x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
"შვილის გარდაცვალების შემდეგ ამნეზია დამემართა" - მსახიობი ნანა ფაჩუაშვილი
image

.

ორი წლის წინ, თე­ატ­რი­სა და კი­ნოს მსა­ხი­ობს ნანა ფა­ჩუ­აშ­ვილს, ვაჟი გარ­და­ეც­ვა­ლა. თა­მაზ აფხა­ი­ძე 55 წლის იყო. ნანა ფა­ჩუ­აშ­ვილ­მა პირ­ველ მე­უღ­ლეს­თან - თა­მაზ აფხა­ი­ძე უფ­როს­თან სულ ხუთი თვე იცხოვ­რა. მე­უღ­ლე რამ­დე­ნი­მე თვე­ში ტრა­გი­კუ­ლად და­ი­ღუ­პა, თუმ­ცა მის­გან ერთი ვაჟი - თა­მაზ აფხა­ი­ძე უმ­ცრო­სი დარ­ჩა. მსა­ხი­ო­ბი რუსთავი 2-ის გა­და­ცე­მა "სხვა კი­თხვებ­ში“ შვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის ტკი­ვი­ლით გა­მოწ­ვე­ულ ამ­ნე­ზი­ა­ზე ისა­უბ­რა და ასე­ვე მისი და მსა­ხი­ობ გოგი ხა­რა­ბა­ძის ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე...

,


"მარ­ტო ვარ­ჩიე ცხოვ­რე­ბა, მარ­ტო ვარ, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა რომ იყო სა­შიშ­რო­ე­ბა ცუ­დად გავმხდა­რი­ყა­ვი. ჩემი ქა­ლიშ­ვი­ლი უცხო­ეთ­ში ცხოვ­რობს და ჩემი ვა­ჟის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ, ის დარ­ჩა სამი თვე ჩემ­თან. მო­უ­ლოდ­ნე­ლად ცუ­დად გავმხდარ­ვარ, ორ­დღი­ა­ნი ამ­ნე­ზია და­მე­მარ­თა. მიხ­ვდა ჩემი ქა­ლიშ­ვი­ლი რომ ვერ ვი­ყა­ვი კარ­გად, და­რე­კა, მო­ვიდ­ნენ ჩემი შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი. მე ამ დროს სად ვარ რე­ა­ლო­ბას მო­წყვე­ტი­ლი, დავფრი­ნავ, იცით, რა კარ­გი იყო...

.

სას­წრა­ფო მო­ვი­და და არ მივ­ყვე­ბო­დი. რად მინ­და სას­წრა­ფო-მეთ­ქი. გონ­ზე რომ მო­ვე­დი, სა­ა­ვამდყო­ფო­ში ვი­ყა­ვი, ბეწ­ვზე გა­დავ­რჩი. რო­დე­საც პა­ლა­ტა­ში ჩემი შვი­ლიშ­ვი­ლი ლე­ვა­ნი­კო შე­მო­ვი­და და სა­წოლ­თან მისი ხელი და­ვი­ნა­ხე, ვკი­თხე, კი მაგ­რამ, შენ რა­ტომ ხარ აქ, თა­მა­ზი სად არის-მეთ­ქი. თან ვნერ­ვი­უ­ლობ­დი რომ არ იყო, თან ვე­კი­თხე­ბო­დი. ეს და­მე­მარ­თა შვი­ლის და­ღუპ­ვი­დან თვე­ნა­ხე­ვარ­ში. აი, იქ უკვე მიხ­ვდნენ, რომ ვერ ვარ... ნუ გე­ში­ნია, მო­ვაო, მამ­შვი­დებ­და. იმის შემ­დეგ, სულ ეში­ნია ლე­ვანს, ხში­რად მე­კი­თხე­ბა, - ნანა, რო­გორ ხარ?.." - გა­ნა­ცხა­და მსა­ხი­ობ­მა.

.
ნანა ფა­ჩუ­აშ­ვილ­მა ასე­ვე ისა­უბ­რა მსა­ხი­ობ გოგი ხა­რა­ბა­ძე­ზე, რო­მელ­თა­ნაც კონ­ფლიქ­ტი ჰქონ­და...

"ჩვე­ნი ხა­სი­ა­თი ვერ შე­ე­წყო, მაგ­რამ ვი­ყა­ვით პარტნი­ო­რე­ბი და ჩვე­ნი პრო­ფე­სი­ონ­ლიზ­მის წყა­ლო­ბით ეს არ გვე­ტყო­ბო­და სცე­ნა­ზე. არა­და, კუ­ლი­სებ­ში არც ვე­სა­უბ­რე­ბო­დით ერ­თმა­ნეთს. ერთხელ რა­ღაც შე­ნიშ­ვნა მი­ვე­ცი რო­გორც პარტნი­ორს და არ მი­ი­ღო... ჩემ თავ­ზე გავ­ბრაზ­დი, ვინ მე­კი­თხე­ბო­და. მე­რეც წლე­ბი არ ვე­ლა­პა­რა­კე­ბო­დით ერ­თმა­ნეთს და მოხ­და, ისე რომ ჩემი შვი­ლის ტრა­გე­დი­ის დროს ეკ­ლე­სი­ა­ში შე­მო­ვი­და. უკვე უჭირ­და სი­ა­რუ­ლი, დიდი ტკი­ვი­ლით მო­მი­სამ­ძიმ­რა, ჩვენ ერთი დიდი ტრა­გე­დი­ის ადა­მი­ა­ნე­ბი აღ­მოვ­ჩნდით. მან გა­დად­გა ეს ნა­ბი­ჯი. მაგ­რამ მა­ნამ­დე მე გა­დავ­დგი და სა­პა­სუ­ხო იყო გო­გის მხრი­დან... სი­ბე­რე­ში უფრო გა­ვუ­გეთ ერ­თმა­ნეთს რო­დე­საც გაგ­ვი­ჭირ­და".. - ყვება ნანა ფაჩუაშვილი.

.

0
161
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
161
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0