x
მეტი
  • 09.12.2022
  • სტატია:124203
  • ვიდეო:355547
  • სურათი:496957
"ამ ქაჯის რეაქცია ნახეთ... არ შეუძლია დაივიწყოს, რომ ვარსებობ" - ვისზე საუბრობს თამარ ჩერგოლეიშვილი

image


"ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების" (VES) დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი დეპუტატ სალომე სამადაშვილის მიერ "ტაბულას" ჟურნალისტის დამცირების მცდელობას "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეხმაურება და პარტია "ლელოს" წევრს "9 ნომრიან ქაჯს" უწოდებს. ჩერგოლეიშვილის თქმით, გენოციდის თემაზე მისი მსგავსი რეაქცია მმართველი გუნდის წარმომადგენლებსაც კი არ ჰქონიათ:


"არცერთი ქოცი ასე არ მოქცეულა გენოციდის თემაზე.
გენოციდის აღიარების კამპანიის ნაწილია ტაბულა მაისიდან - გამოსცა სპეციალური ჟურნალი, ჩაწერა მსხვერპლთან ინტერვიუები, 6 თვეა ამაზე მუშაობს - ტაბულას დამსახურებით თემა წაიღო ალჯაზირამ, ახლა აკეთებს ნიუ იორკერი.


კამპანიის მხარდაჭერისკენ თავიანთ გამომწერებს მოუწოდებენ ტომას ილვესი (ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი), ილაი ლეიკი, ტომ როგანი, დევიდ პატრიკარაკოსი - ყველა ცნობილი ჟურნალისტი და პოლიტიკური მიმომხილველი, სხვებიც ერთვებიან...


და ამ 9 ნომერი ქაჯის რეაქცია ნახეთ ვერ გამცდა... არ შეუძლია უბრალოდ დაივიწყოს, რომ ვარსებობ" - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.




0
855
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
855