x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133844
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508141
მძიმე პერსპექტივა: რამდენად დაეცემა ცხოვრების დონე რუსეთში?
პუტინი თავის არაერთ გამოსვლაში აცხადებს, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები მის ქვეყანას ვერაფერს აკლებს და რუსეთის ეკონომიკას ცუდი არაფერი სჭირს. იგივეს საუბრობენ რუსი პროპაგანდისტებიც. რუსეთის მთავრობის მეთაურის პირველმა მოადგილემ, ანდრეი ბელოუსოვმა განაცხადა, რომ 2022 წელს რუსეთის მთლიანი შიდა პროდუქტი 1%-ით შემცირდა, წლის ბოლომდე 3 %-ზე ნაკლები კლებაა ნავარაუდევი, ხოლო 2023 წელს რუსეთის ეკონომიკა 1%-ზე ნაკლებს დაიკლებს, თუმცა რეალობა სრულიად განსხვავებულ სურათს გვიჩვენებს. რუსეთის ეკონომიკა კატასტროფისკენ მიექანება. ამასვე მოწმობს ის შიდა საბუთები, რომლებმაც რუსეთის ხელისუფლებიდან გასულ კვირებში გამოაღწია. “ბლუმბერგი” სექტემბრის დასაწყისში ერთი დოკუმენტის შესახებ იტყობინებოდა, რომელიც მთავრობის მაღალი რანგის მოხელეების არაოფიციალური შეხვედრისთვის იყო გათვალისწინებული. ამ დოკუმენტის მიხედვით მდგომარეობა მართლაც საგანგაშოა და კრემლის ოფიციალური პროპაგანდისგან განსხვავებით აქ აღწერილი ცნობები აპოკალიფტური ფილმის სცენარს მოგაგონებთ. ამ ცნობების მიხედვით რუსეთის ეკონომიკა ომამდელ დონეს მხოლოდ ათწლეულის ბოლოს ან კიდევ უფრო გვიან მიაღწევს. 2024 წელს კი 2021 წელთან შედარებით ეკონომიკის 11, 4%-იანი კლებაა ნავარაუდევი.


საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზის თანახმად რუსეთის ეკონომიკა ღრმა და ყოვლისმომცველი რეცესიის ფაზაში გადავიდა, საიდანაც თავის დაღწევა იოლი არ იქნება. ფონდი წელს რუსეთის ეკონომიკის 6%-იან კლებას ვარსუდობს, ხოლო 2023 წელს - 3, 5%-იან კლებას.


რუსეთში ცხოვრების დონე ეცემა. ხელფასები იკლებს ან იგივე დონეზეა, ხოლო ფასები იზრდება. აქედან მხოლოდ ერთადერთი გამოსავალი არსებობს: ომის შეწყვეტა და მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომა, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღიარება და ჯარების სრულად გაყვანა ოკუპირებული მიწებიდან, თუმცა პუტინს ამის გაგონებაც არ სურს.


როგორც დასავლელი ექსპერტები საუბრობენ, ომის დიდი ხნით გაგრძელების შემთხვევაში პროგნოზები კიდევ უფრო მძიმე იქნება. ომი რამდენიმე წელს თუ კიდევ გაგრძელდა, რუსეთის ეკონომიკა 90-იანი წლების დონეს მიუახლოვდება, რადგან სანქციები სანქციებად, მაგრამ ომსაც დამატებით სჭირდება რესურსები. უკრაინის უკან დასავლეთი დგას, რომლის ეკონომიკა სიძლიერით რუსეთისას ათეულებჯერ აღემატება, ხოლო რუსეთის ეკონომიკა სულ უფრო უძლურდება და ჩანაგდება.



ეკონომიკა

5
228
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
228
  
2022, 1 ოქტომბერი, 22:50
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 30 სექტემბერი, 1:40
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 26 სექტემბერი, 22:59
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 25 სექტემბერი, 23:01
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 25 სექტემბერი, 20:43
ტყუილია ეს ყველაფერი, საქმე პირიქითაა, რუსეთს ბიუჯეტში კოლოსალური პროფიციტი აქვს. დასავლეთს კი დაენძრა. შვეციაში და იტალიაშო მთავრობები უკვე აყირავდა., რიგში საფრანგეთი, გერმანია, ფინეთი, რუმინეთია. ზამთარი ახლოსაა. სიმართლე წერეთ სიმართლე. დედამოღნული ადამა კაიზინგერი აშშ-დან ჭკუას გვასწავლის რუსები არ შემოუშვათო, ადამ იდი ნახუი შენი დებილი დედა მოვდღან. ეს ის ადამა კაიზინგერია რომელზეც თავის ოჯახმა უარი თქვა არაკაცი რომ არის იმიტომ. ძლივს საქართველოს ნორმალური მთავრობა ეღირსა წივილ კივილისა და ისტერიკების გარეშე ღებულობენ გადაწყვეტილებას.
0 1 5