x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
უკრაინელებმა ხარკოვის ოლქში ხელში ჩაიგდეს თანამედროვე რუსული ტანკი Т-90М "Прорыв"
image რუსეთმა ბირთვულ ქობინიანი ტაქტიკური რაკეტების გარდა პრაქტიკულად ყველაფერი გამოიყენა უკრაინის წინააღმდეგ მიმართული აგრესიის დროს, აგრესია ბადებს აგრესიას და შესაბამისად რუსულმა აგრესიამ მოტივაცია აუმაღლა უკრაინის არმიას, რომელიც ხანგრძლივი თავდაცვითი ბრძოლების შემდეგ ორი მიმართულებით ანხორციელებს უკვე კონტრშეტევას საოცარი წარმატებით.


ნურც იმას დავმალავთ, რომ უკრაინის გენშტაბს უცხოელი პროფესიონალი სამხედრო მრჩევლები ეხმარებიან, ნურც იმას დავივიწყებთ, რომ "ნატოს" წევრი რამდენიმე ქვეყანა უკრაინას სადაზვერვო თანამგზავრიდან მიღბულ ინფორმაციას რუსული არმიის გადაადგილებაზე მუდმივად აწვდის უკრაინას რეალური დროით, მაგრამ უმთავრესი მაინც უკრაინელების მოტივაცია და საბრძოლო სულის ამაღლებული მდგომარეობაა.


რუსი აგრესორები გარბიან ბრძოლის ველიდან და დაუზიანებლად ტოვებენ უახლეს ტექნიკას, ასე დატოვეს უახლესი მოდიფიკაციის ანტიბატარეული სისტემა "Зоопарк-М1"-ი, რომელიც ისედაც შეზღუდული რაოდენობით ჰყავთ რუსებს.


სისტემა უკვე უკრაინელების სამსახურშია და რუსული საარტილერიო სისტემების ლოკაციებს აწვდის უკრაინელ არტილერისტებს.
ახლახანს კი უკრაინელმა მებრძოლებმა ხელში ჩაიგდეს უახლესი რუსული ტანკი Т-90М "Прорыв", რომელსაც ბრძოლის დროს სავალი ნაწილი დაუზიანდა, თუმცა ევაკუაციას ექვემდებარებოდა. რუსებმა ტექნიკა დანაღმვის და აფეთქების გარეშე დატოვეს და ისე გაიქცნენ, ეკიპაჟის მძღოლ-მექანიკოსმა პირადი ავტომატიც კი ჩატოვა ტანკში.



უკრაინელებმა ბრძოლის ველიდან ბუქსირით გაიყვანეს ტანკი, მას მალე აღადგენენ უკრაინელი სამხედრო ტექნიკოსები და ეს რუსული უახლესი ტანკი უკრაინელების სამსახურში ჩადგება.


ტანკი აღჭურვილია დინამიური დაცვის სისტემა "რელიქტით", სურათით თუ ვიმსჯელებთ მასზე დამონტაჟებულია აქტიური დაცვის კომპლექსი "არენა მ".
ტანკს გააჩნია აგრეთვე მისი აღმოჩენის საწინააღმდეგო სპეციალური სინთეტიკური მასალისგან დამზადებული თბოიზოლაციის მქონე, პელენგაციის ჩამხშობი გადასაფარებელი რომლის ტემპერატურა გარემო ტემპერატურასთანაა შესაბამისობაში და სითბოვიზური კომპლექსებისგან ტანკის დაცვას ემსახურება.
საუბარია ეგრეთ წოდებულ "Накидка""-ზე/

imageimage ამ ტანკის ხელში ჩაგდებამდე უკრაინელებმა იგივე მოდელის ტანკი ააფეთქეს ხარკოვის ოლქში.
image
დაუზიანებელი აღნიშნული მოდელის ტანკი ასე გამოიყურება.
image


0
497
4-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
497