x
image
რუსუდან ნადირაშვილი
თბილისის სკვერში ჩვილი იპოვეს, კალათაში წერილიც იდო…„შვილო, რომ გაიზრდები ალბათ მაპატიებ“
image


თბილისის ერთ-ერთ სკვერში მიტოვებული ახალშობილი იპოვეს. კალათში წერილიც იდო. მისი ავტორი, სავარაუდოდ, ბავშვის დედაა. წერილში დედა საკუთარ შვილს მიმართავს და წეარმატებებს უსურვებს. ამ ინფორმაციას სოციალურ ქსელში nodar mjavia ავრცელებს.

აი რა ეწერა წერილში. გთავაზობთ წერილში მოცემულ ტექსტს:


,

„ვინც ჩემს შვილს იპოვის, ბოდიშს ვუხდი. ღმერთმა დიდი ბედნიერება მარგუნა, მაგრამ არ შემიძლია შვილს მოვუარო. მისი მიტოვება ჩემთვის სიკვდილს ნიშნავს. ჯერ ისე პატარა და ისე უმწეოა… თუმცა, ის შიმშილით სიკვდილისთვისაა განწირული. ჩემი პატარას მიტოვება იძულებითი გადაწყვეტილებაა, მაგრამ რეალობა, რომელშიც მე ვცხოვრობ ამას მაიძულებს. დღეს მხოლოდ 1.60 ლარი მქონდა, კალათში ვტოვებ ორ ცალ პამპერსს.

.

შვილო, როცა გაიზრდები ალბათ, მაპატიებ, სიცოცხლის ბოლო წამამდე შენზე ვიფიქრებ და ცრემლს არ გავიშრობ, მაგრამ მირჩევნია ვიცოდე, რომ სადღაც, თუნდაც ჩემგან შორს ცოცხალი ხარ. იმედი მაქვს, ღვთის შეწევნით კარგი ადამიანების ხელში მოხვდები.

,

არ ვიცი ჩემი დანაშაულია თუ არა, რომ არ მაქვს ელემენტარული თანხა რომ მოგიარო. შენ ხომ იცი ჩემო პატარავ, რომ უკვე მესამე დღეა მშიერი ვარ, მაპატიე, რომ დედობა ვერ შევძელი. იქნებ ოდესმე შევხვდეთ კიდეც. შენთვის ვილოცებ“ – წერს ქუჩაში ნაპოვნი ახალშობილის დედა.

.

ძალიან ბევრი კი მიტოებული ჩვილების შვილად აყვანის სურვილს გამოთქვამს, რაც არც ისე მარტივია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს.


საინტერესოა რა გზას გადის ჩვილი მიტოვებიდან ახალ ოჯახამდე, როდის და რა პირობებით ხდება მისი გაშვილება და რატომ არის ამხელა რიგი იმ ოჯახებისა, რომლებსაც ბავშვების შვილად აყვანა სურთ.

.

ამ კითხვებზე პასუხები სოციალური მომსახურების სააგენტოს, მეურვეობისა და მზრუნველობის სამმართველოს უფროსმა ეთერ ცხაკაიამ გაგვცა.


როგორც ის ამბობს, ჩვილის მიტოვების შემთხვევაში პირველი და პრიორიტეტული მისი მშობლის მოძებნაა, მაგრამ თუ ეს ვერ ხდება, იწყება სოციალური მომსახურების სააგენტოს პროცედურები.


  • რა პროცედურებია ეს და რა ეტაპებს გადის ჩვილი მიტოვების შემდეგ?

ვინც აღმოაჩენს ჩვილს, ის რეკავს 112-ში. ადგილზე მიდის შინაგან საქმეთა სამინისტრო და ჩვილი პირველ რიგში სამედიცინო დაწესებულებაში გადაჰყავთ, რათა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გამოიკვლიონ.


ამის შემდეგ, ჩვენი იურისტი და სოციალური მუშაკი მიდიან იმ კლინიკაში, სადაც ბავშვია განთავსებული. ბავშვს არ აქვს საბუთები და სააგენტო იწყებს მისი დოკუმენტაციის და პირადი ნომრის მოწესრიგების საკითხს.


