x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133841
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508141
10 პოპულარული ანიმაცია და მათი უცნაური ანალოგები, რომლებიც ჯობდა სულ არ გამოეშვათ

image
რთული და შრომატევადია შექმნა ისეთი ანიმაცია ან ფილმი, რომელიც მასის სიმპათიას გამოიწვევს და თუ არ უყურებს, ეცოდინებათ მაინც მათ შესახებ. რა თქმა უნდა გაცილებით მარტივია იგივე იდეის გამოყენება რაიმის შესაქმნელად, რაც პლაგიატად ითვლება. ასეთი ნამუშევრები როგორც წესი დიდ პოპულარობას ვერ აღწევს ხოლმე და მათ შესახებაც მხოლოდ ერთეულებმა იციან:

1. მულტფილმი "მადაგასკარი" და მულტფილმი "ცხოვრება ჯუნგლებში: განსაკუთრებით საშიშია აფრიკაში"image
2005 წელს გამოვიდა ფერადი და ნათელი მულტფილმი მხიარული ცხოველების მოგზაურობის შესახებ. იდეის გაცოცხლება 2012 წელს სცადა ნაკლებად ცნობილმა ამერიკულმა სტუდიამ, თუმცა მათ წარმატებას ვერ მიაღწიეს.

2. მულტისერიალი სიმპსონები და ქართული ანალოგი სამსონაძეები

ცნობილი სიმპსონების პირველი სერია 1989 წელს გამოვიდა და დღემდე პოპულარულია, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც “წინასწარმეტყველებები" ემთხვევა. სიმპსონების ქართული ანალოგი კი როგორც გემახსოვრებათ, იმედზე გამოვდა 2009 წელს და მალევე დაიხურა.image

3. მულტფილმი “მამაცი გული" და მულტფილმი “მამაცი კიარა"

ამ შემთხვევაში საინტერესო ისაა, რომ ინდური ანიმაცია ამერიკული ვერსიის გამოშვებიდან 1 წლით ადრე. 2010 წელს გამოვიდა, “მამაცი გული" კი 2011 წელს. თუმცა მთავარი გმირის პლაგიატში მწარმოებელ კომპანიას ადანაშაულებენimage

4. ანიმაციური სერიალი "სკუბი-დუ, სად ხარ?" და ანიმაციური სერიალი “გუბერი და მოჩვენებებზე მონადირეები"

მხიარული სკუბი-დუსა და მისი მეგობრების ანიმაციური მისტიკური თავგადასავალი ჯერ კიდევ 1969 წელს იყო ნაჩვენები. მსგავსი ამბავი სხვა კომპანიამ 1973 წელს გაავრცელა. ნახატების კონცეფციების მსგავსება უბრალოდ გასაოცარია.image

5. “ანიმაციური სერიალი “სპანჯ ბობი" და ანიმაციური სერიალი “ქოქოსი ფრედი"

ცნობილი სპანჯ ბობის და მისი მეგობრების უცნაური და სახალისო ისტორიები 1999 წლის 1 მაისს დაიწყო და დღემდე გამოდის, რაც შეეხება ქოქოსს სახელად ფრედს, პირველი ეპიზოდი 2005 წელს გამოვიდა და კონცეფციაში ასევე საოცარი მსგავსებაა, პროექტი 1 წლის შემდეგ დაიხურა.image

6. მულტფილმი “ზევით" და მულტფილმი “ზევით: მოგზაურობა საჰაერო ბუშტზე"

ორიგინალური მულტფილმი გამოვიდა 2009 წლის მაისში, ოქტომბერში კი მისი “ჩინური ვერსია" გამოვიდა.image

7. მულტფილმი "ნემოს ძიებაში" და მულტფილმი "იესოს ძიებაში"

ლეგენდარული მულტფილმი დიდ ეკრანებზე 2003 წელს გამოვიდა. ზღვის ცხოვრების ძალიან მსგავსი სურათი კი 2020 წელსაც გამოჩნდა. საინტერესოა, რომ მას მეორე ნაწილიც აქვს.image

8. მულტფილმი "მანქანები" და მულტფილმი "მანქანები: წინ"

ცნობილი “მანქანები", რომელიც ალბათ ყველას აქვს ნანახი, 2006 წელს გამოვიდა. ძალიან მსგავსი ანიმაცია კი 2017 წელსimage

9. “თეთრი ლომი კიმბა: და “მეფე ლომი"

მულტფილმის „მეფე ლომის“ გარშემო კამათი მრავალი წელია არ ცხრება. ბევრი დარწმუნებულია, რომ ფილმი ცნობილი იაპონური მანგას Kimba the White Lion-ის ასლია, რომელიც 1965 წელს გამოვიდა. განსაკუთრებით დაკვირვებულმა ადამიანებმა შენიშნეს მსგავსება სიუჟეტში, ხელოვნებასა და ზოგადად ატმოსფეროში. თუმცა, The Lion King-ის პროდიუსერებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ ეს სხვა არაფერია თუ არა დამთხვევა, რადგან მათი შედევრის შექმნისას ამ მულტფილმითაც კი არ იყო შთაგონებული.image

10. მულტფილმი “ტროლები" და “ტროლების მიწა"

საყვარელი მულტფილმი პატარა ჯადოსნური არსებების თავგადასავალზე აჩვენეს 2016 წელს. იმავე წელს გამოვიდა მსგავსი სურათი, რომელიც იგივე თემაზე იყო გაკეთებული.image

1
561
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
561
  
2022, 26 სექტემბერი, 23:00
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1