x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133854
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508144
მანსა მუსა: ვინ იყო და რა ქონებას ფლობდა მეფე, რომლის სიმდიდრეზე დღემდე ლეგენდები დადის?
კანკან მანსა მუსა I იყო 1307 წლიდან (თუ 1312 წლიდან) 1332 (სხვა მონაცემებით 1337) წლამდე მალის მანსა ანუ მეფე. მალი იმ დროისთვის დასავლეთ აფრიკის უდიდესი სახელმწიფო იყო. მანსას მმართველობის დროს სამეფომ ძლიერების და სიმდიდრის ზენიტს მიაღწია, ხოლო მისი სატახტო ქალაქი ტიმბუქტუ აფრიკის უმნიშვნელოვანესი ცენტრი გახდა.


მანსა თავისი დროის უმდიდრესი ადამიანი იყო და გამაოგნებელი მოცულობის ქონებას ფლობდა. უფრო სწორად, მანსა ფლობდა იმხელა სიმდიდრეს, რომ ამის არც აღწერა იყო შესაძლებელი და არც აღნუსხვა.


ზოგიერთი ჟურნალისტი ვარაუდობს, რომ ის დღევანდელ ფულზე 400 მილიარდი დოლარის (1, 12 ტრილიონი ლარი) ეკვივალენტ ქონებას ფლობდა, ზოგი მკვლევარი კი გაცილებით უფრო დიდ რიცხვს ასახელებს. ასეა თუ ისე, დღემდე ზუსტად არავინ იცის, რამხელა ქონებას ფლობდა მუსა.


ლეგენდარულია მანსას ჰაჯი - მექასკენ მოგზაურობა მომლოცველის რანგში. ტიმბუქტუდან მექამდე გზა 7000 კილომეტრს შეადგენდა, რაც მანსა მუსამ 1324/25 წლებში ოქროთი დაფარა, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით. ლეგენდარულმა მეფემ ამ გზაზე იმდენი ოქრო გაიღო, რომ ქაიროში იქაური ოქროს ფულის, დინარის კურსი 10 წლის მანძილზე გააუფასურა თავისი წინანდელი ღირებულების 25%-მდე. თავად მანსამაც კი იგრძნო ეს მექადან ხელახლა შემოვლის ჟამს და შინ დასაბრუნებელი ფული ქაიროელ დიდვაჭრებს ესესხა.



დამასკოელი არაბი ისტორიკოსის, შიბაბ ალ-ომარის (1301-1349) წყარო აი რას ამტკიცებს: “სულთანმა მუსამ მე მომითხრო, რომ მას თავის სამეფოში ერთადერთს აქვს უფლება ოქროზე და მთელ ოქროს ის ხარკის სახით კრეფს, გარდა იმისა, რასაც მას ცალკეულ შემთხვევებში შესაძლოა ჰპარავენ. აქვე ალ-ომარი აღწერს, რომ მოგზაურობის დროს მუსას ამალა 60, 000 ადამიანისგან შედგებოდა, საიდანაც 12, 000 მონა იყო, ხოლო 80 აქლემს ბაჯაღლო ოქრო აკიდებული მიჰქონდა, თითოს 300 ფუნტი.


მანსა მუსას სიმდიდრე ეფუძნებოდა იმ დიდძალ ოქროს საბადოებს, რაც მის ქვეყანაში უხვად არსებობდა. სამეფოში იყო ადგილები, სადაც ოქრო პირდაპირ მიწაზე ეყარა და უბრალოდ უნდა მოგეკრიფა. ამას მანსა მუსას მონები აკეთებდნენ, რომლებიც დღედაღამ საკუთარი ბატონის კეთილდღეობისთვის მუშაობდნენ.


მუსა

3
467
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
467
  
2022, 1 ოქტომბერი, 22:49
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 30 სექტემბერი, 1:41
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 26 სექტემბერი, 22:59
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 3