x
მეტი
  • 27.11.2022
  • სტატია:123929
  • ვიდეო:355469
  • სურათი:496461
10 ყველაზე ეფექტური საკვები პროდუქტი კიბოს წინააღმდეგ!
კიბო


კიბოსგან თავდაცვის ყველაზე ეფექტური ხერხი პრევენციაა. კიბოს პრევენცია მოიცავს მოწესრიგებულ იმუნურ სისტემას, საკმარის ძილს, ასაკის შესაბამის მოძრაობას, ფიზიკურ აქტიურობას და ჯანსაღ კვებას. ეს ყველაფერი ხელს გვიწყობს კიბოს რისკების მინიმუმამდე დაყვანაში.


მაგრამ ამ პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა მაინც ჯანსაღ კვებას ენიჭება, რადგან ზოგიერთ საკვებ პროდუქტს ადამიანის სხეულის უჯრედების დაცვა შეუძლია კიბოს წარმოქმნისა და ზრდისგან.


ქვემოთ სწორედ 10 ასეთ პროდუქტს წარმოგიდგენთ:



1. ვაშლი


ვაშლში შემავალი ნივთიერებები კიბოს ბევრი სახეობის პრევენციას უწყობს ხელს. გარდა ამისა ვაშლი C ვიტამინის ნამდვილი საბადოა, რომელიც თავისუფალ რადიკალებს ებრძვის. დღეში 1 ვაშლის ჭამაც საკმარისია კიბოს რისკის მნიშვნელოვნად შემცირებისთვის.


2. ბროკოლი


ეს მწვანე ფერის ბოსტნეული ცნობილია როგორც “ჩემპიონი” მცენარეულ საკვებში კიბოს პრევენციის თვალსაზრისით. ის სასარგებლო ნივთიერებების საბადოა და C ვიტამინსაც ლიმონზე ორჯერ მეტს შეიცავს. პატარა რჩევა: ახალგაზრდა ბროკოლი 50-ჯერ უფრო ეფექტურად იცავს ორგანიზმს კიბოსგან, ვიდრე ძველი.


3. მწვანე ჩაი


მწვანე ჩაიში შემავალი ნივთიერებები განსაკუთრებით პროსტატის, მკერდის, კანის, ნაწლავის და ფილტვების ავთვისებიან სიმსივნეთა პრევენციას ახდენენ. დღეში 2-3 ფინჯანი მწვანე ჩაი ძალიან სასარგებლოა. ოღონდ დააცადეთ 8-10 წუთი, რათა წყალში სასარგებლო ნივთიერებები ბოლომდე გაიხსნას.


4. შავი შოკოლადი


შავი შოკოლადი, რომელიც 70%-მდე კაკაოს შეიცავს, სხეულს პოლიფენოლებით ამარაგებს, რასაც ანთების საწინააღმდეგო და კიბოს უჯრედების დამამარცხებელი ეფექტი გააჩნია.


5. ზეთისხილი


ზეთისხილის ერთი მუჭა ნაყოფიც კი ყოველდღიურად საკმარისია, რათა კიბოს წარმოშობის რისკი მინიმუმამდე დაიყვანოთ.


6. ქაშაყი


ომეგა 3-ის მოლეკულებს ანთებითი პროცესის ჩახშობა შეუძლიათ. კვირაში 3-ჯერ თევზის კერძების მიღებას მკერდის, პროსტატის და ნაწლავის კიბოს რისკის 40%-ით შემცირება შეუძლია.


7. ნიორი


მასში შემავალი ქლოროფილი და სელენი კიბოს პრევენციისთვის განსაკუთრებით ეფექტურია.


8. ციტრუსები


საქართველო ციტრუსების ქვეყანაა და კვირაში რამდენჯერმე ფორთოხლის, გრეპფრუტის ან მანდარინის მიღება წესით ძალიან არ უნდა გაგვიჭირდეს. ერთი რჩევა ის იქნება, რომ ციტრუსებს შიდა თეთრ კანს ნუ შემოაცლით, რადგან სწორედ თეთრი კანი შეიცავს ფლავენოიდებს, რაც ვიტამინ C-ს მოქმედებას 30-ჯერ ზრდის. ყველაზე სასარგებლოა გრეიპფრუტის, ლიმნის და ფორთოხლის დაჭყლეტა და კოქტეილში 1 კოვზი სელის ზეთის შერევა. ეს საუკეთესო საშუალებაა კუჭის, საყლაპავი მილის და პირის ღრუს ავთვისებიანი სიმსივნეებისგან თავის დასაზღვევად.


9. სრული მარცვლეული


სრული მარცვლეულის შემცველი პურეული ხელს უშლის ნაღვლის მჟავას კონცენტრაციას ნაწლავში და ნაწლავის კიბოს წარმოქმნას. დღეში 2-3 ნაჭერი სრული პურეულიც კი საამისოდ საკმარისია.


10. ჟოლო


ელაგის მჟავა, რომელსაც ჟოლო შეიცავს, ეწინააღმდეგება უჯრედების გადაგვარებას და ხელს უწყობს გადაგვარებული უჯრედების განადგურებას. ამის შედეგად საშვილოსნოს ყელის, საკვერცხეების და ნაწლავის კიბოს პრევენციაა შესაძლებელი. კიბოსგან პრევენციას ხელს ასევე პროანთოლციანიდინებიც უწყობს, რასაც ჟოლო ასევე უხვად შეიცავს.

1
87
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
87
  
26 სექტემბერი, 23:02
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1