x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
ვინ ჩაანაცვლებს ნიკა მელიას? - ნახეთ, ვის გვარს ასახელებს ნანუკა ჟორჟოლიანი

image


ჟურნალისტმა ნანუკა ჟორჟოლიანმა "ტვ პირველში" სტუმრობისას პარტია "ნაციონალურ მოძრაობაში" არსებულ იმ შიდა დაპირისპირებებისა და განხეთქილების შესახებ ისაუბრა, რაც უკვე რამდენიმე დღეა მედიასაშუალებებში განხილვის მთავარი თემაა. ტელეწამყვანის თქმით, პარტიაში ამჟამინდელი თავმჯდომარის, ნიკა მელიას ჩანაცვლება სწორედ გრიგოლ ვაშაძეთი იგეგმება. ნანუკა ჟორჟოლიანის "საჯარო პოლიტიკაში" გაკეთებულ განცხადებებს უცვლელად გთავზობთ:


"ნიკა მელია ძალიან მომწონდა, მისი ქარიზმის, ბრძოლის გამო, შემდეგ, რაღაცნაირი ნიკა მელია, დაჭერის შემდეგ რომელიც მივიღეთ, ის არ იყო ის პოლიტიკური ლიდერი, რომელიც მე “მევასა”. ნიკას შეეძლო მეტი ებრძოლა მიშასთვის და მეტი გაეკეთებია. ჩვენ ძალიან მძიმე საუბრები გვქონდა, მაგრამ ახლა ნახეთ რა ხდება – ნიკა მელია ანაცვლებს ტიპი, რომელსაც უნდა, რომ პარტიაში მოვიდეს გრიგოლ ვაშაძე.


ხვდებით, რასთან გვაქვს საქმე? განიხილავენ ნიკა მელიას ჩანაცვლებას და ერთ-ერთი ვერსია არის გრიგოლ ვაშაძის. მე რომ მეუბნებოდეს პარტია, აი, ნიკა მელიასთან მაქვს ის პრეტენზია, რომ უკან დაიხია, არ იბრძოლა, ლიდერი ჩატოვა და აი, ახალგაზრდა ტიპები, მებრძოლი – შიგნითაც არიან ეგეთები, ერთგულები, იდეალისტები, ჰყავს ამ პარტიას. რომ მითხრან, რომ ნიკა მელიასთან ეს პრეტენზიები აქვთ, გავიგებდი, მაგრამ თუ ეს პარტია ის უნდა განვითარდეს, რომ ვაშაძე იყოს მათი ლიდერი, მე ვამბობ, რომ ეს პარტია არის საზიზღარი პარტია და არასოდეს ხუთიანს აღარ შემოვხაზავ. რა ვაშაძე, ხალხო, ქოცი ვაშაძე, ჩხარტიშვილის მოგვარებული თემით? არიან იქ ადამიანები, რომლებსაც თავიანთი გავლენები აქვთ.


ეს არ არის კეზერაშვილი. შეიძლება მერაბიშვილიც… იქ ვიღაცა სხვას განიხილავს, იმიტომ რომ როგორც ჩანს ნიკა მელია საკმარისად მონა არ აღმოჩნდა და ახლა უფრო დიდი კალიბრის მონა სჭირდებათ… პეტრე ცისკარიშვილი არ განიხილება საერთოდ მაღალ ინსტანციებში… მე ამომრჩეველს ვეუბნები, გრიგოლ ვაშაძე გინდათ რომ იყოს პარტიაში? ნიკა მელიაც არ გინდათ, ასეთი ნიკა მელია მეც არ მინდა, მე მინდა მებრძოლი ნიკა მელია, რომელიც იყო დაჭერამდე, რომელიც მიშას თავისუფლებისთვის იბრძოლებს, რომელიც ქართული ოცნების წინააღმდეგ იბრძოლებს, ოღონდ ქუჩაში და სხვა შემართებით.


…ამათ ახლა უნდათ დილის 6 საათზე დაწებული მშენებლობები და… ანუ, გარკვეული ტიპები მიშას ტემპში აღარ სხედან, ჩავარდნენ შოკში, წარმოიდგინეს უცებ ეს შეცვლილი რეალობა და არაფრისთვის აღარ იბრძოლეს.


არ მჯერა რომ რომელიმე ქართულ ოცნებასთან შეკრულია, არც ნიკა მელიაა შეკრული, არც ხაბეიშვილი… არა, უბრალოდ მიშა არ უნდათ, ან მათ ან მათ თანამებრძოლებს. მიშა უნდათ კიევში, სადაც დაეხმარება…


მიშას ძალიან არ აინტერესებს რა ხდება პარტიაში… ეს ამბავიც არ აინტერესებს და შემიძლია დაბეჯითებით გითხრათ, არ ერევა ამ ამბავში. მიშა ფიქრობს რომ ახლა ამის დრო არ არის, მიშა სურათს დიდ ჩარჩოში ხედავს, ეგეთ დეტალებზე დაწვრილმანდეს და ახლა იქ იმან იმას შტერო უთხრა, იმან ხელი დაარტყა, ხომ ხვდებით… მიშა, როგორც ჩანს, ისე ტრაგიკულად არ უყურებს ამ ყველაფერს, როგორც მე. მახსოვს რუსთავის ციხესთან რომ ყველაფერზე უარი მეთქვა, მე მაშინ მას მივწერე და ამას ძალიან მსუბუქად უყურებს. ხომ იცით რა ტიპია, ირაკლი ოქრუაშვილს აპატია რა…"- განაცხადა ნანუკა ჟორჟოლიანმა გადაცემაში სტუმრობისას.





0
467
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
467