ასევე მისი ექსკლუზიური კადრები შემოინახა ისტორიამ. როდესაც სვანეთის მთებით თოვლსა და ყინვაში ხალხი ფეხით მოდის და აფხაზეთის დატოვებას ცდილობს, ეს ემოციური კადრებიც სწორედ ირმა ინაშვილის გადაღებულია. მას ბევრი აქვს გასახსენებელი ამ წლებიდან, რომელზეც ხშირად წერს ხოლმე.

.

ამჯერადაც მომხდარს ემოციურად იხსენებს „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი და სოციალურ ქსელში საინტერესო პოსტს აქვეყნებს.


.

„ის, რაც 29 წლის წინ, ზუსტად ამ საათებში დაიწყო, აღარ იყო ომი, იყო სხვა განსაცდელი... უფრო მძიმე, უფრო სასტიკი, უფრო უცნაური, უფრო დაუჯერებელი, ვიდრე ამისი მიღება და გააზრება ადამიანის გონებას შეუძლია.
ათასობით ქართველი სვანეთის მთებს ფეხით შეუდგა.

.

მთავარი, რაც იმ თოვლიანმა უღელტეხილებმა მაჩვენა, ჩემივე თავია. ეს გზა თავისებური რენტგენი იყო ყოველი მგზავრისთვის: ვინ ხარ შენ, როგორი ხარ, სად იყავი, სად და რატომ მიდიხარ, რატომ გინდა, რომ იცოცხლო, რას გინდა, რომ შენი სიცოცხლე მოახმარო... ცხოველი ხარ, თუ ადამიანი ხარ.

.

ამდენი წელი გავიდა და უფრო მკაფიოა ყველა დეტალი: რაღაცნაირი საშიში ელექტრობოძები, იქვე- წითელი ღრუბლები, ენძელები- თოვლში, საკვებად ვარგისი ბალახის ბოლქვი... დამწვარი კუჭი. ტალახი, ჭყაპი, სველი ტანსაცმელი... ნაჭრის კედებში ჩაყინული ფეხის თითები.

.

ცხედრები ბავშვების, ქალების, მოხუცების, ჯარისკაცების, ცხედრებზე გადაფარებული ცელოფანი ან სამხედრო ქურთუკი... ვერტმფრენი, რომელიც პურს ჩვენამდე ვერ ყრიდა, პური ხრამში ცვიოდა... ხან გამაღიზიანებელი სიჩუმე და ხან - გოდებისა და ვაების შემზარავი ხმა. ცხენოსანი: "აქვეა სოფელი" და ამ დროს, კიდევ 10 საათი, თურმე, ფეხით უნდა იარო.

ვიარეთ... მივედით... გადავრჩით, ვინც გადავრჩით“, - წერს სოციალურ ქსელში ირმა ინაშვილი.

.
.

* * *

დაიღუპა რამდენიმე… – ვინ არის ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც საზარელ ავარიაში მოხვდა

image

.

აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ავტოსაგზაო შემთXვევა მოხდა. უმძიმეს შეჯახებას რამდენიმე მსხვერპლი ჰყავს. შემთხვევის დეტალები მედიასა და სოციალურ ქსელში ვრცელდება. უკვე ითქვა, რომ როგორც თვითმხილველები ყვებიან მარშრუტკას სატვირთო ტრაილერი შეეჯახა, რის შემდეგაც ისრაელის მოქალაქეები დაიღუპნენ და დაშავდნენ ქართველი მგზავრები. საკმაოდ რთულია ერთერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა. მისი მეგობრები საზოგადოებას დახმარებას სთხოვენ:

.

“მეგობრებო, გემუდარებით, გთხოვთ მუხლდაჩოქოლი დავეხმაროთ, ჩემი მეგობარია…..
არ მჯერა

ღმერთო, არ გაწირო მისი ოჯახი . ილოცეთ, გთხოვთ
საბა კალმახელიძე უმძიმეს ავარიაში მოხვდა, ბათუმში სამარშუტო ტაქსს გზაზე მიმავალი ტრაილერი შეეჯახა, ადგილზე დაიღუპა რამდენიმე ისრაელის მოქალაქე… საბას სასწრაფო ოპერაცია დასჭირდა თავის არეში, კიდური გადაურჩინეს, მადლობა ღმერთს…

.

აუცილებლად სჭირდება განმეორებითი ოპერაცია, მიჰყავთ გერმანიაში. ოპერაციებისთვის Მობილიზებულია თანხები, ოჯახმა გაყიდა ბინა და ნივთები. დარჩა მხოლოდ 14 000 ლარამდე… Ვისაც გაქვთ საშუალება, დავეხმაროთ.
#გააზიარეთ, გთხოვთ
საქართველოს ბანკი:
Მიმღები: მარიკა არღვლიანი
GE77BG0000000108785700
თბს ბანკი:
მიმღები: მარიკა არღვლიანი
GE12TB7298245061100016 ” | წერს ლევან ჭელიძე სოციალურ ქსელში

0
179
1-ს მოსწონს
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
179
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0