x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134362
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508430
ამერიკაში მამაკაცმა 25 წლის ლგბტ პირი მოკლა და შეჭამა
image

აშშ-ში მიჩიგანის შტატში მცხოვრებმა აღიარა ადამიანის მკვლელობა, სხეულის დანაწევრება და კანიბალიზმი, მიუხედავად იმისა, რომ ადვოკატის მტკიცებით მისი კლიენტი ფსიქოლოგიურად შეშლილია. ამის შესახებ Daily Mail წერს.


52 წლის მარკ დევიდ ლატუნსკიმ 2019 წლის დეკემბერში 25 წლის სტუდენტის, კევინ ბეკონის მკვლელობაში აღიარა.


მამაკაცი მსხვერპლს ინტერნეტით "გეი გაცნობის" აპლიკაცია Grindr-ის საშუალებით დაუკავშირდა. მან სასამართლოს განუცხადა, რომ ახალგაზრდა მამაკაცი სახლში მიიწვია, დანით მოკლა, შემდეგ სხეულის ნაწილები მოაჭრა, მათ შორის სათესლე ჯირკვლები, მოამზადა და შეჭამა.


ახალგაზრდა ამერიკელის ცხედარი სარდაფში ხის ძელებზე ტერფებით ჩამოკიდებული იპოვეს, მსხვერპლს უამრავი ჭრილობის გარდა ყელიც გამოჭრილი ჰქონდა.


ლატუნსკიმ დანაშაული აღიარა სასამართლო პროცესის დაწყებამდე სულ რაღაც ორიოდე კვირით ადრე. ბრალდება შეიცავს როგორც პირველი, ასევე მეორე ხარისხის მკვლელობას და მსჯავრდებულის საბოლოო განაჩენი 2022 წლის 18 ოქტომბერს გამოცხადდება.

image

პირველი ხარისხის მკვლელობა ნიშნავს უვადო თავისუფლების აღკვეთას პირობით ვადამდე გათავისუფლების გარეშე, ხოლო მეორე ხარისხის მკვლელობა შეიძლება ნიშნავს უვადო თავისუფლების აღკვეთას პირობით ვადამდე გათავისუფლების უფლებით.


ბრალის აღიარება შოკი იყო ზოგიერთისთვის, მათ შორის სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა მისი ადვოკატისთვის, რომელიც იმედოვნებდა, რომ სასამართლო პროცესის დროს აპლირებას გააკეთებდა მის სიგიჟეზე.


„მიუხედავად იმისა, რომ ეს არ არის ის შედეგი, რომელიც ბატონ კრაუზეს (მსჯავრდეეულის ადვოკატი)და ბატონ ლატუნსკის ინტერესებში შედიოდა, ჩვენ უნდა მივყვეთ ბატონ ლატუნსკის სურვილებს“, - განაცხადა მოსამართლემ.


„ჩვენ განვიხილეთ ეს საკითხი(სიგიჟეზეა ლაპარაკი) და ის ძალზე თანმიმდევრული და მკაფიო იყო, არა ერთხელ, არამედ რამდენჯერმე, თავისი არჩევანისა და მსჯელობის დროს."-დასძინეს სასამართლოში.


საავადმყოფოში რამდენიმე თვიანი ფსიქიატრიული მკურნალობის შემდეგ 2020 წლის ოქტომბერში კანიბალი ფსიქიკურად ჯანმრთელად გამოცხადდა, რათა სასამართლოს წინაშე წარმდგარიყო.


აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევა არ იყო, იგივე 2019 წელს პოლიციაში შევიდა შეტყობინება მამაკაცისგან, რომელიც ითხოვდა შველას, მან ჯაჭვზე მიბმულმა ლატუნსკის სარდაფში გაიღვიძა, არ ახსოვდა როგორ აღმოჩნდა სარდაფში და რამ გამოიწვია მისი გათიშვა.


3
488
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
488
  
2022, 26 სექტემბერი, 23:04
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 25 სექტემბერი, 23:00
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 25 სექტემბერი, 11:58
ვააა ამერიკაში პიდორასტებს საკვებადაც იყენებენ?
0 1 3