x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
ჟან ლუკ გოდარი გარდაიცვალა
ფრანგი რეჟისორის, ჟან-ლუკ გოდარის ადვოკატი ადასტურებს, რომ მან სიცოცხლე ევთანაზიით დაასრულა. 91 წლის რეჟისორის გარდაცვალების შესახებ ცნობა 13 სექტემბერს გაავრცელდა, თუმცა მიზეზი დაზუსტებული არ იყო.


სამედიცინო დასკვნაში ნათქვამია, რომ მან სიცოცხლის დასრულება აირჩია, რისთვისაც შვეიცარიას მიმართა, რადგან იქ ევთანაზია ლეგალურია. რეჟისორის იურიდიული წარმომადგენელი ამბობს, რომ მას მრავალი დაავადება აწუხებდა.


ფრანგული გაზეთი Libération ციტირებს ოჯახთან დაახლოებულ უსახელო წყაროს, რომელმაც თქვა: "ის არ იყო ავად, უბრალოდ დაიღალა. ამიტომ მან მიიღო გადაწყვეტილება დაესრულებინა სიცოცხლე. ეს მისი გადაწყვეტილება იყო და მისთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ ეს ცნობილი ყოფილიყო".


Libération გოდარის 2014 წელს ნათქვამ სიტყვებს იხსენებს, სადაც ის განმარტავდა, რომ თუ ძალიან ავად იქნებოდა, არანაირი სურვილი არ ექნებოდა ეტლით ეტარებინათ აქეთ-იქით.


image

0
73
შეფასება არ არის
ავტორი:გიორგი ვარამაშვილი
გიორგი ვარამაშვილი
73
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0