იმ შემთხვევაში, თუ ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ჩვილი სახელმწიფო ზრუნვაში გადავიყვანოთ, ასეთი ბავშვები დროებით ხვდებიან ოჯახებში, სადაც მათი დაყოვნების ვადა მაქსიმუმ სამი თვეა.

.

აღსანიშნავია, რომ ბავშვი გადაუდებელ მიმღებ ოჯახში ხვდება, რომელსაც არასდროს არ აქვს რაიმე უპირატესი უფლება შვილებასთან დაკავშირებით.

ამ სამ თვეში ბავშვს სასამართლო მიტოვებულად აღიარებს. მიენიჭება გასაშვილებელი ბავშვის სტატუსი და ჩაერთვება გაშვილების პროცედურებში, რიგითობით.


  • ოჯახს, რომელსაც ჩვილი იპოვა, აქვს თუ არა მისი დატოვების უფლება?

არა, მათ აუცილებლად უნდა შეატყობინონ შინაგან საქმეთა სამინისტროს. სურვილის შემთხვევაში, მათ შვილად აყვანის პროცედურების დროს, არანაირი უპირატესობა არ ექმნებათ.


შვილად აყვანისა და მინდობის შესახებ კანონში, ჩამოთვლილია უპირატესი უფლებები. ეს არის: ნათესაური შვილად აყვანა, გერის შვილად აყვანა, ის ოჯახი, რომელთანაც ბავშვი მინდობით აღზრდაში 6 თვეზე მეტი ხნით იმყოფებოდა; ასევე ოჯახი, სადაც ბავშვის ერთი დედმამიშვილი უკვე განთავსებულია.


  • რამდენი მიტოვებული ჩვილია დარეგისტრირებული სააგენტოში?

დღეის მდგომარეობით, 5 ჩვილია, რომელთაც გასაშვილებელი ბავშვის სტატუსი უკვე მინიჭებული აქვთ. მათ სააგენტო რიგითობით სთავაზობს იმ ოჯახებს, რომელბიც რიგში დგანან.


ჯერჯერობით 35 ბავშვი ითვლება დროებით მიტოვებულად. უმეტესად ისინი მინდობით აღზრდაში არიან [დროებით ოჯახებთან]. არიან ბავშვები, რომლებსაც მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობა აქვთ. ისინი ჩვილ ბავშვთა სახლში თავსდებიან.


ამ 35 ბავშვის ოჯახების ნაწილთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რომ ისინი ბიოლოგიურმა მშობლებმა დაიბრუნონ.


  • რა არის ძირითადად მიტოვების მიზეზი?

უფრო ხშრიად, მიზეზი ჯანმრთელობის მდგომარეობა და განსხვავებული საჭიროებაა. სამწუხაროდ, ბიოლოგიური ოჯახები უარს აცხადებენ ხოლმე მათ დაბრუნებაზე.


ჩვენ გვაქვს ასეთი სერვისი: სოციალური მუშაკი მუშაობს ოჯახებთან, უხსნის მათ რა უარყოფითი შედეგი მოაქვს დედისა და ჩვილის დაშორებას, განსაკუთრებით იმ ჩვილისთვის, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს; რას სთავაზობს სახელმწიფო დედას, იმისთვის რომ გაზარდოს თავისი შვილი და ა.შ.

1
395
1-ს მოსწონს
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
395
  
2022, 27 სექტემბერი, 11:54
ვინმემ იპოვეთ ეს გოგო კამერებით და მივმართავთ შესაბამის ორგანიზაციებს საქველმოქმედოებს რავი ბისნესებს ყველას და დავუბრუნოთ ამ ბავშვს შვილი გამართულად უწერია წერილი აშკარად არ არის ბოშა ანდა უცხო ტომელი არასაქართველოს მოქალაქე ვინც არ უნდა იყოს შვილს რომ ტოვებს გაჭირვების გამო მაინც ცოდოა მაგრამ ქართველზე და საქართველოს მოქალაქაზე განსაკუთრებით მწყდება გული რა ეროვნებისაც არ უნდა იყოს... იმ სკვერში კამერები ხომ იქნება ან რამე რავი როგორმე იქნებ დაინტერესდეთ და ერთი ადამიანი მაინც გადავარჩინოთ... ლამის მოვკვდე ისე მეწვის გული...ყველამ ერთად იქნებ შევძლოთ...
0 1 1