x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
„ფაზლები დალაგდა! მიშა ფულზე გაყიდეს და გაიძურწნენ, ტელეფონსაც არ პასუხობდნენ, გვარებით მოვყვები“
image


ჟურნალისტი, ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლებასთან ბრძოლაში თანაგუნდელების არასათანადო აქტიურობაზე საუბრობს. ის მიიჩნევს, რომ ნაცმოძრაობასა და მათთან დაახლოებულ პოლიტიკურ თუ სამოქალაქო ატივისტებს შორის ბევრი ფულზე გაიყიდა და სწორედ ამიტომ გაქრნენ ასპარეზიდან და არ გამოჩენილან სააკაშვილის მხარდასაჭერად.

.

ჟორჟოლიანი წერს, რომ თვეში 15 ათას ლარად ბევრი გაიყიდა და როდესაც ტელეფონზე ურეკავდნენ, რომ პროტესტს შემოერთებოდნენ, ისინი ზარს აღარ პასუხობდნენ. როცა ჟორჟოლიანი რუსთავის ციხესთან აქციებს აწყობდა და შიმშილობა დაიწყო, ზოგმა მას უთხრა, რომ ციხესთან აქციები მათი პრიორიტეტი არ იყო. ნანუკა გეგმავს ყველა მათგანი გვარი სახელებით ჩამოთალოს და ყველამ გაიგოს სიმართლე.


.

გთავაზობთ ტელეწამყვანის, ნანუკა ჟორჟოლიანის სტატუსს უცვლელად:

.

"ფაზლები დალაგდა. ახლა უკვე ვხვდები გადამწყვეტ მომენტში რატომ ორთქლდებოდა ყველა, ვინც მნიშვნელოვანი იყო მიშას თავისუფლებისთვის ბრძოლაში.

.

შინაური და ძალიან შინაური, ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში ტელეფონებს რომ აღარ იღებდნენ. განა არ ვიცოდი, უბრალოდ ასეთი გულისამრევიც არ მეგონა რეალობა.

.

აუცილებლად მოვყვები სახელებით და გვარებით როგორ გაიპარნენ ბრძოლის ველიდან ეს სამარცხვინოები და როგორ გამომიცხადეს რუსთავის ციხე ჩვენი პრიორიტეტი არააო მიშას შიმშილობის 30-ე დღეს! ეს უსირცხვილო "კასირები" ესენი.

ვითომ გამოძიებები რომ დაიწყეს ქვეყნის გადარჩენის მოტივებით და სინამდვილეში მიშას ბრძოლიდან რომ გაიძურწნენ!

.

ნაციონალურ მოძრაობას წარმოადგენენ გამყიდველები და კომფორმისტები (ყველას არ ვგულისხმობ რა თქმა უნდა, ამ პარტიაში ბევრი ღირსეული და იდეალების ერთგული ადამიანიცაა) რომლებმაც მიშა სააკაშვილი თვეში სულ რაღაც 15 ათასში გაცვალეს. ფულში და კარგ ცხოვრებაში!", - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.

.

„მეგობრებო, მარტო სახელები და გვარები არაფრის მომცემია, უნდა მოვყვე ამბები, დღეებით, საათებით, ამიტომ ხვალ (26 სსექტემბერს) ფეისბუქზე მექნება ლაივი. უბრალოდ მხოლოდ სახელები და გვარები არა, ამებბიც უნდა მოვყვე, იმდენია არ დაიწერება, “ - დაამატა კომენტარებში ნანუკამ.

.


1
732
1-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
732
  
2022, 26 სექტემბერი, 22:51
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1