x
image
დავითი ჩუთლაშვილი
რას მიირთმევდნენ ჩვენი წინაპრები ძველად?
როგორი იყო ჩვენი წინაპრების ყოველდღიური რაციონი? რას ჭამდნენ და სვამდნენ ისინი? რას იმზადებდნენ საუზმედ, სადილად და ვახშმად? რას აცხობდნენ და თესავდნენ?


იმ პროდუქტების ნაწილი, რაც ჩვენ ყოველდღიურ რაციონში გვაქვს, საქართველოში უძველესი დროიდანვე იყო ცნობილი, ხოლო ზოგიერთი პროდუქტი მოგვიანებით შემოვიდა საქართველოში.


ქართველებს უძველესი დროიდან რაციონში გვაქვს ხორბალი, ნიგოზი, წაბლი, კიტრი, ცერცვი, მუხუდო, თაფლი და ყურძენი. კარტოფილს რაც შეეხება, მისი მოყვანა ჩვენში მე-19 საუკუნის გარიჟრაჟზე დაიწყეს. რამდენიმე ათწლეულით ადრე, მე-18 საუკუნის 50-იანი წლებიდან საქართველოში გავრცელდა პომიდორი. ამ ორ, დღეისათვის უაღრესად პოპულარულ საკვებ პროდუქტს ქართველები თავდაპირველად ერთგვარი უნდობლობით ეკიდებოდნენ. დასაწყისისთვის კარტოფილი დიდი ხნის მანძილზე საქართველოში საიმპერიო მმართველობის მიერ ჩამოსახლებულ გერმანელებს მოჰყავდათ მხოლოდ.


მინდვრის კულტურებიდან და მარცვლეულიდან საქართველოში ოდითგანვე ცნობილი იყო შვრია, ჭვავი, ფეტვი, ბარდა, ხორბალი, ცერცვი და ოსპი. მე-16 საუკუნეში გავრცელდა და არნახული პოპულარობა მოიპოვა სიმინდმა და ლობიომ, რომლებიც ადამიანების ყოველდღიურ რაციონში უცებ დამკვიდრდა, განსაკუთრებით კი დასავლეთ საქართველოში. ძალიან პოპულარული საკვები იყო ფეტვის ყველიანი კვერები, რომლებსაც მეომრებს ხშირად საგზლად ატანდნენ. მეომრებს ასევე ატანდნენ ფეტვის ერთგვარ ბურღულს, რომელიც წყალში იოლად იხსნებოდა. ყუათიანი დესერტი იყო ჩურჩხელაც, რომელიც ქართველი მეომრის საკვები რაციონის განუყოფელ ნაწილს შეადგენდა.



აღსანიშნავია, რომ საქართველოში არსებობდა უძველესი “მაცივრებიც, ” სადაც დიდი ფეოდალებისა და მეფეებისათვის ყინულს ინახავდნენ. ეს ”მაცივრები” იყო ღრმად მიწაში ამოთხრილი საცავები სქელი კედლებით, სადაც ზამთარში მოგროვილ ყინულს ათავსებდნენ და ზაფხულისთვის იზოგავდნენ.


როცა მტრის შემოსევები მწვავდებოდა და მოსახლეობას აყრა უხდებოდა ტყეში გახიზვნის მიზნით, იქ მათი უმნიშვნელოვანესი საკვები წაბლი იყო. წაბლს არ სჭირდება შენახვის განსაკუთრებული პირობები. საკმარისია, კარგად გააშრო და მღრღნელებისგან დაიცვა. გახიზნული ქართველები ტყეში მიირთმევდნენ ასევე წიფლის ნაყოფს, რომელიც მოხალვის შედეგად კარგავს ტოქსიკურ თვისებებს. ტყეში აგროვებდნენ და ასხმულებად ახმობდნენ ასევე მიწის სოკოებს, მიირთმევდნენ მაჟალოს, პანტას, კენკრას, მაყვალს და მარწყვს, რომელიც ხეთა შორის უხვად ხარობს.


უძველეს საქართველოში მეწისქვილეობა კი იყო ფართოდ გავრცელებული, მაგრამ წისქვილები ხშირად ფეოდალის საკუთრებას შეადგენდა, ხოლო გლეხს უმეტესწილად არ ჰქონდა იმის შესაძლებლობა, რომ მინდი გადაეხადა, ამიტომ ხორბალს ბეგვავდნენ და მისგან კორკოტს და წანდილს ამზადებდნენ. წანდილს თაფლის, მოხარშული ნიგვზისა და ხორბლისგან ამზადებდნენ, ხოლო კორკოტში ხშირად სხვადასხვა ბოსტნეულს აჭრიდნენ (დღეს ქელეხის სუფრებზე წანდილის და კორკოტის მიტანა თითქოს ერთგვარი კავშირის დამყარების მცდელობაა საუკუნეების წინათ გარდაცვლილ ჩვენს წინაპრებთან).


ძველ საქართველოში საკვებად ფართოდ იყენებდნენ ასევე ფხალეულს და ღიჭს, რომელსაც გაზაფხულობით აგროვებდნენ და ძმრით და დანაყილი ნიგვზით აზავებდნენ. ძალიან ფართოდ იყო გავრცელებული ასევე შინდის და მაწვნის შეჭამანდები.


სასმელებიდან ფართოდ იყო გავრცელებული მაჭარი, ღვინო და ლუდი. არყის გამოხდა ჩვენმა წინაპრებმა მოგვიანებით დაიწყეს. ღვინოს ქართველები წყლის შერევის გარეშე სვამდნენ ან პურს იყრიდნენ და ჭამდნენ ამგვარად მომზადებულ ღვინის შეჭამანდს, რომელიც ძველად ძალიან პოპულარული გახლდათ.


კერძი

9
890
3-ს მოსწონს
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
890
  
2022, 18 ოქტომბერი, 22:58
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 15 ოქტომბერი, 23:00
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 14 ოქტომბერი, 22:50
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 6 ოქტომბერი, 22:44
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 6 ოქტომბერი, 3:46
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 4 ოქტომბერი, 23:08
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 1 ოქტომბერი, 22:54
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 30 სექტემბერი, 21:24
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 30 სექტემბერი, 1:45
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 9