x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"კინაღამ გული გამისკდა, ასე რამ გააბოროტა ეს ხალხი..." - რა ინფორმაციას ავრცელებს ნატო დუმბაძე

image


პროდიუსერი ნატო დუმბაძე მოსკოვში მოღვაწე ქართველ მომღერალთან, სოსო პავლიაშვილთან დაკავშირებით გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ეხმაურება და მსგავსი ბოროტი ჭორების გამავრცელებლების ადგილს მხოლოდ ფსიქიატრიულში ხედავს. დუმბაძის თქმით, მართალია მას პავლიაშვილთან პირადად ჯერ არ უსაუბრია, თუმცა დანამდვილებით იცის რომ ის ცოცხალია და კარგად გრძნობს თავს:


"აი ადამიანზე თან ცნობილ მომღერალზე რომ დაწერ გარდაიცვალაო, ამ დროს ცოცხალი რომ არის ასეთებზე უნდა იყოს სასჯელი!


მე პირადად ნახევარი საათის წინ კინაღამ გული გამისკდა, ასე რამ გააბოროტა ეს ხალხი, ასე როგორ დეგრადირდა თან ქართველი, ადამიანი ცოცხალია და გარდაიცვალაო, არ მესმის ეს ხომ საშინელი ბოროტებაა და მანიაკობა, ასეთები უნდა იჯდნენ ფსიქიატრიულში და მიხედავენ იქ !!!


ჯერ არ მისაუბრია, თუმცა ვიცი რომ სოსო პავლიაშივილი ცოცხალია და იქნება დიდხანს! ასეთ ბოროტებს კი ღმერთი მიხედავს!" - წერს ნატო დუმბაძე.





0
216
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
216