ვარსკვლავები
ცნობილების ყველაზე სკანდალური საცურაო კოსტიუმები
2022, 27 სექტემბერი, 23:33

ბუნება ჯერჯერობით კვლავაც გვანებივრებს თბილი ამინდებით - რაც ნამდვილად არის იმის მიზეზი რომ კიდევ ერთხელ გავიხსენოთ ვარსკვლავების ყველა დროის ყველაზე გამორჩეული, დასამახსოვრებელი და სკანდალური საცურაო კოსტიუმები. დღევანდელ სტატიაში არა მხოლოდ პერის ჰილტონისა და საშა ბარონ კოენის "ულტრა ტრენდულ" კოსტიუმებს წარმოგიდგენთ, არამედ სხვა ცნობილი სელებრითების პლაჟის თამამ ჩაცმულობასაც გაგახსენებთ. მაშ ასე!
ბრიჯიტ ბარდოს საკულტო ბიკინი
ითვლება, რომ ბიკინის მოდა სწორედ ბარდომ შემოიტანა - თუმცა ნამდვილად ვერ გეტყვით, ასე იყო თუ არა სინამდვილეში, მაგრამ 1953 წელს მსახიობმა კანის სანაპიროზე ამ საცურაო კოსტიუმით ნამდვილი ფურორი რომ მოახდინა - ეს კი ფაქტია!
რაკელ უელჩის "პირველყოფილი" ბიკინი
70-იანი წლების სექს-სიმბოლომ სახელი გაითქვა კომედიით "მილიონი წელი ჩვენს ერამდე", უფრო სწორედ კი იმ კადრით, სადაც უელჩი წყლიდან ტყავის ბიკინით ამოდის.
პერის ჰილტონი
ჯერ კიდევ 2003 წელს პერის ჰილტონი ტოპის ნაცვლად დვრილებზე სტიკერებდაკრული დადიოდა, და თავს ძალიან თავდაჯერებულადაც გრძნობდა, აი, ამის ფოტომტკიცებულებაც!
საშა ბარონ კოენის "ნეონისფერი მონოკინი"
ერთადერთი მამრი ჩვენს ფოტოკოლექციაში, მაგრამ თან რა მამრი: ეპატაჟური საშა ბარონ კოენი სკანდალური "ბორატას" პრემიერის შემდეგ სანაპიროზე აი, ამ ფორმით გამოჩნდა.
კიმ კარდაშიანის ბეწვის ბიკინი

ბეწვის ბიკინი ან "furkini" როგორც კიმის "საცურაო კოსტიუმს" ინტერნეტქსელში უწოდეს, - შესანიშნავი ვარიანტია გარუჯვისთვის ანტარქტიდის მზის ქვეშ.
სელენა გომესის ბოდიპოზიტიური მთლიანი საცურაო კოსტიუმი
მომხიბვლელმა სელენა გომესმა მისი ფიგურის გამო გამოთქმული კრიტიკის საპასუხოდ "ინსტაგრამზე" სანაპიროზე გადაღებული მაცდუნებელი ფოტო გამოაქვეყნა, და დიახ, უნდა ვაღიაროთ რომ სელებრითი მართლაც რომ ეფექტურ საცურაო კოსტიუმში ბრწყინვალედ გამოიყურებოდა.
ჯიჯი ჰადიდის ჯაჭვის ბიკინი
რამდენიმე წლის წინ ჯიჯი გამოცემა "Sports Illustrated"-ისთვის საკმაოდ თამამი მეტალის კოსტიუმით პოზირებდა.
ბრიტნი სპირსის ნეონისფერი მონოკინი

იმედი ვიქონიოთ, რომ ვარსკვლავი ამ ეფექტური, მაგრამ არაპრაქტიკული მონოკინის გამო არათანაბარ გარუჯვას გადაურჩა.
კიმ კარდაშიანის თეთრი საცურაო კოსტიუმი
სელფის დედოფალმა ისეთი მოდელი აირჩია, რომელიც ერთდროულად ყველაფრის - მუცლის, მკერდისა და ზურგის დემონსტრირების საშუალებას იძლეოდა.
კაილი ჯენერი "მალიბუს მაშველთა" სტილის კოსტიუმით
ახალგაზრდა ვარსკვლავმა პამელა ანდერსონის გავლენით საკუთარი არჩევანი ამჯერად, კლასიკაზე შეაჩერა.
ბელა ჰადიდის საცურაო "თეთრეული"
თუმცა, მართალი გითხრათ, დარწმუნებული არ ვარ რომ ეს ნამდვილად საცურაო კოსტიუმია.
...და მისი "შიშველი" საცურაო კოსტიუმიც
ნუდი - ეშმაკური, თუმცა ძალიან სექსუალური ტონია, მით უმეტეს როდესაც საუბარი ამ ფერის საცურაო კოსტიუმზეა, ის სხეულზე მართლაც რომ შთმბეჭდვად და სექსუალურად გამოიყურება.
კორტნი კარდაშიანის ნაქსოვი ბიკინი
დებ კარდაშიანებს შორის ყველაზე ლამაზი ფიგურის მფლობელი, კორტნი სიამოვნებით უსვამს ხაზს თავის პაწაწინა ნაქსოვ ბიკინის.
ბიონსეს ღრმაჭრილიანი საცურაო კოსტიუმი
ერთ დროს ამ ფოტომ ქსელში დიდი ხმაური და ვნებათაღელვა გამოიწვია!
ემილი რატაკოვსკის პაწაწინა ბიკინი
