x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
„ამ როლისთვის არც ხაბეიშვილი გამოდგება, არც ჰელენ ხოშტარია, ვაჭრები ოცნებას ვერ დაამარცხებენ“ - ელისო კილაძე

image

ჟურნალისტი ელისო კილაძე ოპოზიციის აქტიურობით კვლავაც უკმაყოფილოა. ის პირდაპირ წერს, რომ ვაჭრები ხელისუფლებას ვერ დაამარცხებენ და ამისათვის აუცილებლად საჭიროა წესიერი-პატიოსანი ადამიანები, სხვანაირად ოცნების დამარცხება ვერ მოხერხდება. ელისო კილაძე ასევე ასახელებს კონკრეტულ გვარებს და მიიჩნევს, რომ რევოლუციური სცენარებისთვის არც ლევან ხაბეიშვილი გამოდგება და არც ჰელენ ხოშტარია. მისი თქმით, ხაბეიჭვილი პროცესიდან გაიპარა და კეზერაშვილის დაფინანსებით სხვა სქემაში ჩაერთო. ამაზე ისაუბრა ჟურნალისტმა ნანუკა ჟორჟოლიანმაც. ყოველდღიუტრად ვრცელდება ინფორმაცია მიშას პარტიაში არსებული დაპირისპირებებისა და დაძაბულობების შესახებ.


ელისო კილაძე სოციალურ ქსელში საინტერესო სტატუსს აქვეყნებს:

.

"სცენარი იყო შემდეგი: სოსო გოგაშვილი ტოვებდა ქვეყანას, ითხოვდა პოლიტიკურ თავშესაფარს და იწყებდა"მხილების" კამპანიას. საქართველოში კეზერაშვილი იწყებდა საპროტესტო ტალღის დაფინანსებას და ვადამდელი არჩევნების მოთხოვნას. ფიქრობდნენ რომ გოგაშვილის მხილებას ქუჩაში აღშფოთებული ხალხის გამოვარდნა მოყვებოდა.
ამ სცენარის ავტორებს ვურჩევ-უზნაძის განწყობის თეორია წაიკითხონ.
ქვეყანაში სადაც მხილებაზე გიჟდებიან, მორალურად დაზიანებული ადამიანი (ამ შემთხვევაში გოგაშვილი) თანაგრძნობას ვერ მოიპოვებს. რევოლუციას, მიშასნაირი ლიდერი სჭირდება. ამ როლისთვის არც ხაბეიშვილი გამოდგება და არც ჰელენ ხოშტარია. და ვინც არ იცით, გეტყვით რომ არსებობს კიდევ ერთი ნო-ვინ როდის გარიგდება ოცნებასთან არშემდგარი რევოლუციის ორგკომიდან, კაცმა არ იცის! ოცნება აუცილებლად დამარცხდება, მაგრამ მას წესიერი ადამიანები დაამარცხებენ და არა ვაჭრები.
.
p.s.ეს ყველაფერი ეთერიდან რომ არ მომეყოლა თქვენთვის, იმიტომ ვარ ეკრანებიდან მოხსნილი როცა მთა არ მიდის მუჰამედთან, მუჰამედი მიდის მთასთან.მგონი ის დროა, ტელევიზია გავაკეთო.
.
ყველაფერი ახალი, კარგად დავიწყებული ძველია კეზერაშვილს უბრძანებია, ჩემს წინააღმდეგ ელისო კილაძეს კობა ნაყოფია აფინანსებსო და მისი პარტიიდან გაწევის მოთხოვნის ერთ ერთ მიზეზად ეს ფაქტი დაუსახელებია.
კეზერ, გოგაშვილის დანოსებს არ აყვე-ჯერ კიდევ, 2017 წელს აწერინებდა მაგ ბოდვებს "უკრაინულ ვიკილიქსს". რეალური მიზეზები თუ გაინტერესებს, (ვეჭვობ, უნდა გახსოვდეს 2016 წელი)ეთერში მოგიყვები, აკრძალვებს რომ მოხსნი ჩემზე "ოპომედიაში"
.
ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისზე მოსე მწერლის შეფასებები მომაკლდა-ოპოზიციაში ჩანერგილი აგენტების გაშიფვრა გადაიფიქრა? ნეტა იმას, ვისაც ანტრიკოტას რევოლუციის იმედი ჰქონდა და ნეტა ანტრიკოტას ხასიათს, ამათ იმედზე რომ ჩე გევარობა მოინდომა. გაიგე ახლა ვინ ვინ გაყიდა და როდის-მე შენ გეტყვი, ერთგულების ეტალონები არიან ან ერთ, ან მეორე მხარეს, “ - წერს ელისო კილაძე.
0
142
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
142
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0