x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133854
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508146
როგორ დავძლიოთ ტკბილის სიყვარული?
ათასობით ათასი სახეობის ტკბილეული არსებობს და მხოლოდ გემრიელობის გამო კი არ გამოირჩევა ისინი, კონდიტერებმა მათგან მრავალი ხელოვნების ნიმუშებიც კი შექმნეს. მილიონობით ადამიანია ტკბილზე დამოკიდებული და მიზეზი იისა, თუ რატომ ვერ ეშვებიან ისინი მათზე დამოკიდებულებას, არის ნივთიერება დოპამინი, რომელიც გემრიელი ნუგბარის მირთმევისას გამოიყოფა ჩვენი ტვინიდან, ვიღებთ სიამოვნებას და გვაბედნიერებს. ბუნებრივია, რომ დოპამინი ხელს უწყობს ჩვენი განწყობის გაუმჯობესებას.




image



არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გემრიელი ტკბილეული დიდი რაოდენობით შაქარს შეიცავს, თავისთავად კი შაქარი არის "ნარკოტიკი". მეცნიერეის მიერ ჩატარებულ კვლევებში, სადაც საცდელი ობიექტები თაგვები იყვნენ, დადასტურდა, რომ ადამიანი შაქარზე უფრო ხდება დამოკიდებული, ვიდრე კოკაინზე, რაც ჩატარებულ ექსპერიმენტში მონაწილე თაგვების 94%-მა დაადასტურა.



ჭარბი რაოდენობით შაქრის მიღება გამოიწვევს ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემას, ამიტომ უმჯობესია თუ მას შევზღუდავთ. შაქრის შეზღუდვა ასევე აგაცილებთ თავიდან ინსულინს, დიაბეტს, ფერიჭამელებსა და კანის დაბერების სისწრაფეს.




როგორც ცნობილია, ჩვენს კუჭში ცხოვრობენ საჭირო ბაქტერიები, რომლებიც იკვებებიან შაქრით და უყვართ შაქარი, ამიტომ გარდა დოპამინის ფაქტორისა, ეს ბაქტერიებიც ითხოვენ იმ თავიანთ შაქრის პორციას რომ იკვებონ და გადარჩნენ. და თუ თქვენ შეეცდებით ნელ-ნელა მოიშოროთ შაქარი, რეალურად ეს ბევრად გაგირთულებთ საქმეს, იმიტომ რომ ასეთ შემთხვევაში დოპამინის ეფექტი ისევ რჩება, დამოკიდებულება ისევ რჩება, ეს ბაქტერიებიც ისევ ცოცხლობენ და სანამ სრულად არ ამოიღებთ შაქრებს და ნახშირწყლებს, მანამდე არ დაიწყება თქვენი ტკბილეულზე დამოკიდებულების გაქრობა.




როგორ დავძლიოთ ტკბილის სიყვარული?



დიეტოლოგები ტკბილეულის მიმართ მადის გაღვიძებას ორგანიზმში ცილის ნაკლებობას აბრალებენ. ამიტომ, ეცადეთ, რომ თითქმის ყველა კვებაში შეიტანოთ ცილა - ხორცი, თევზი, ფრინველი, ქათამი, კვერცხი, რძე, კეფირი, ხაჭო. სხვადასხვა დესერტების გაკეთებისა თუ მირთმევისას კი გამოიყენოთ არა შაქარი, არამედ ნეკერჩხლის სიროფი, აგავას ნექტარი ან თაფლი.




2
34
5-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
34
  
2022, 7 ოქტომბერი, 23:12
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 30 სექტემბერი, 1:44
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2