x
მეტი
  • 05.12.2022
  • სტატია:124114
  • ვიდეო:355518
  • სურათი:496760
პუტინი, როგორც ფაშისტი დიქტატორი
პუტინი რომ ფაშისტი დიქტატორია, ინტელექტთან მწყრალად არმყოფი და მეტნაკლებად განათლებული ყველა ადამიანისთვის ეს ფაქტი არავითარ ეჭვს არ ბადებს და განათლებული ადამიანები კარგად ხედავენ ამ მოცემულობას, თუმცა რიგითი, არაფრით გამორჩეული და ინტელექტთან მწყრალად მყოფი ადამიანებისთვის დამაბნეველი შეიძლება აღმოჩნდეს თუნდაც ის გარემოება, რომ მაგალითად რუსეთის პრეზიდენტი ყოველწლიურად აღნიშნავს ფაშიზმზე გამარჯვების დღეს. მაგრამ ოდნავ მაინც გონებას თუ დავძაბავთ, ნათლად დავინახავთ, რომ შეუძლებელია ქვეყანაში, რომელსაც 20 მილიონზე მეტი ადამიანი ფაშიზმმა გაუნადგურა, იყო ფაშისტი ისე, რომ საგულდაგულოდ არ შეინიღბო და მოსახლეობას თავი ისე არ მოაჩვენო, თითქოს ფაშისტი კი არა, მაგალითად, კონსერვატორი იყო. მოკლედ, რუსებს პირდაპირ ვერ გამოუცხადებ, რომ ფაშისტი ხარ. ამისთვის საჭიროა, შეინიღბო. მაგალითად უნდა უთხრა, რომ კონსერვატორი ხარ და “ლიბერასტებს” ებრძვი. საშუალოსტატისტიკურმა რუსმა არ იცის, თუ რამხელა სხვაობაა კონსერვატიზმსა და ფაშიზმს შორის. მას არც აუხსნის ამას ვინმე. რა საჭიროა? მერე როგორღა მოატყუებენ და შავს თეთრად რანაირადღა შეასაღებენ? მაგალითად, საშუალოსტატისტიკურ რუსს არავინ არ ეტყვის, რომ კონსერვატიზმი, როგორც პოლიტიკური მიმდინარეობა ინგლისში ჩაისახა და ინგლისელი კონსერვატორები მხარს უჭერენ გეი უფლებებს. შენ თუ კონსერვატორი ხარ და იმ ქვეყნის კონსერვატორებს არ ბაძავ, სადაც ეს მოძრაობა დაიბადა, რა გამოდის? რომის პაპზე უფრო კათოლიკე ხარ?


არადა, რანაირად შეიძლება იყო კათოლიკური ეკლესიის მეთაურზე უფრო კათოლიკე და ინგლისელ კონსერვატორზე უფრო კონსერვატორი?


მსოფლიოში არავინ აღარ ებრძვის გეებს ფაშისტების გარდა. თვით კუბის კომუნისტური რეჟიმიც კი უჭერს მხარს ქვიარების უფლებებს. კუბაზე სულ ცოტა ხნის წინ რეფერენდუმიც კი ჩატარდა, რითაც გეი ქორწინებები დააკანონეს.


უფრო მეტიც, ვლადიმერ ლენინიც კი უჭერდა მხარს გეებს და 30-იანი წლების მეორე ნახევრამდე ჰომოსექსუალური ურთიერთობები საბჭოთა კავშირში დასჯადი არც იყო.



აღმოსავლეთ გერმანიაში 1968 წლიდან იყო ჰომოსექსუალური ურთიერთობები დეკრიმინალიზებული. ანუ ათწლეულებით ადრე, ვიდრე დასავლეთ გერმანიაში.


ამრიგად, არავის არ სურს თავის ატკიება და დედამიწაზე მცხოვრებ ასეულობით მილიონ ქვიართან ურთიერთობების გაფუჭება. არავის, ვისაც ინტელექტის ნასახი მაინც აქვს. ქვიარებთან დაპირისპირება მხოლოდ ფაშისტებს სურთ, რადგან ფაშისტებს ინტელექტი არ გააჩნიათ და ვერ ხვდებიან, რომ ამ ომში გამარჯვებული არ არსებობს.


ვლადიმერ პუტინი მკვეთრად აკრიტიკებს ლენინს ქალების და გეების მიმართ “რბილი” პოლიტიკის გამო და ასევე იმის გამოც, რომ მან საბჭოთა კავშირის კონსტიტუციაში ჩაწერა, რომ მოკავშირე რესპუბლიკებს ჰქონდათ კავშირიდან გასვლის უფლება. პუტინი გაშმაგებულია, რომ ლენინმა პირდაპირი წესით რუსეთს არ მიუერთა საქართველო, უკრაინა, მოლდოვა, ბელორუსი და შუა აზიის რესპუბლიკები.


ესეც ფაშიზმისთვის დამახასიათებელი უტყუარი ნიშანი: პირში ჩაიდო იმხელა რაღაც, რაც საყლაპავ მილში არ ჩაგეტევა და დაგახრჩობს. ლენინი პუტინისგან განსხვავებით ინტელექტუალი იყო და კარგად ესმოდა, რომ 1917 წლამდე არსებულ იმპერიას, იმ სახით, რომლითაც ის მანამდე საუკუნეების მანძილზე არსებობდა, ვეღარ აღადგენდა. ლენინმა რეალურად მაქსიმუმი შეძლო და კიდევ 70 წლით გაუხანგრძლივა დაშლილ რუსულ იმპერიას სიცოცხლე. ყველა დანარჩენი იმპერია გაცილებით უფრო ადრე დაიშალა და დაქუცმაცდა.


დღეს პუტინი ცდილობს შექმნას ფაშისტური იმპერია, სადაც ქართველებს, უკრაინელებს, ბალტიისპირელებს, მოლდოველებს და სხვა ხალხებს არანაირი უფლებები აღარ გვექნება და ნელ-ნელა გავქრებით. პუტინი სწორედ იმას უწოდებს “შეცდომას, ” რომ რუსებმა ჩვენ ციმბირში არ გადაგვასახლეს და საკონცენტრაციო ბანაკებში არ ამოგვჟლიტეს. დღეს უკრაინაში შეჭრით ის ამ “შეცდომის” გამოსწორებას ცდილობს.


ამრიგად, პუტინი დიქტატორია და თანაც ყველაზე უარესი - ფაშისტი დიქტატორი. მას საქართველოსთან მიმართებით უაღრესად სახიფათო განზრახვები ამოძრავებს, რომელთა სისრულეში მოყვანის შემთხვევაში ჩვენ ფიზიკურად გავნადგურდებით. პუტინის აღდგენილი ფაშისტური იმპერია აღარ იქნება საბჭოთა კავშირი, სადაც რამდენიმე ბოთლი კონიაკი მოსკოვში ჩაგქონდა და საქმეებს აგვარებდი, ეს იქნება ციმბირში ჩვენს სალიკვიდაციოდ განთავსებული საკონცენტრაციო ბანაკები და უსასტიკესი ტერორი, რის შემდეგაც, როგორც ერი, გავქრებით. ამიტომ აუცილებლად უნდა გვყავდეს უძლიერესი არმია, დაზვერვა, კონტრდაზვერვა და საპოლიციო უწყებები. ჩვენ უნდა შევძლოთ ჩვენი მომავალი თაობების ფიზიკურად გადარჩენა და მათთვის ხელშესახები პერსპექტივების უზრუნველყოფა. ამ ყოველივეს განხორციელება კი ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის გარეშე შეუძლებელია.


დიქტატორი

0
57
1-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
57
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0