x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ამ 5 ფაქტის ცოდნას, თქვენი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ადამიანის ტვინი იმაზე ძლიერია ვიდრე ჩვენ გვგონია. ის შეგვიძლია ვავარჯიშოთ და სულ სხვანაირად ვამუშაოთ. რაც, თავის მხრივ, ჩვენს ცხოვრებას განსაზღვრავს.

აქ ტვინის შესახებ, 5 ფაქტს მოგიყვებით, რომლითაც საკუთარი ცხოვრების შეცვლას შეძლებთ — ხშირ შემთხვევაში ამისთვის, დამოკიდებულების შეცვლაც კი, საკმარისია.


image


1. ტვინი ვერ ხედავს განსხვავებას, რეალობასა და წარმოსახვას შორის


ტვინი ერთნაირად რეაგირებს ყველაფერზე, რაზეც ფიქრობთ. ამ თვალსაზრისით მისთვის, ობიექტურ რეალობას და თქვენს ფანტაზიებს შორის, არანაირი განსხვავება არ არის. ამის გამო კი, შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს, ე.წ. პლაცებოს ეფექტს.

მაგ., თუ ადამიანი მელანქოლიკია და «ახალ ამბებში», რომელიმე დაავადების აფეთქების შესახებ გაიგებს ინფორმაცია, მან შესაძლოა, მისი სიმპტომების შეგრძნება, ფიზიკურად დაიწყოს.

კარგი ამბავი კი ის არის, რომ თუ სამყაროს «ვარდისფერი სათვალით» უყურებთ, მაშინ დიდია იმის ალბათობა, რომ თავს ბედნიერად, უფრო ხშირად იგრძნობთ, სისხლში სეროტონინის (სიხარულის ჰორმონის) ანომალიურად მაღალი დონის გამო. ნებისმიერ კონსტრუქციულ აზრს ან ოცნებას, ნათელ მომავალზე, შეუძლია გააუმჯობესოს თქვენი ფიზიკური და სულიერი მდგომარეობა და მასთან ერთად, თქვენი ცხოვრებაც.


2. თქვენ იმას ხედავთ, რაზეც ყველაზე ხშირად ფიქრობთ


რაზეც არ უნდა ფიქრობთ, ის თქვენი ცხოვრებისეული გამოცდილების საფუძველი ხდება. მაგალითად, თუ ახალ ავტომობილს შეიძენთ, უფრო ხშირად, იგივე მარკის ავტომობილს შენიშნავთ ქალაქის ქუჩებში. ამის მიზეზი კი ის არის, რომ მანქანის შეძენის შემდეგ, თქვენს ავტომობილზე უფრო ხშირად ფიქრობთ, ვიდრე ამაზე, მანამდე ფიქრობდით.

რატომ არის ამის ცოდნა მნიშვნელოვანი? საქმე იმაშია, რომ ნებისმიერი სტრესული სიტუაციიდან გამოსვლა შეიძლება! უბრალოდ, საკუთარი აზროვნების ხელახალი დაპროგრამება არის საჭირო. მეორეს მხრივ, თუ თქვენ პოლიტიკური სიტუაციის გაანალიზებას ცდილობთ, რომელსაც სხვადასხვა მედია საშუალება განსხვავებულად აშუქებს, მხოლოდ იმას დაიჯერებთ, რაც თქვენს თვალსაზრისს ემთხვევა.


3. დროის უმეტესი ნაწილი, თქვენი ტვინი ავტოპილოტზე მუშაობს


ადამიანის ტვინი, დღეში 60 ათასამდე აზრს აგენერირებს. თუმცა აქედან, 40 ათასზე მეტი, ის აზრებია, რაც თავში, წინა საღამოს გიტრიალებდათ. ამიტომ, ძველი აზრებისგან თავის «გასუფთავების» საუკეთესო საშუალება, ნაცნობი გარემოს შეცვლა.



4. პერიოდულად ითიშება — ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია


ადამიანს შეუძლია, იმ ნეგატიურ აზრებში «ჩაიხრჩოს», რომელიც მას, მთელი დღის მანძილზე, თავში უტრიალებს. ამიტომ, «გათიშვა» აუცილებელია: ეს ორგანიზმის იმუნურ სისტემას ამოსუნთქვის საშუალებას აძლევს, რაც ჯანმრთელობაზე, დადებითად აისახება.

ტვინის «გათიშვის» საუკეთესო საშუალება კი — მედიტაცია არის.

და კიდევ, რაც შეეხება შვებულებას. აირჩიეთ აქტიური დასვენების წესი: თხილამურებით სრიალი, დაივინგი, ლაშქრობა... რაც უფრო ადვილია საინტერესო პროცესზე ფოკუსირება, მით უფრო ადვილია თავის «გამოსუფთავება».


5. თქვენ შეგიძლიათ საკუთარი ტვინი შეცვალოთ... პირდაპირი მნიშვნელობით, ფიზიკურად


როდესაც თქვენ ფოკუსირდებით გარკვეულ გონებრივ აქტივობაზე, თქვენი ტვინი, იმ მომენტში, აქტიურად აგენერირებს ახალ ნერვულ კავშირებს. ბიოლოგები ამ პროცესს, ნეიროპლასტიურობას უწოდებენ.

მაგ., თუ ფიქრობთ, რომ ჭარბი წონის (თანამედროვე მსოფლიოს ერთ–ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა) მოცილება არ შეგიძლიათ, დროთა განმავლობაში, ეს აზრი უფრო და უფრო გაგიმყარდებათ. ხოლო, თუ ქვეცნობიერს დაარწმუნებთ, რომ «საუკეთესო ფიზიკურ ფორმაში ხართ», მაშინ ტვინი, ამის გააზრებისას, ყოველ ჯერზე, ახალ ნეირონულ კავშირს შექმნის და უფრო ხშირად შენიშნავთ შესაძლებლობას, რომელიც ქვეცნობიერში «დალექილ» აზრს, რეალობად აქცევს.

თქვენ გაქვთ, საკუთარი ცნობიერების დამორჩილების და შეცვლის შესაძლებლობა. გაქვთ უნარი, მიაღწიოთ იმას, რაც გსურთ. მთავარია — ამის თავად დაიჯეროთ. ნებისმიერი ფიზიკური პროცესი აზრით იწყება, რომელიც თავში იბადება.


image

არხის სხვა სიახლეები:


* ჯოჯოხეთში ცეცხლი არ ყოფილა?!

* "ბოლოს მაინც, ყველაფერი კარგად იქნება" – თქვა ბრძენმა

* უძველესი უცხოპლანეტელები და იდუმალი კოდი ადამიანებისთვის



0
806
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
806
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0