x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
"ვის აინტერესებს "რაზბორკები" - რას წერს ელენე ხოშტარია?

image


პოლიტოლოგი და პოლიტიკოსი ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში აქვეყნებს განცხადებას, სადაც წერს, რომ იგი პარტნიორობს პოლიტიკოს დავით კეზერაშვილთან ( როგორც ეს უკვე წინამდებარე სტატიაში ვახსენე, რომელსაც ჟურნალისტი ელისო კილაძე მის სოციალურ პლატფორმაზე გამოეხმაურა ).

ელენე ხოშტარია მის "პოსტში" აღნიშნავს, რომ 6 თვის განმავლობაში უკრაინელებს დავით კეზერაშვილისა და მისი მეუღლის დაფინანსებით ეხმარება.

იხილეთ სრული "პოსტი".







"კიევიდან კიდევ უფრო მძაფრად ჩანს რამხელა პასუხისმგებლობა გვაქვს ოპოზიციას. იმპერიას ვებრძვით და ამ დროს მარტივ კითხვაზე რას შვება ოპოზიცია მარტივი პასუხია საჭირო. ვის აინტერესებს ‘რაზბორკები’. დავით კეზერაშვილთან მე ვპარტნიორობ და ვიპარტნიორებ. ასევე ვიპარტნიორებ იმასთან ვინც ბიძინას წინააღმდეგ იქნება. არც კეზერაშვილი არც სხვა არ იქნება ოლიგარქი, რადგან არავის ჭკუაზე არ ვივლი და ჩემი ფასეულობებით გადავწყვიტავ. 6 თვეა დავით კეზერაშვილის და მისი ცოლის დაფინანსებით ვინახავთ უკრაინელებს. მოკლედ საქმეს მივხედოთ და წესიერება ურთიერთობაში შევინარჩუნოთ".

0
29
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთეონე
ქეთეონე
29
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0