x
მეტი
  • 06.02.2023
  • სტატია:125454
  • ვიდეო:355946
  • სურათი:498367
"ეს პოსტი თამარას არ აჩვენოთ, თორემ…“ - რას წერს მერაბ მეტრეველი

image


ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი "ტაბულას" დამფუძნებლის, თამარ ჩერგოლეიშვილის მიერ გიგა ბოკერიასთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ პოსტს სოციალურ ქსელში შემდეგ შინაარსის სტატუსით ეხმაურება და წერს:


image


"ეს სქრინი შემხვდა აქ და არ შემიძლია არ ვთქვა:



გიგა ბოკერიას არც პატიოსნებაში მეპარება ეჭვი და არც გონიერებაში, მაგრამ ის ალბათ ვერასდროს უხელმძღვანელებს საქართველოში პოლიტიკურ პროცესს, რადგან მთელი 9 წელი ჩემთვის სრულიად აუხსნელი მიზეზით, მონდომებით და ორივე ხელით იზილა სახეში მიშას ყველა მოქაქული.



არა, რატომ 9 წელი? 2016 წლამდე ანუ 9+4 წელი.


ჰოდა, ამდენი წლის ასე მონდომებით შეზელილი ქაქის ჩამორეცხვა ძალიან რთული საქმეა, სამწუხაროდ. შეიძლება შეუძლებელიც კი.
ამიტომ ხალხის განუვითარებლობას, ან რამე ასეთსს ნუ დააბრალებთ, იმას, რომ გიგა ვერაა რეიტინგული ლიდერი.


p. s. მინდა გითხრათ, რომ როცა ის ჯერ კიდევ „თავისუფლების ინსიტიტუტში“ იყო და ადამიანის უფლებებისთვის და დემოკრატიისთვის იბრძოდა, მისი ფანი ვიყავი.
p.p.s. თხოვნაა, ეს პოსტი თამარას არ აჩვენოთ, თორემ შეჩვენებას ვერ გადავრჩები" - ვკითხულობთ ჟურნალისტის ფეისბუქპოსტში.








0
669
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
669