x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
"ელენე ხოშტარიამ აღიარა, რომ დავით კეზერაშვილთან პარტნიორობს "- რას წერს ელისო კილაძე?

image




ჟურნალისტი ელისო კილაძე სოციალური ქსელის მეშვეობით ავრცელებს განცხადებას, სადაც საუბრობს ქართველი პოლიტოლოგისა და პოლიტიკოსის ელენე ხოშტარიასა და ასევე პოლიტიკოს დავით კეზერაშვილთან დაკავშირებით.


ელისო კილაძის თქმით, ელენე ხოშტარია დავით კეზერაშვილთან პარტნიორობს და იგი უკრაინელ ხალხს მისი ფულით უწევს დახმარებას.


"ეჰ, ჰელენ-კიდევ ერთმა პოლიტიკოსმა დალია ჩემთვის ჩაილურის წყალი."- წერს ელისო კილაძე.


გთავაზობთ სრულ განცხადებას:



"ჰაჰ, მოვიდა ვალის გადახდის დრო !



აფინანსებდა და ახლა საჯაროდ მოთხოვა დაცვა ამ ხალხს.ჯერ ხაბეიშვილი გამოვარდა კეზერაშვილის დასაცავად,
ახლა, ელენე ხოშტარიამ აღიარა რომ დავით კეზერაშვილთან პარტნიორობს და თურმე უკრაინელებსაც მისი ფულით ეხმარება.
ფულიც ალბათ, "მანდარინ პლაზაში" გახსნილი ქოლცენტრიდანაა, ევროპოლის მასალების მიხედვით, ამ ქოლცენტრს დავით თოდუა ხელმძღვანელობდა და 65 მილიონი ევრო აქვთ მოპარული ევროპელი პენსიონერებისთვის.
რატომ აქამდე არ ვიცოდით რომ ჰელენ ხოშტარიას კეზერა აფინანსებდა?(მე ვიცოდი, კულუარულად, მაგრამ თავად ხოშტარია დუმდა)
ბიძინას ვამარცხებთ და კეზერაშვილი მოგვყავს ქართული პოლიტიკის რუხ კარდინალად?
ეჰ, ჰელენ-კიდევ ერთმა პოლიტიკოსმა დალია ჩემთვის ჩაილურის წყალი.
კიევში ალბათ ეტყვიან სანქცირებულ რუსულ ნავთობზე, კეზერაშვილის ბიზნესპარტნიორ დავით იაკობაშვილზე და მოსალოდნელ სანქციებზე.
ვწუხვარ !
"დროას" სხვა ლიდერშიპის პოზიციას მოვისმენდი კეზერაშვილის დაფინანსებაზე."
image
0
76
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთეონე
ქეთეონე
76
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0